x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"კარგი ამბებიც ხდება" - ნანუკა ჟორჟოლიანი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

image


ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და იმის შესახებ წერს თუ როგორ დაამარცხა პატარა ლაზარე ყოლბაიამ საზოგადოების დახმარებით მძიმე სენი.


"კარგი ამბებიც ხდება. თქვენს მიერ გადარჩენილი ლაზარეა ეს", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.


image


შეგახსენებთ, რომ იანვარში, სიმსივნურმა წანაზარდმა პატარა ლაზარეს ხელ-ფეხის პარალიზება გამოიწვია… სრულიად ჯანმრთელი ბავშვი მოულოდნელად უმძიმესი დიაგნოზის წინაშე აღმოჩნდა… ლაზარეს გაუკეთდა ოპერაცია, რის შემდეგაც დაუდგინდა იუნგის სარკომა ანუ ძვლის სისმივნე. პატარას თურქეთის კლინიკაში გადაყვანა და ძვირადღირებული მკურნალობა დასჭირდა, რაც საზოგადოების მხარდაჭერისა და თანადგომის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. პატარა ლაზარე ყოლბაიმ ეს მძინე სენი საბოლოოდ დაამარცხა და დღეს ის უკვე სრულიად ჯანმრთელია.





0
841
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
841