x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ჩვენ მხოლოდ მომავალი თაობა გადაგვარჩენს !!!
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები საგანგაშოა ...

არსებული სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური სიტუაცია უკვე მრავალი წელია კრიზისშია...

მოვლენები უიმედოა და სიტუაცია პანდემიის გამო უფრო მეტად გამწვავებული და გამძაფრებული...

გამძაფრებული არა მხოლოდ სიტუაცია, საზოგადოების გუნება-განწყობაც.


ხალხი ჩაფიქრებული და უფრო მეტად დასტრესილია...

მიზეზი უამრავია და სიას დასასრული არ ექნება, რა გამომწვევი მიზეზების გამო შეიძლება იყოს გაღიზიანებული ერთი ნებისმიერი ჩვეულებრივი მოქალაქე...

მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, ხანდახან ხდება და იმედი მაქვს ხშირად მოხდება ისეთი ფაქტი, როცა ზოგჯერ სინათლე გამოჩნდება...

იმედი, რომ დაახლებით ათ წელში ან მინიმუმ ათ წელში გვეშველება... ისეთი თაობა მოდის.

წინასწარ ვიცოდი, რომ ვიამაყებდი და ვიამაყებ ახალგაზრდა თაობით, თუმცა ჯერ მეც არ ვარ ძველი, მინდა მერეც შემრჩეს ეს განწყობა...

დღეს კი ნამდვილად მაქვს ერთი კონკრეტული მიზეზი ...

სოციალურ ქსელში წავაწყდი ფოტოს

image

ერთბაშად ბევრი დადებითი გრძნობა დამეუფლა... ბევრი დადებითი ფიქრი დამიტრიალდა, შრომისმოყვარეა...გამბედავია... გონიერია... შემდეგი ფიქრი იყო, პატარა 2 წლის რომ არ მყავდეს აუცილებლად დავრეკავდი-მეთქი...

მომავალი თაობის წარმომადგენლებს აქვს თვისებები: გამბედაოდა, თავდაჯერებულობა, გონიერება, რაც დარწმუნებული ვარ ამ ბიჭის თვისებებიცაა, სხვა შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა და ვერც მოიფიქრებდა... ეს თვისებები ცოტა შორსაა ჩემი და ჩემი თანატოლების უმრავლესობის თვისებებისგან... მაგრამ რაღაც საერთო მაინც დავინახე და გამახსენდა 15 წლის წინანდელი ერთი ამბავი.

16 წლის ვიქნებოდი...ძალიან მომინდა ვყოფილიყავი ფინანსურად დამოუკიდებელი. ველოდებოდი სასწავლო წლის დამთავრებას, რომ რაიმე საზაფხულო სამსახური მეპოვა. ვყოფილიყავი დამოუკიდებელი, დავხმარებოდი მშობლებს და რაღაც მაინც მომეგროვებინა აბიტურიენტობის ფინანსურად მძიმე წელისთვის...

ეს მხოლოდ მე მახსოვს და დედას... რა გავაკეთე, სად ვიარე, რამდენი ვიარე... როგორ ვეცადე, მაგრამ ასაკის გამო არაფერი გამომივიდა. გამიშვეს ბებოსთან და ბაბუსთან რაჭაში და სურვილი სურვილად დარჩა...

2 წლის შემდეგ .... 18 წლის ასაკში...

უკვე დიდმა და სრულწლოვანმა, უკვე პირველი კურსის სტუდენტმა ეს მაინც მოვახერხე და უკვე 12 ალბათ უკვე 13 წელია არ ვყოფილვარ სამსახურის გარეშე.

იყო სამსახური პირველი... მეორე...და არც თუ ისე ადვილი, მაგრამ შესაძლებელი გზა კონსულტანტობიდან - მასწავლებლობამდე, ახლა უკვე სტატუსით უფროსი მასწავლებელი. ეს მოვიდა გამოცდილებით და უდიდესი წვლილი ამ გზაზე იმ გოგოს ფიქრებს მიუძღვის, რომელმაც 16 წლის ასაკში აბიტურიენტობის დაწყებამდე მიზნად დაისახა...

ეს ვთქვი და განვმეორდები... დღევანდელი თაობის დადებითი თვისებები ჩემგან შორსაა, მაგრამ რაც ამ ბიჭის განცხადებით დავინახე ( და იმედი მაქვს არ ვცდები), ძალიან შრომისმოყვარე თაობაა, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი გიორგია.

თაობა, რომელიც მომავალი ათი წლის შემდეგ შეცვლის სასიკეთოდ საქართველოს დღევანდელ რეალობას.

მინდა მჯეროდეს, მწამდეს და მინდა ხელს ვუწყობდეთ გიორგისნაირ ახალგაზრდებს განვითარებაში, სწორ გზაზე დადგომაში....
















