x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
როგორ შევხვდეთ ვეფხვის წელს?

მართალია ჯერ ნოემბერია, თანაც მხოლოდ ჩვიდმეტი ნოემბერი, მაგრამ ადამიანები უკვე ემზადებიან საახალწლოდ...

მოდის ვეფხვის, წყლის ვეფხვის წელი...


image

ყველას აქვს თავისებური ტრადიციები, რიტუალები თუ როგორ უნდა შეეგებონ ახალ წელს, მაგრამ ვფიქრობ ბევრისთვის იქნება საინტერესო იმ დეტალების გათვალისწინება, რასაც ფენ შუი გვასწავლის ახალი წლის დახვედრისთვის. მისი მითითებების გათვალისწინება დაგვეხმარება გვქონდეს ნაყოფიერი და ბარაქიანი 2022 წელი.

ნოემბერში ახალი წლის სამზადისი იმიტომ იწყება, რომ მოვიზიდოთ იღბალი, წარმატება, ფინანსები, სიყვარული...

ჩვენ გვჭირდება გააქტიურება არა ახალი წლის კონკრეტული დღიდან, არამედ წინა პერიოდი, რომ ეს ენერგიები გავააქტიუროთ.

ამ პროცესს ფენ შუის ენაზე შეეფრება სიტყვა - აქტივაცია.

რა არის საჭირო რომ მოვიზიდოთ იღბალი?

ჩვენ ვააქტიურებთ ჩვენს სახლში სხვადასხვა ზონას ჩრდილოეთს, აღმოსავლეთს, დასავლეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთს, იმისთვის რომ მოვიზიდოთ კონკრეტული იღბალი...

ფენ შუი გვთავაზობს შემდეგი რეკომენდაციის გათვალისწინებას:

  • თუ გსურთ კარიერული წინსვლა, თეფში თქვენი სახლის ჩრდილოეთ მხარეს დადეთ
  • თუ გსურთ პოპულარობა, წარმატება ძალაუფლება დიდება - თეფში სამხრეთ სექტორში დადეთ
  • თუ გსურთ ოჯახური კეთილდღეობა, მაშინ თეფში დადეთ აღმოსავლეთით
  • თუ გსურთ შეგეძინოთ პატარა, 2022 წელს დადგით თეფში თქვენი სახლის დასავლეთ კუთხეში დადეთ
  • თუ გსურთ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრმა ჩააბაროს რაიმე გამოცდა თეფში ჩრდილო-აღმოსავლეთით დადეთ
  • თუ გსურთ მოგზაურობა და გინდათ მოიზიდოთ ადამიანები, ვინც ხელს შეუწყობს თქვენი შესაძლებლობების და სურვილების რეალიზებას, თეფში ჩრდილო-დასავლეთ მხარეს დადეთ
  • თუ გსურთ სიყვარული, ოჯახური ურთიერტობები, გინდათ მოიზიდოთ რომანტიკული ურთიერთობები და გქონდეთ თავგადასავლები, მაშინ თეფში სამხრეთ-დასავლეთით დადეთ


შემდეგი მითითება ეხება, თუ რა უნდა განვათავსოთ ამ თეფშზე და როგორ, რომ მოხდეს აქტივაცია...

თეფშის ჩრდილოეთ მხარეს ვდებთ დარიჩინის ჯოხებს, რაც ხის სტიქია და ხე შობს ცეცხლს, მის გვერდით უნდა დავდგათ ცეცხლი (სანთელი), ცეცხლი რომ იწვება შობს მიწას... მის გვერდით უნდა დავდოთ მიწის სიმბოლო, ამ სემთხვევაში შეგილძლიათ გამოიყენოთ კერამიკის ნებისმიერი ნივთი, მაგალითად კოვზი. ვდებთ სანთლის გვერდით და სიმბოლიზირებს მიწას. მიწა შობს ლითონს, ჩვენ გვინდა ფული, ამიტომ უნდა დავდოთ ფენ შუის სამი მონეტა, ჩინური მონეტები. ლითონი შობს წყალს და ამიტომ მონეტების გვერდით უნდა იყოს წყლის ჭიქა...

ამ ყველაფრის გაკეთებისას საჭიროა, რა თქმა უნდა განწყობა და რწმენა, სურვილების ჩაფიქრება, რადგან თუ არ გვჯერა შესაბამისად რთულია მოვიდეს ის ენერგეტიკა რაც საჭიროა.

თუ გსურთ, გაქვთ განწყობა და აქტივაციის სურვილი ფენ შუის სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ საჭიროა მხოლოდ 19 ან 21 ნოემბერს ამ აქტივაციის დაწყება, სხვა დღეებში არ აქვს აზრი და ძალა, გამოთვლილია ფენ შუის კალენდრის მიხედვით.

19 ნომებერს დავდგამთ და ავანთებთ სანთელს და ვასხამსთ წყალს ჭიქაში, სანთელი უნდა დავანთოთ 2 საათის განმავლობაში, მესამე დღეს იგივე, წყალს ვღვრით და ვასხამთ ახალს და ვანთებთ სანთელს 2 საათის განმავლობაში.

ეს უნდა მოხდეს ყოველ მესამე დღეს...

თუ ჩაგივარდათ, რომელიმე მესამე დღე ჩათვალეთ ძალა აღარ აქვს აქტივაციას და კონსულტაცია უნდა გაიაროთ ფენ შუის სპეციალისტთან, რომ მიიღოთ ახალი და სწორი რეკომენდაციები.


0
55
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0