x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„დედაჩემის შეწყალებას რომ ვითხოვდი, მთელი “რუსთავი 2” რატომ გადექით განზე, მაშინ არ გაწუხებდათ ერის მდგომარეობა?“ - ბეგი ლოგუა

image

რადიო არ დაიდარდოს პოპულარული ხმა, დიჯეი ბეგი, იგივე რადიო “ჩვენებური”-ს დამფუძნებელი ბეგი ლოგუა, მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს სოციალურ ქსელში. ის და მისი ოჯახიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მიერ დაზარალებულთა რიგებშია.

“ყოფილი პრეზიდენტის თრევა არც მე მესიამოვნა, თუმცა ეს მისი გათვლა და მიზანი იყო, როცა უძაბავდა ბადრაგს. პატიმარს არასდროს ჰქონია არჩევანი რომელ დაწესებულებაში უნდა გადავიდეს.

ასევე, შიმშილობა: რომ გაიძახით კლავთო, შეწყვიტოს შიმშილობა და არ გადარჩება? მისი არჩევანია და ეს მისი იარაღია, ისევე, როგორც ჩემი არჩევანი და ერთადერთი იარაღი იყო შიმშილობა პარლამენტის წინ.

სწორედ მის გამო აღმოვჩნდი ციხეში, დიახ! შიმშილობის გამო, დიახ, მიშას ვთხოვდი ყურადღება მოექცია ჩემი გასაჭირისთვის და გადაერჩინა დედაჩემის სიცოცხლე. დახმარების და ყურადღების ნაცვლად – დამიჭირეს და პირობითიც მომარჭეს.

გაგიკვირდათ?! არადა, არასდროს ვყოფილვარ ნასამართლევი, პატიოსანი კაცი ვარ. ჰო და, ეს, ე.წ. “ფეისები” თუ “ვოისები” რომ დასხედით და ადამიანობას გვასწავლით მთელ ერს, დიდის ამბით… გირგვლიანის დედა რომ “ხაოდა”, მაშინ, რატომ არ ამოიღეთ ხმა?!

დედაჩემის შეწყალებას რომ ვითხოვდი, მთელი აწ უკვე ყოფილი “რუსთავი 2”-ელები რატომ გადექით განზე და არ მოაწერეთ ხელი პეტიციას?! (ვასილ-ივანოვის გამოკლებით)

ბიჭებს რომ აწამებდნენ და მათი ღრიალი ისმოდა ციხეებიდან, რატომ მღეროდით, პარალელურად კონცერტებზე?!

მაშინ არ გაწუხებდათ სახელმწიფოსა და ერის მდგომარეობა? რადიოში, ყოველი მეორე sms-ი ციხიდან რომ მოდიოდა, ეს ხალხი არ იყვნენ საზოგადოების ნაწილი?!

კარგი ყოფილა თავისუფლება, არავინ რომ არ დაგიჭერს და არ გაგთხრის (ბოდიში მომითხოვია) საკუთარი პოზიციის გამო?! ჰოდა შეირგეთ თქვე დალოცვილებო, ეს თავისუფლება, ნუ გვასწავლით პატრიოტიზმს და თავისუფლების ფასს!”- წერს ბეგი ლოგუა.

სააკაშვილის ჩამოსვლამდე ბეგი ლოგუა ექსპრეზიდენტს ხშირად აკრიტიკებდა. რადიო „ჩვენებურების“ დამფუძნებელი, ცნობილი და ერთერთი პოპულარული რადიოწამყვანი ბეგი ლოგუა მიხეილ სააკაშვილის საჯარო ბოდიშს ეხმაურება. ის სააკაშვილს მის ძალადობრივ მმართველობას ახსენებს და მიანიშნებს, რომ ბოდიში ვერ უმკურნალებს იმ მძიმე შედეგებს, რაც მისმა რეჟიმმა ქართველ ერს მიაყენა.

„ე.წ. მესამე (ექს) პრეზიდენტის ვიდეო-მიმართვა ვიხილე და... ბოდიშიო...

ხანდაზმული დედაჩემის და ჩემი 6 წლიანი უსამართლო დევნა, თვალთვალი, ზეწოლა, ცრუ დასმენა, პარლამენტის წინ შიმშილობა, ციხეში გამოკეტვა, დაშინებული მოწმეები, სამსახურიდან გაგდება და... ბოდიშიო...
"ბოდიშით" როგორ უნდა ვუმკურნალოთ ამ 6 წლის მიერ დატოვებულ ფიზიკურ და სულიერ ჭრილობებს?! დაცინვა უფრო მგონია, ეს საარჩევნო "ბოდიში"...“ - წერს ბეგი ლოგუა.


ცნობილია, რომ რადიო „არ დაიდარდოში“ მუშაობის პარალელურად ბეგი ლოგუას დედას "ნაციონალური მოძრაობის" დროს დევნიდნენ და ის დაკავებულიც იყო. ამის გამო რადიოწამყვანი არაერთ საპროტესტო აქციას მართავდა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ სახელმწიფო მანქანა უსაფუძვლოდ ებრძოდა.

0
260
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0