x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"ჩემი შვილის გამო, სააკაშვილის მამას მივაკითხე და მომკლეს ცემაში" - მანანა არჩვაძე

image

რისგან უნდა გადაარჩინონ? პაშტეტების მიღებისგან, 7 კილო თაფლისგან, ნატურალური წვენებისგან თუ რა? – ასე გამოეხმაურა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მეუღლე მანანა არჩვაძე, მიხეილ სააკაშვილის მამის მიერ, იუსტიციის მინისტრის მამის მისამართით გაგზავნილ წერილს, რომელშიც ნიკოლოზ სააკაშვილი, შვილის გადარჩენაზე საუბრობს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მეუღლემ, მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ გადაცემა "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში" ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი დაკავების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

მანანა არჩავძე- გამსახურდიამ გადაცემაში ნიკოლოზ სააკაშვილის იმ თხოვნასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელიც მან იუსტიციის მინისტრის მამას, ლაშა ბრეგაძეს გაუგზავნა და განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია თუ რისგან ითხოვს ნიკოლოზ სააკაშვილი შვილის გადარჩენას. ამასთან, პირველი პრეზიდენტის მეუღლემ გადაცემაში გიული ალასანიასაც მიმართა და აღნიშნა, რომ როდესაც მისმა შვილმა პრეზიდენტობის პერიოდში არაერთი ოჯახი გააუბედურა მაშინ, რატომ არ კითხულობდა იმას, რომ ოდესღაც მისი შვილს ამაზე პასუხისგება მოუწევდა.

"მაინტერესებს, შეკითხვა რომელიც იუსტიციის მინისტრის მამას, ლაშა ბრეგაძეს გაეგზავნა, ნუ შეკითხვა არა უფრო თხოვნა იყო მიხეილ სააკაშვილის მამის, ნიკოლოზ სააკაშვილისგან, რომელიც როგორც მედიკოსს და ექიმს სთხოვს, რომ მისი შვილი გადაარჩინონ. მაინტერესებს რისგან უნდა გადაარჩინონ არაჟანის მიღებისგან, პაშტეტებისგან, 7 კილო თაფლისგან და ნატურალური წვენებისგან?! - დიახ, მაინტერესებს ძალიან, რისგან ითხოვს შვილის გადარჩენას.

თუ თანამედროვე შიმშილობის ასეთი ფორმა არსებობდა მე წარმოდგენაც არ მქონდა, მაგრამ თუ სააკაშვილის მამისთვის მიუღებელია მისი შვილის პატიმრობა, მე როდესაც ბარნეოლოგიურ კურორტზე მივაკითხე, გარეთ ვიდექი, მასთან ვინ შემიშვებდა. იქ იმ წუთში გაჩნდა გლდანის საპატრულო პოლიცია და მომკლეს ცემაში. აი, ასე გამიმასპინძლდა სააკაშვილის მამა და რას მოითხოვს ახლა ეგ კაცი, რომ მე გავჩუმდები ამაზე?! - რა თქმა უნდა, არასოდეს არ გავჩუმდები და მე ვამხელ მათ ყოველთვის, არ დავიხევ უკან.

მისი [სააკაშვილის] დედა, რომელიც გეგონება, რაღაც იქ, თითქოს ზეიმზე მიდის, მის გარეგნობას, ჩაცმულობას და მის სახეს არაფერი ეტყობა, რომ შეწუხებული იყოს და იძახის მიკლავენ შვილს. შენმა შვილმა რამდენის დედა გაამწარა და გააუბედურა? რამდენი ოჯახი გააუბედურა და მაშინ რატომ არ კითხულობდი, რომ შენ შვილს მაინც მოუწევდა ეს განაჩენი. რა, არ იცოდი ეს თუ გეგონა, რომ მუდმივი პრეზიდენტი იქნებოდა, " - განაცხადა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ.

მისი თქმით, შვილის საკითხზე, მიხეილ სააკაშვილის მამას მიაკითხა ბალნეოლოგიოურ კურორტზე, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, თუმცა შეხვედრის ნაცვლად, პოლიცია გამოიძახეს და მისივე თქმით, სცემეს.

“თანამედროვე შიმშილობის ასეთი ფორმა თუ არსებობდა, წარმოდგენა არ მქონდა. თუ სააკაშვილის მამისთვის მიუღებელია მისი შვილის პატიმრობა, მე, როდესაც მას ბალნეოლოგიურ კურორტზე მივაკითხე და იმ წუთში გაჩნდა საპატრულო პოლიცია, მომკლეს ცემაში, აი, ასე გამიმასპინძლდა სააკაშვილის მამა და რას მოითხოვს ეს კაცი, რომ მე ამაზე გავჩუმდები? არასდროს არ გავჩუმდები და ყოველთვის ვამხელ, არ დავიხევ უკან არავითარ შემთხვევაში”- განაცხადა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ “აჭარის ტელევიზიის” გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” ჩართვისას.

0
716
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
716
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0