„ჩაიყვანე, იმენა ჩახადონ... მიადონ დაჟე!... მერე იტყვის ყველაფერს... ვიდეოს ოჯახში გავაგზავნი თქო“ - მეგის ქარდავა
საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად „ქილერა“) ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა.
მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, პატიმრის მიმართ განხორციელებული წამების ფაქტზე, ბრალდებულად პასუხისგებაში არიან მიცემულნი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების უსაფრთოხების განყოფილების ყოფილი უფროსი, ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი და შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მეგის ქარდავა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შუამდგომლობის საფუძველზე, დაკავებული იქნა უკრაინის ტერიტორიაზე. დაკავებისას მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს არაერთი ვიდეო-ჩანაწერი, რომლებიც გამოთხოვილი იქნა უკრაინის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოდან.
მოპოვებული ვიდეოჩანაწერებიდან, აღნიშნული ვიდეო არის ერთ-ერთი.