7
196
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
196
  
2021, 19 ნოემბერი, 19:53
ყველა სკოლა უნდა გაიყიდოს და გახდეს კერძო საკუთრება,ხოლო სწავლა ფასიანი უნდა იყოს. ამ კერძო სკოლებს უნდა ქონდეთ სრული თავისუფლება და თვითონ დაგეგმონ სწავლოს მეთოდები,სპეციალიზება და ყველაფერი ერთი სიტყვით. არ შეიძლება,რომ ერთი გრძნეული თავი გეგმავდეს ათასობით ბავშვის სწავლის მეთოდებს,რადგან ყველა ადამიანი ინდივიდი და განსხვავებული.არ დაგაბნიოთ სიტყვებმა "ფასიანი",ხშირად ადამიანი სიბრაზეს იწვევს ეს ყველაფერი. დღესაც ფასიანია სწავლა,რადგან ბიუჯეტიდან ფინანსდება და ბიუჯეტი არის საერთო ფული,ჩვენი გადახდილი გადასახადები და გადასახადებს ყველა ამ ქვეყნის მოქალაქე იხდის. რა თქმა უნდა თავდაპირველად იქნება ვაუჩერიზაცია და ვისაც არ ექნება შესაძლებლობა მათთვის,ხოლო ეს ვაუჩერი მიემართება იქეთ,სადაც მშობელი ჩათვლის საჭიროდ. ეს გაზრდის კონკურენციას და შესაბამისად,სწავლის ხარისხიც გაიზრდება,ხოლო ბავშვებს რეპეტიტორი აღარ დაჭირდება. მასწავლებლებიც ორიენტირებულები იქნებიან განვითარებაზე,რადგან სკოლა მოსთხოვს ამას და ანაზღაურებაც შესაბამისი იქნება. არანარი ეროვნული გამოცდები და ფულის უაზროდ ყრა,პირდაპირი ბილეთი უნივერსიტეტში. უნივერსიტეტი თვითონ გადაწყვეტს ჩაუტაროს გამოცდები თუ არა.
2021, 19 ნოემბერი, 19:44
როგორც ვიცი,გეგმა სხვანაირი იყო და ამიტომაც შემოიღეს 12 წლიანი სკოლა. ეროვნული გამოცდები იყო გარდამავალი პერიოდის,ხოლო მერე სკოლის ნიშნებით უნდა მიეღოთ ბავშვები და შიდა გამოცდებით. ესეც არ შესრულდა და იმას ვინ იზავს,რაც მე მსურს და არა მარტო მე.

