x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
რას იყენებდნენ ქალები ძველად მენსტრუაციის დროს საფენების გამოგონებამდე?

ძველად ადამიანებს სჯეროდათ, რომ მენსტრუაციის სისხლს ძაღლების გაგიჟება შეეძლო. ასე რომ, ყველა საუბარი მენსტრუაციაზე და მასთან გამკლავებაზე ტაბუდადებული იყო. და სანამ თანამედროვე საფენები (და არამარტო) შეიქმნებოდა, ქალები იყენებდნენ სხვადასხვა მასალას, დაწყებული პაპირუსიდან დამთავრებული “ჰიგიენურ შორტებამდე" :


პაპირუსი, ხის და ზღვის ღრუბლები.

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდებოდნენ ქალები ძველად “ქალურ პრობლემებს", ისტორიკოსები თვლიან, რომ ისინი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლით ადრე - V საუკუნეში, მენსტრუაციისთვის იყენებდნენ სხვადასხვა ბუნებრივ მასალას. მაგალითად, ეგვიპტელი ქალები იყენებდნენ პაპირუსს, ქაღალდს, რომელზეც მაშინ წერდნენ. მას კარგად ასველებდნენ წინასწარ, რათა დარბილებულიყო. ბერძენი ქალები, ტამპონად იყენებდნენ რბილ ნაჭრებში შეფუთულ ტოტებს. ამ გზით ბევრი იყენებდა ასევე ზღვის ღრუბლებსაც.image

ნაჭრები

ქალები იყენებდნენ ფლანელის ან ნაქსოვ ქსოვილს.image

ერთჯერადი ხელსახოცები

1897 წელს Johnson & Johnson-მა შეიმუშავა სანიტარული ხელსახოცების პირველი ვერსია - ერთჯერადი ხელსახოცები სახელწოდებით Lister's. პირსახოცები გახდა პირველი კომერციული პროდუქტი მენსტრუაციისთვის. თუმცა, მენსტრუაცია კვლავ ტაბუდადებულად ითვლებოდა და ქალები ერიდებოდნენ მაღაზიებში შესვლას მათ ღიად შესაძენად, ამიტომ პროდუქტი საბოლოოდ ბაზარზე წარუმატებელი აღმოჩნდა.image

სანიტარული წინსაფარი

სანიტარული წინსაფარი იყო რეზინის წინსაფარი, რომელსაც ზოლები ჰქონდა ფეხებს შორის, ძირითადად, წინსაფარი შეიქმნა იმისათვის, რომ ავეჯი ლაქებისგან ყოფილიყო დაცული. image

მენსტრუალური ქამრები

მენსტრუალური ქამრები 1900-იან წლებში გახდა სანიტარული ხელსახოცების ადრეული ვერსია და პოპულარული მეთოდიც იყო მენსტრუაციის მართვისთვის. ეს იყო აბრეშუმის ელასტიური ქამარი, რომელზეც ქალები ბამბის ბალიშებს ამაგრებდნენ. ქამრები გარკვეულწილად საფენებად რჩებოდა და პოპულარული იყო მანამ, სანამ არ შეიქმნა პირველი საფენი წებოვანი ლენტით.image

სანიტარული შორტები

სანიტარული შორტები ფაქტობრივად იყო ვინტაჟური შარვალი 1920-იანი წლებიდან. რეზინის შარვალი დამზადებული იყო იმავე მასალისგან, როგორც ბავშვის საფენები.image

მენსტრუალური ჭიქა

მიუხედავად იმისა, რომ მენსტრუალური ჭიქა ახლა პოპულარობას იძენს, პირველი ის დიდი ხნის წინ გამოიგონეს (1930 წ.) და მზადდებოდა ალუმინის ან მყარი რეზინისგან. 1956 წელს ლეონა ჩალმერსმა განაახლა პროდუქტი უფრო რბილი მასალების გამოყენებით. ჭიქა სისხლის შესაგროვებლად იყო განკუთვნილი, მაგრამ იმ დროისთვის ბაზარზე წარმატებული ვერ გახდა.image







0
301
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0