x
image
თორ ნიკე
Mediator image
ძირეული დასავლეთ აფრიკელები
ძირეული დასავლეთ აფრიკელები


ძირეული დასავლეთ აფრიკელები / საბაზისო დასავლეთ აფრიკელები / ბაზალური დასავლეთ აფრიკელები (Basal West African) არის ჰომო საპიენსის, იგივე ანატომიურად თანამედროვე ადამიანის ის ძირძველი მოდგმა, რომელიც აფრიკაში წარმოიშვა და იქვე დარჩა მას მერეც, რაც მათი წინარე მოდგმა გავრცელდა ჩრდილოეთ აფრიკაში და შემდეგ გადმოვიდა ევრაზიაში, რის მერეც გავრცელდა როგორც ავსტრალიაში, ასევე ამერიკის კონტინენტებზე. თანამედროვე ადამიანებისა და ნეანდერტალელების საერთო წინაპრები ერთმანეთს დაშორდნენ, გამოეყვნენ ძვ.წ. 1, 000, 000 წლიდან ძვ.წ. 500, 000 წლების პერიოდში. ნეანდერტალელთა წინაპრები აფრიკიდან ევრაზიაში გადმოვიდნენ და აფრიკის ტერიტორიაზე დატოვეს ის მოდგმა, რომელმაც შემდგომში, ძვ.წ. 300, 000 წლიდან წარმოშვა ჰომო საპიენსი, ანატომიურად თანამედროვე ადამიანი. ამ საერთო ბაზალურ ადამიანთა პოპულაციას პირველად გამოეყო სწორედ ძირეული დასავლეთ აფრიკული მოდგმა დაახლოებით ძვ.წ. 300, 000 - 200, 000 წლების შუალედში, იმაზე ადრეც კი, ვიდრე სანის, იგივე ბუშმენთა მოდგმა გამოეყოფოდა ძირეულ საპიენსთა პოპულაციას დროის ამავე შუალედში. კამერუნში შუმ ლაკას ტერიტორიაზე აღმოჩენილ ადამიანთა ნაშთებს აღმოაჩნდათ ყველაზე მეტი რაოდენობით ბაზალური დასავლეთ აფრიკული დნმ - 65%-ით, ხოლო 35% - დასავლეთ აფრიკული, დასავლეთ ცენტრალური აფრიკიდან. ეს ადამიანები ცხოვრობდნენ ძვ.წ. 6000 - ძვ.წ. 1000 წლებს შორის პერიოდში. მიუხედავად ამისა, დღევანდელ პერიოდში კამერუნში მცხოვრებ მონადირე-შემგროვებლებს არ აღენიშნებათ ძირეული დასავლეთ აფრიკელების გენეტიკა. აფრიკის სამხრეთში მცხოვრები ხალხი ხოისანებიც დიდად არ ენათესავებიან დასავლეთ აფრიკელებს, ისინი უფრო ახლოს აღმოსავლეთ აფრიკელებთან არიან გენეტიკურად. თანამედროვე დასავლეთ აფრიკელთა სამაგალითო წარმომადგენელ ეთნოსებად, რომლებშიც ყველაზე მეტი პროცენტითაა წარმოდგენილი ძირეული დასავლეთ აფრიკული გენეტიკა, აღიარებულია 2 ეთნოსი: იორუბა (9%) და მენდეს ხალხი (13%). მათ ჩამოყალიბებაში ასევე მიიღეს მონაწილეობა აღმოსავლეთ აფრიკელებმა და არააფრიკელებმა.


ნეგროიდი


სუბ-საჰარული ანუ ნეგროიდული აფრიკის დომინანტური Y ქრომოსომული ჰაპლოჯგუფები არის: A, B, E1a, E1b1a, E1b1b, E2, J, R1b და T.