მე თქვენ გეკითხებით,როგორ უნდა გადანაწილდნენ ბავშვები კლასებში,ასაკით თუ გონებრივი განვითარებით? ყველა ბავშვი ერთნაირად არ ვითარდება და შესაბამისად,6 წლის ვიღაც უფრო გონიერია და ვიღაც უფრო სუსტი. სისუსტე ნაკლი არ არის,მათ სჭირდებათ გასახსნელად უფრო დიდი დრო და ეს დრო არ ეთმობათ ბავშვებს. სუსტები და ძლიერები ერთად არიან კლასებში,სადაც ერთერთი იჩაგრება,ერთი ელოდება სუსტს და დიდი ალბათობით იკიდებს სწავლას,ხოლო სუსტი ვერ ეწევა ძლიერს და უვითარდება დაბალი თვითშეფასება,რაც მის ცხოვრებას ანგრევს. ამიტომ ვამბობ,რომ სისტემა არის მახინჯი და ამ სისტემის პირმშო ვერ იქნება ლამაზი,რაც იმედს მოგვცემდა. ამ სისტემის მსხვერპლები ვართ მეც და თქვენც.
2021, 19 ნოემბერი, 19:35
ისეთი სისტემა არის,რომ ვერ განვითარდები და ტყუილი ამბავია იმედის ქონა. ბავშვი 12 წელი დადის სკოლაში,ხოლო რეპეტიტორი მაინც სჭირდება და რატომ? თითები გვეყოფა ისეთი ბავშვის მოსაძებნად,ვინც რეპეტიტორის გარეშე აბარებს გამოცდებს და ეს განვითარებაზე როგორ მეტყველებს? მართლა სიმბოლურია განვითარება და რეალობას არ ასახავს,ხოლო გამოცდები წინასწარ ნათქვამი მასალიდან ტარდება. თუ დებილი არ არის ადამიანი,მაშინ ჩააბარებს და აბარებენ კიდეც. ამას გინდ უფროსი და გინდ მასტერმასწავლებელი დაუძახეთ.
2021, 19 ნოემბერი, 15:02
რაც შეეხება პროფესიულ ზრდას... ყველა და განსაკუთრებით მასწავლებელი უნდა იზრდებოდეს და ვითარდებოდეს, თუნდაც სტატუსს იცვლიდეს ამ გაზრდის აღსანიშნავად, ეს სიმბოლურია. არ მგონია სწორი ძველი მასწავლებლები სტუდენტობის დროს დამუშავებულ საკითხებს რომ "გვატენიდნენ" და არც ფიქრობდნენ განვითარებაზე. ყველას არ ეხება რა თქმა უნდა... ამ და სხვა ბევრი მიზეზის გამო არც ისე ცუდია ცვლილებები, არც ისე ცუდია სტატუსები და განსხვავება ადამიანებშია, რომლბსაც შეუძლიათ დადებითების დანახვა ან არ დანახვა. განსხვავება ასევე არა ასაკში არამედ სურვილშია რომ გაიზარდო... ასაკოვან მასწავლებლებშიც ბევრია ვინც ვითარდება და იზრდება განათლების სიახლეებთან ერთად
2021, 19 ნოემბერი, 14:45
შესაძლოა ეს გიორგი გონიერია და შეიძლება არც არის... უბრალოდ ეს ვეცადე პოზიტიურად დამენახა. ისე როგორც ვცდილობ მომავალში მაინც დავინახო იმედი და თან ნამდვილად გვყვავს ბევრი გონიერი და კრეატიული ახალგაზრდა ვის გამოც ღირს ამ იმედის ქონა...
2021, 19 ნოემბერი, 9:27
არაფერია ცუდი იმაში,თუ ახალგაზრდა იმუშავებს და თავის ფულს თვითონ გამოიმუშავებს,მაგრამ ბავშვის სწავლებას გამოცდილება სჭირდება,თან პირველი კლასელის მომზადება. ეს ისეთი თემაა,რომ ერთი არასწორი რაღაც და თავზე ანგრევ ყველაფერს ბავშვს. დაწყებით კლასები მათემატიკა რა არის,ორზე გამრავლება და ერთუცნობიან განტოლებები? დიდი გონი სჭირდება ალბათ ამის სწავლებას და განათლება,აშკარად ყველა ვერ გაქაჩავს,თან ამაში ფულის აღება არის სირცხვილი. არა,რეპეტიტორის სირცხვილი არა,მშობლების უფრო :) ბავშვისთვის ყველა შემთხვევაში ცუდია,რადგან დაბრკოლებების თავისით გადალახვის საშუალებას ართმევენ და ცხოვრებაში გაუჭირდება. სკოლა არ არის მარტო საგანმანათლებლო სივრცე,სკოლამ უნდა მოგამზადოს მომავალი ცხოვრებისთვის. ქართული სკოლა ეგეთი არ არის,ის არის გამწარებული მოხუცთა ჭორების ბიურო,რომელსაც კიდიათ ბავშვები და ცდილობენ,რომ რეპეტორობაზე მეტი მომხმარებლი ყავდეს. ჩემს დროს ასეთი იყო სკოლა,ამიტომ ქუჩამ უფრო მეტი მასწავლა,ვიდრე სკოლამ.
2021, 19 ნოემბერი, 9:12
შესაძლოა ეს გიორგი მართლაც გონიერია და განათელბული,მაგრამ მომავალი თაობა გადაგვარჩენს ძახილი უადგილოა. მასწავლებელი ყოფილა თურმე,უფროსი მასწაველებლი :) რა მომზადება უნდა პირველ კლასელს? გადასახადის გადამხდელთა ფულით ფინანსდება სკოლების უმრავლესობა და პირველ კლასიდან ამზადბენ მშობლები ბავშვებს,როგორ მოგწონთ? ამ ბიჭს ეს აზრი გაუჩნდა,რადგან ასეთი ამბებია ქვეყანაში და რატომაც არაო თქვა. სირცხვილია,როცა ბავშვი 12 წელი დადის სკოლაში და მინ. 3 წელი რეპეტიტორთან დადის,მაშინ სკოლა რაღა საჭიროა? გააზეპირებენ რაღაც მასალას და აიღებენ მაღალ ქულას,მერე გადამრჩენელებს ეძახიან,ხოლო ეს გვგონია განვითარება? ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, არა იმიტო რო თაობა არ მოდის და ბავშვების გონება არ ვარგა,არამედ სისტემა არის ცუდი,ძალიან ცუდი. ე.წ. უფროსი მასწავლებლები ამ სისტემის პროდუქტია და ფულის ჭამას ემსახურება,ჩვეულებრივი ჯარის სისტემა არის :) რიგითი,პირველი კლასის რიგითი,კაპრალი,უმცროსი სერჟანტი,სერჟანტი,უფროსი სერჟანტი,მასტერსერჟანტი. ის რო ვიცი,როგორ იმაღლებენ წოდებას ჯარში და მათი კვალიფიკაცია რო კრიტიკას ვერ უძლებს,თუ ასეა სკოლაში,მაშინ კი გვეშველაბა.
ამერიკელი ინსტრუქტორი იყო სწავლებებზე ჩამოსული,წოდებით უმცროსი სერჟანტი,ასაკით 40-45 წლის და აქ დახვდა 20-25 წლის მასტერსერჟანტები. გამო*ლევდა კაცი და მგონი იმის მერე თავი გაანება სწავლებებს. თურმე უთქვამს,მთელი ცხოვრებაა ჯარში ვმსახურობ,უამრავი ომი და მისია მაქვს ჩატარებული,ხოლო უმცროსი სერჟანტის წოდებას ვერ გავცდიო. დასკვნები თქვენ გამოიტანეთ და დაველოდოთ,როდის გახდებიან უფროსი მასწავლებლები მასტერმასწავლებლები.
0 1 7