x
მეტი
  • 03.12.2021
  • სტატია:115347
  • ვიდეო:352802
  • სურათი:489319
7 ხრიკი მათთვის, ვისაც ქუსლიანი ფეხსაცმელი უყვარს
ფეხსაცმელი - ერთერთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი "ატრიბუტია" ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან, ამიტომ არ ღირს ეკონომიის გაწევა მისი შეძენის დროს, კარგი იქნება თუ გადაიხდით მეტს და ჩაიცვამთ ხარისხიან ფეხსაცმელს, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში მოგემსახურებათ კომფორტულად და უღალატოდ და სჯობს გეცვათ 2-3 წელი, ვიდრე ყოველ სეზონზე შეიძინოთ ახალი - უხარისხო.



image



ალბათ ბევრი თქვენგანის თვისებაა, ადამიანს პირველად ფეხსაცმელზე შეხედოს. ბევრი გამოთქმის თანახმად, თუ ადამიანი უვლის ფეხებს და ფეხსაცმელს, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ის მოწესრიგებული პიროვნებაა. მართალია, ბევრს არ აქვს იმის სახსრები, რომ სოლიდური თანხები გადაიხადოს გარკვეულ ფეხსაცმელში, თუმცა ნამდვილად არსებობს დრეს-კოდი, თუ როგორი სტილის ფეხსაცმელი უნდა ჩავიცვათ ჩვენი ფეხისა და თითების ფორმებიდან გამომდინარე. თუმცა, დღეს მხოლოდ და მხოლოდ იმ რჩევებს გაგიზიარებთ, რომლებიც ქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარულებს გამოგადგებათ.





7 ხრიკი მათთვის, ვისაც ქუსლიანი ფეხსაცმელი უყვარს




1. გელის საყრდენები. მაღალი ქუსლების მოყვარულებისთვის ეს სასწაული ნამდვილი აღმოჩენაა. წონას ანაწილებს ფეხის მთელ ზედაპირზე და ხსნის დაღლილობას. image






2. დეოდორანტის გამოყენება. თუ დეოდორანტს აეროზოლით მიასხურებთ ფეხსაცმელს, ეს ხელს შეუშლის ოფლის წარმოქმნას და იმ შემთხვევისთვის, თუ დიდხანს მოგიწევთ ფეხზე დგომა ან ფეხსაცმლის ტარება, ფეხი შიგნით აღარ ისრიალებს.image





3. ზუმფარას ქაღალდი. სრიალა ზედაპირზე რომ არ მოგისრიალდეთ ფეხი, შეგიძლიათ ფეხაცმელს ძირიდან ამოაკრათ ზუმფარას ქაღალდი (ქვიშის ქაღალდი, იგივე შკურკა). image





4. შეცვალეთ სიარულის მანევრი. ქუსლებზე სიარული არ არის მარტივი, მაგრამ ვისაც გიჭირთ, უფრო რომ გაიმარტივოთ, ეცადეთ, რომ არა ფეხის გულები ან თითის წვერები დადაგთ პირველი და შემდეგ ქუსლები, პირიქით, ეცადეთ ჯერ ქუსლები დადგათ და შემდეგ ფეხის გულები ან თითის წვერები. image





5. საყინულე. თუ ფეხსაცმელი მაზოლებს გიჩენთ და დაიღალეთ ამ მოუგვარებელი პრობლემით და ტკივილით, მაშინ ეს ხრიკი აუცილებლად გამოგადგებათ. წინა ღამით ფეხსაცმელში წყლიანი ცელოფნები ჩადეთ და შედეთ საყინულეში. შესაბამისად, ფეხსაცმელი მოცულობაში ოდნავ გაიწევს და მაზოლებსაც ვეღარ გაგიჩენთ.image





6. ტუჩის ბალზამი. ტუჩის ბალზამი ასევე დაგეხმარებათ მაზოლების წინააღმდეგ ბრძოლაში. თუ ფეხსაცმლის ქუსლის არეს ტუჩის ბალზამით გაპოხავთ, ის კანზე ისრიალებს და აღარ გაგიღიზიანებთ. image





7. მაშინვე არ გაიხადოთ ფეხსაცმელი. შეიძლება აბსურდულად ჟღერდეს, მაგრამ სახლში მისვლისთანავე ნუ გაიხდით ქუსლიან ფეხსაცმელს და ოთახის ე.წ "ჩუსტზე" ნუ გადახვალთ მაშინვე. ასე ფეხი ადაპტირებას ვერ ასწრებს ბრტყელი ზედაპირისთვის, ამიტომ უმჯობესია ჯერ შედარებით დაბალ ქუსლიანი ფეხსაცმელი მოირგოთ და ცოტახანში კი გაიხადოთ. image




იხილეთ აგრეთვე:



როგორ შევარჩიოთ ფეხსაცმელი ფეხის ფორმის მიხედვით? სასარგებლო რჩევებიimage







როგორ მოვაშოროთ სუნი ფეხსაცმელს? ეს და სხვა ხრიკები


image











შეიხვიეთ ფეხები "ფოლგით" და რაც 1 საათში მოხდება, ნამდვილად გაგაოცებთimage


0
155
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0