განვიხილოთ თითოეული მათგანი:


ჰაპლოჯგუფი A ჩამოყალიბდა აფრიკის ტერიტორიაზე დაახლოებით ძვ.წ. 289, 000 - ძვ.წ. 270, 000 წლებში, დასავლეთ აფრიკაში ან ცენტრალურ აფრიკაში. ის ნეგროიდებისთვისაა დამახასიათებელი, აღენიშნებათ ადგილობრივ აფრიკელ ხალხებს, ამ ხალხთა პოპულაციებიდან ყველაზე დიდი სიხშირით აღნიშნული ჰაპლოტიპი აქვთ შემდეგ ეთნოსებს: ნილოტური ხალხი დინკა (62%), ნილოტური ხალხი შილუკი (53.3%), სამხრეთ სუდანელები (50.6%), ხოისანი (42%), ეთიოპიელი ებრაელები (41%), ნუბა (46.4%), ჩრდილოეთ ხოისანური ხალხი კუნგი (36%), სამხრეთ აფრიკის ხოისანები (33.3%), ფური (31.1%), დასავლეთ სუდანელები (27.8%), ნილო-საჰარელები (23.2%), ნილოტური ხალხი ალური (22%).


ნეგროიდი


ჰაპლოჯგუფი B (იგივე M60) წარმოიშვა აფრიკის ტერიტორიაზე (თუმცა ჯერჯერობით დაუზუსტებელი აფრიკის კონკრეტულად რომელ რეგიონში) დაახლოებით ძვ.წ. 100, 000 - ძვ.წ. 98, 000 წლებში. ის სრულიად დომინანტურად დამახასიათებელია ნეგროიდებისთვის, სუბ-საჰარული აფრიკის ადგილობრივი ხალხებისთვის და ყველაზე მეტი სიხშირით შემდეგი ეთნოსებისთვის: პიგმეები, იგივე მბუტი (59%), ენა-იზოლანტზე მოსაუბრე ხალხი ჰაძა (57.5), დასავლეთ პიგმეები (53.3%), ნილოტური ხალხი ნუერი (50%), საჰარელი ხალხი კანემბუ (50%), ნილო-საჰარელები (35.2%), ნილოტური ხალხი შილუკი (26.7), ნილოტური ხალხი სამხრეთ სუდანელები (24.7%), ნილოტური ხალხი დინკა (23%), ნილოტური ხალხი ლუო (22%), კუშიტი ხალხი ირაქვი (22%), სამხრეთ ბანტუს ხალხი ზულუ (20%).


ნეგროიდი


ჰაპლოჯგუფი E1a (იგივე E-M132 ან E-M33) წარმოიშვა დაახლოებით ძვ.წ. 48, 000 წლისთვის აფრიკის ტერიტორიაზე, უფრო ჩრდილოეთ ან ცენტრალურ ნაწილში. ყველაზე დიდი სიხშირით ის აღინიშნება შემდეგ ეთნოსებში: დოგონები (45.5%), ბურკინა ფასოში და კამერუნში მცხოვრები სენეგამბიელი ხალხი ფუიბე (29.7%), გვინეა-ბისაუელები (15.6%), სენეგამბიელი ხალხი ვოლოფი (12%).


ნეგროიდი


ჰაპლოჯგუფი E1b1a (იგივე E3a ან E-V38) წარმოიშვა აფრიკის რქის რეგიონში ძვ.წ. 39, 700 წლისთვის. ყველაზე დიდი სიხშირით ეს ჰაპლოტიპი აღინიშნება შემდეგ აფრიკულ ეთნოსებში: გრასფილდის ენობრივი ოჯახის ხალხი ბამილეკე (100%), კვას ენობრივ ოჯახზე მოლაპარაკე ხალხი ღანა (92.3%), ბურკინა ფასოელები (81.1%), სამხრეთ კამერუნელები (93.3%), დელტა-ჯვრის ენობრივი ოჯახის ხალხები ნიგერიაში (87%), გაბონელი ბანტუს ხალხი (79.4%), კენიაში მცხოვრები ბანტუს ხალხი (51.7%), ტანზანიაში მცხოვრები ბანტუს ხალხი (48.2%), სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ბანტუს ხალხი (54.7%), სამხრეთ-აღმოსავლეთ ბანტუს ხალხი (66.2%), გბეს ენობრივ ჯგუფზე მოსაუბრე ხალხი ბენინი ანუ ფონი (95%), ბისაგოს კუნძულელები (76.2%), დოგონები (43.6%).


