x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ძალადობა, რასიზმი და "ცუდი გოგონების ოთახი" - გამოქვეყნდა შოკისმომგვრელი დეტალები გამოძიებიდან იმის შესახებ, თუ როგორ ამცირებდა და ძალადობდა მერილინ მენსონი ქალებს

ჟურნალმა Rolling Stone-მა გამოაქვეყნა დიდი გამოძიება მერილინ მენსონის შესახებ, რომელიც ბრალდებულია სექსუალურ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში. 55-ზე მეტი ადამიანი, რომლებსაც მომღერალთან ჰქონდათ ურთიერთობა სხვადასხვა პერიოდში, ცხრა თვის განმავლობაში უზიარებდნენ თავიანთ ისტორიებს ამ გამოცემას.image

სამმა ადამიანმა, რომლებთანაც მენსონი მეგობრობდა 1990-იან წლებში, ინტერვიუს დროს გაიხსენა, თუ როგორ აჩვენებდა ბრაიანი (ბრაიან უორნერი მერილინ მენსონის ნამდვილი სახელი და გვარია) მათ სხვადასხვა გოგონებთან ორალური სექსის ვიდეოებს მისივე გასახდელში და ამით ამაყობდა კიდეც.
მენსონის ყოფილი მეგობრები ასევე ამტკიცებენ, რომ მუსიკოსი ხშირად ხუმრობდა ძალადობაზე. 1998 წლის თავის მემუარებში მან დეტალურად აღწერა, თუ როგორ “გაეხუმრა ქალს" :

“ჩვენ ვაპირებთ გაგაუპატიუროთ ავტოსადგომზე და შემდეგ შენი მანქანითვე გადაგივლით"

იმის შესახებ, რომ მენსონი ხშირად ხუმრობდა გაუპატიურების შესახებ, არაერთხელ უხსენებია მსახიობ ესმე ბიანკოსაც:

“ მანამ, სანამ მასთან ურთიერთობას დავიწყებდი, ხშირად ხუმრობდა, რომ ჩემი გაუპატიურება სურდა".

გამოცემის სხვა წყაროები მენსონს რასიზმში ადანაშაულებდნენ - მათი თქმით, ის ხშირად იყენებდა შეურაცხმყოფელ N- სიტყვას შავკანიანებთან მიმართებაში:

“სიამოვნებდა შავკანიანებს ამ სიტყვას რომ ეძახდა მათივე თანდასწრებით".

გამოძიებაში ასევე ნათქვამია, რომ მენსონი ნაციზმით იყო შეპყრობილი. მას სახლში ჰქონდა კასტერი ციკლონ B აგენტთან, რომელსაც ნაცისტები იყენებდნენ ებრაელების გაზის კამერებში განადგურების მიზნით.image
“მინახავს როგორ აჩვენებდა ებრაელ ნაცნობებეს შესაფასებლად"- ყვება ინსაიდერი.

ესმე ბიანკო იმასაც ამბობდა, რომ მენსონი მას სწორედ იმ მათრახით სცემდა, როგორსაც ნაცისტები იყენებდნენ.image

მენსონის ყოფილი კოლეგები აცხადებენ რომ ის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა თავისი ჯგუფისა და გუნდის წევრებს. ასევე ავალდებულებდა ერთმანეთისთვის ეთვალთვალათ და ინფორმაცია მისთვის ჩაებარებინათ.

1996 წელს მან მიკროფონის სადგამი ესროლა თავის დრამერს კენეტ უილსონს, რის გამოც იგი საავადმყოფოში მოხვდა.

მენსონის ყოფილმა შეყვარებულებმა ახსენეს ისიც, რომ მას ჰქონდა "ცუდი გოგოების ოთახი", რომელსაც იყენებდა ფსიქოლოგიური წამებისთვის. ყოფილმა შეყვარებულმა და მომღერალმა მორგან სმიტლაინმა თქვა, რომ მუსიკოსმა არაერთხელ აიძულა რამდენიმე საათით დარჩენა ამ ოთახში, რომელიც გასახდელის ზომის იყო.

თითქმის ყველა ქალმა, ვინც მერილინ მენსონის შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა, თქვა, რომ მომღერალთან მათი რომანი პოზიტიურად იწყებოდა მუდამ კომპლიმენტებს ეუბნებოდა, შემდეგ კი ყოველივე ეს მანიპულაციაში გადადიოდა. ბიანკოს თქმით მათ ურთიერტობაში მუდამ იყო ნარკოტიკები, კონტროლი და ძალადობა.

თავის სარჩელში, მორგან სმიტლაინი ამტკიცებს, რომ მენსონმა გუდავდა, კბენდა, ინიციალებს ბარძაყზე უტვიფრავდა და რამდენჯერმე გააუპატიურა კიდეც.


image
კიდევ ერთმა ქალმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა, თქვა, რომ მენსონმა ის მიწაზე დააგდო და გააუპატიურა, შემდეგ კი მას დააბრალა, რომ აიძულა ამის გაკეთება. თავდასხმის შემდეგ, ქალის თქმით, მენსონი მას მოკვლით დაემუქრა და ტრაბახობდა, ყველაფერი შერჩებოდა, რადგან ის არავინ იყო, ის კი ვარსკვლავი, პოლიციელებთან კავშირებით.

გასულ ოქტომბერს, რამდენიმე ქალი, მათ შორის მორგან სმიტლაინი, ესმე ბიანკო და ევან რეიჩელ ვუდი, შეხვდნენ ერთმანეთს ლოს-ანჯელესში. მათ ერთი რამ ჰქონდათ საერთო: თითოეულმა აღიარა რომ მომღერალი მათზე ძალადობდა. დაახლოებით სამი თვის შემდეგ მსახიობმა ევან რეიჩელ ვუდმა მენსონი სისტემატიურ ძალადობაში დაადანაშაულა.

image

თავად მერილინ მენსონი უარყოფს მის მიმართ ყველა ბრალდებას და ამტკიცებს, რომ მისი ყოფილი პარტნიორები „ცინიკურად და ურცხვად ცდილობენ #MeToo მოძრაობის მონეტიზაციას და გამოყენებას“. მისი თქმით, მის ურთიერთობაში ყველაფერი ურთიერთშეთანხმებით ხდებოდა.

მომღერლის წინააღმდეგ მრავალი ბრალდების მიუხედავად, მისმა ყოფილმა მეუღლემ დიტა ფონ ტიზმა დაიცვა ის და აღნიშნა, რომ მათი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში მას არ ჰქონია ასეთი გამოცდილება და ისინი მენსონის ღალატისა და ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულების გამო დაშორდნენ.


image
ახლა მერილინ მენსონი დაქორწინებულია ლინდსი იუსიჩზე, რომელსაც ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ქმრის მიმართ ბრალდებებზე.

image


0
557
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
557
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0