x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"ზუსტად ვიცი, რომ გამიჭირდეს, ვის უნდა მივადგე" - რას წერს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს, რომ უცებ რამე რომ გაუჭირდეს ზუსტად იცის ვის უნდა მიადგეს და ვისი იმედი უნდა ჰქონდეს. ტელეწამყვანის თქმით, ეს რაღა თქმა უნდა, სახალხო დამცველი ნინო ლამჯარიაა.


"ერთადერთი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, რომელიც მეიმედება და ზუსტად ვიცი, რომ გამიჭირდეს, ვის უნდა მივადგე ჩემი უფლებების დასაცავად! Nino Lomjaria მადლობა, რომ ხარ და ასეთი რომ ხარ! მაგარი და თავისუფალი. მადლობა შენს გუნდს, რომელთან ერთადაც აკეთებ ძალიან დიდ საქმეს!" - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დასკვნა გამოაქვეყნა. ექიმების განცხადებით, მე-18 პენიტენციური სამკურნალო დაწესებულება კარგად არის აღჭურვილი თუმცა არ არის იმისთვის მზად რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს მკურნალობა გაეწიოს.



კონსილიუმის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილი ამ ეტაპზე არ საჭიროებს რეანიმაციულ ღონისძიებებს თუმცა მდგომარეობა მალე შეიძლება კრიტიკული გახდეს, ამიტომ სპეციალისტები სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაციით გამოდიან.



მოგვიანებით, ინგა გრიგოლიამ მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, იმის შესახებ თუ როგორ შეესივნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები კონსილიუმის ექიმების ფეისბუქგვერდებს და მათ ბრალი სუბიექტურ დამოკიდებულებაში დასდეს.


"ხომ გითხარით, ახლა ამ ექიმების ფბს შეესევიანთქო????. “ ქართული ოცნება“ ექიმების ფბ გვერდების ჩაანალიზება- შესწავლით რომ დაკავდა, დილითვე დაადასტურა დეპუტატმა ბექა დავითულიანმა—-“ წამაკითხეს მათი( ექიმების) სტატუსები, მივხვდი, რომ მათ (ექიმებს) შეიძლება სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდეთ“ ამბობს დავითულიანი ????. საღამომდე იტყვიან, რომ ეს ექიმები ბავშვებს ჭამენ????. P.s- რა დაგიშავეთ?რა დღეში ჩაგვყარე, ღმერთო?!.????" - ვკითხულობთ პოსტში.





0
320
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
320