ნეგროიდი


ჰაპლოჯგუფი E1b1b (იგივე E-M215 ან E3b) წარმოიშვა ჩრდილოეთ აფრიკაში ან აფრიკის რქის რეგიონში ძვ.წ. 45, 500 წლიდან ძვ.წ. 20, 400 წლების შუალედში. აფრიკული ეთნოსებიდან ყველაზე დიდი პროცენტულობით აღნიშნული ჰაპლოტიპი ახასიათებთ შემდეგ ეთნოსებს: აფრაზიულ ენებზე მოსაუბრე ჩრდილოეთ აფრიკული ანუ ქამიტური ენობრივი ქვეჯგუფის ხალხები (34.8%), ეთიოპიაში მცხოვრები სემიტი ხალხი ამჰარა (45.8%), კუშიტი ხალხი ბეჯა (52.4%), ბერბერები (80%), ნილოტური ხალხი დატოგი (54%), აფრაზიელი ხალხი ეთიოპიელები (48.8%), ფურები (59.4%), კუშიტი ხალხი ირაქვი (56%), ნილოტური ხალხი მასაი (50%), მაბანური ხალხი მასანიტი (71.9%), ტუარეგები (90.9%).


ნეგროიდი


ჰაპლოჯგუფი E2 (იგივე - E-M75) - წარმოიშვა აღმოსავლეთ აფრიკაში ძვ.წ. 48, 000 - ძვ.წ. 43, 000 წლებში. აფრიკული ეთნოსებიდან ყველაზე დიდი პროცენტულობით, აღნიშნული ჰაპლოტიპი ახასიათებთ შემდეგ ეთნოსებს: ნილოტური ხალხი ალურები (67%), ჩრდილო-აღმოსავლეთ ბანტუს ხალხი ჰემა (39%), სამხრეთ ბანტუს ხალხი ხოსა (28%), სამხრეთ ბანტუს ხალხი ზულუ (21%) და სამხრეთ აფრიკელი ბანტუს ხალხი (21.2%).


ნეგროიდი


ჰაპლოჯგუფი J (იგივე J-M304) - წარმოიშვა დასავლეთ აზიაში, იგივე ახლო აღმოსავლეთში, დიდი ალბათობით მესოპოტამიის, ზაგროსის ან სამხრეთ კავკასიის ტერიტორიებზე, დაახლოებით ძვ.წ. 40, 900 წლისთვის. საერთოდ, მსოფლიოში ყველაზე დიდი სიხშირით პოპულაციაში ეს ჰაპლოტიპი აქვთ ადგილობრივ კავკასიურ ხალხებს, ხოლო აფრიკაში ყველაზე დიდი სიხშირით ის აქვთ შემდეგ ეთნოსებს: აფრაზიული ენობრივი ოჯახის ჩრდილოეთ აფრიკელი, იგივე ქამიტური ჯგუფის ხალხები (19.5%), ეთიოპიაში მცხოვრები სემიტი ხალხი ამჰარა (33.3%), კუშიტური ხალხი ბეჯა (38.1%), სუდანელი კოპტები (45.5%), ეთიოპიელები (26.9%), ნუბიელები (43.6%), სემიტი ხალხი სუდანელი არაბები (47.1%).


ნეგროიდი


ჰაპლოჯგუფი R1b (იგივე R-M343) - წარმოიშვა ჩრდილოეთ ევრაზიაში, აღმოსავლეთ ევროპაში ან დასავლეთ აზიაში დაახლოებით ძვ.წ. 16, 500 წლისთვის, დამახასიათებელია ინდო-ევროპულ ენებზე მოსაუბრე ხალხებისთვის უდიდესი სიხშირით. ის აფრიკაში გავრცელდა ძვ.წ. 6000 წლიდან. დღესდღეობით ეს ჰაპლოტიპი ყველაზე დიდი სიხშირით აღენიშნება აფრიკის შემდეგ ეთნოსებს: ჩადური ენობრივი ოჯახის ხალხი ოულდემე (95.5%), შუვა არაბები, იგივე ბაგარა არაბები (40%), აფრაზიული ენობრივი ოჯახის ჩრდილოეთ აფრიკული, იგივე ქამიტური ჯგუფის ხალხები (20.8%), ჩადურ ენებზე მოსაუბრე ჩრდილოეთ კამერუნელები (70.4%), ადამავას ენობრივი ოჯახის სამხრეთ კამერუნელები (27.8%), ჩადელი ხალხი დაზა (33.3%), სუდანელი ხალხი ფუიბე (53.8%), სუდანელი ხალხი ჰაუსა (40.6%), საჰარელი ხალხი ჯანემბუ (50%), ნუბიელები (10.3%), სამხრეთ აფრიკელი თეთრკანიანები, ისინი დამკვიდრებულნი არიან აფრიკაში არა ძველ დროში, არამედ თანამედროვე პერიოდში, კოლონიალიზმის ეპოქაში (51.6%), სუდანელი არაბები (15.7%), ნიგერიის ტუარეგები (33.3%).


ნეგროიდი


ჰაპლოჯგუფი T (იგივე T-M184) - წარმოიშვა ძვ.წ. 46, 500 - ძვ.წ. 37, 800 წლებში დასავლეთ აზიაში. ყველაზე ხშირი ეს ჰაპლოჯგუფი აქვს დღესდღეობით ევრაზიაში კრეტას დიდი რეგიონის ლასითის ხალხს და აღმოსავლეთ თურქეთის ქალაქ სასუნის მცხოვრებ სომხებს, ასევ აღმოსავლეთ ინდოეთის რამდენიმე ხალხს, როგორიცაა ლოდჰა, ბაური, იერუკულა, რაჯუ და მალი. რაც შეეხება აფრიკის ეთნოსებს, ეს ჰაპლოტიპი გავრცელებულია აფრიკის კონტინენტზე მცხოვრები ეთნოსებიდან ყველაზე მეტად შემდეგ ხალხებში: ჩადში მცხოვრები ხალხი დაზა (44.4%), ეთიოპიელები (3.7%), ბურკინა ფასოში და კამერუნში მცხოვრები სენეგამბიელი ხალხი ფულბე (8.1%), ეთიოპიაში მცხოვრები კუშიტური ხალხი ორომო (5.1%), სომალელები (10.4%), ეთიოპიაში მცხოვრები სემიტი ხალხი ამჰარა (4.2%).


ძირეული დასავლეთ აფრიკელები


სუბ-საჰარელ აფრიკელების, იგივე ნეგროიდების დამახასიათებელი მიტოქონდრული ჰაპლოჯგუფი არის L. ის წარმოიშვა დაახლოებით ძვ.წ. 228, 000 - ძვ.წ. 200, 000 წლების პერიოდში ჩამოყალიბდა აფრიკის კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილში და გავრცელდა მთელ კონტინენტზე. მისი ტოტები, მისგან წარმოქმნილი ჰაპლოტიპები არის აფრიკაში სრულიად დომინანტი. მაგალითად აფრო-ამერიკელი ქალების გენეტიკური კვლევითაც გამოვლინდა მათში 17 უხშირესი ჰაპლოტიპი, ყველა მათგანი "L" მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფის ტოტი, ასეთივე მდგომარეობაა მთელ აფრიკაში: L0, L1, L1b, L1c, L2, L2a, L2b, L2c, L2e, L3, L3b, L3d, L3e, L3f, L3h, L3x და L4.


ძირეული დასავლეთ აფრიკელები


წყარო: Basal West African - Wikipedia;

წყარო 2: Y-DNA haplogroups in populations of Sub-Saharan Africa - Wikipedia;

წყარო 3: Mitochondrial DNA diversity in the African American population - NCBI;


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
58
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
58
  
2021, 9 დეკემბერი, 1:56
ძვ.წ. 300,000 წლისთვის არსებული, ანატომიურად თანამედროვე ადამიანის, იგივე ჰომო საპიენსის უძველესი ნარჩენები აღმოჩენილია ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე. თანამედროვე ადამიანი, დიდი ალბათობით, ჩამოყალიბდა ე.წ. აფრიკის რქის რეგიონში ან ჩრდილოეთ აფრიკაში სწორედ ძვ.წ. 300,000 წლიდან და თანდათან მოედო ჯერ გარშემო რეგიონებს აფრიკაში, ხოლო შემდეგ რამდენიმე ტალღად გადმოვიდა ევრაზიის კონტინენტზე. მაშინდელი აფრიკის კონტინენტი ერთიანი იყო, ბუნებრივად კარგი საცხოვრებელი პირობებით როგორც მის სამხრეთ, ასევე ჩრდილოეთ ნაწილში, ვინაიდან არ არსებობდა საჰარას უდაბნო და მის ადგილას სიმწვანით დაფარული, სიცოცხლით სავსე ლანდშაფტი იყო გადაშლილი.
0 1 1