x
მეტი
  • 24.01.2022
  • სტატია:116413
  • ვიდეო:353125
  • სურათი:490253
რას საქმიანობს კობა დავითაშვილის ვაჟი, რომლის შეფასებაც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სწრაფად გავრცელდა

image

ორი დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და კობა და­ვი­თაშ­ვი­ლის შვი­ლის, თორნიკე დავითაშვილის მიმართვა. წე­რი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­ტიმ­რო­ბას შე­ე­ხე­ბო­და და ახალ­გაზ­რდა წერ­და, რომ შუ­რის­ძი­ე­ბას კარ­გი არა­ვის­თვის მო­უ­ტა­ნია. თორ­ნი­კე უკვე ხუთი წე­ლია გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს. Ambebi.ge-სთან იხ­სე­ნებს მა­მას­თან ბოლო შეხ­ვედ­რას და ამ­ბობს, რომ იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც მის­მა ოჯახ­მა გა­და­ი­ტა­ნა, დედა მის­თვის გმი­რია.

თორნიკე უკვე მე­ხუ­თე წე­ლია, რაც DAAD-ს სტი­პენ­დი­ით იმ­ყო­ფე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში, ქა­ლაქ ჰა­ი­დელ­ბერ­გში და სწავ­ლობს სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტეტ­ზე. პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ობს მეც­ნი­ერ-ასის­ტენ­ტად რო­ბო­ტი­კი­სა და მი­ნი­მა­ლუ­რი ინ­ვა­ზი­უ­რი ქი­რურ­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.

თორნიკე კობა დავითაშვილის ვაჟებიდან მე­ო­რეა. ხუთი ძმი­დან სამი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია. უფ­რო­სი მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზეა გე­ოგ­რა­ფი­ის გან­ხრით, შუ­ა­თა­ნა - ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­ას სწავ­ლობს, მე­ო­თხე კი - ტუ­რიზმს. ძმებ­ში ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ჯერ კი­დევ სკო­ლა­ში და­დის.

წინა წელს ზუს­ტად პან­დე­მი­ის ერთ-ერთი მწვა­ვე ტალ­ღის დროს გარ­და­იცვალა კობა დავითაშვილი. თორნიკე ვერც პა­ნაშ­ვი­დებს და ვერც დაკ­რძალ­ვას ვერ და­ეს­წრო. ძა­ლი­ან მძი­მედ იმოქ­მე­და ამან, მაგრამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თორნიკეთსვის საქ­მე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და უწევს საქართველოდან შორს ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. რაც მთა­ვა­რია, გერ­მა­ნი­ა­ში ახლა მო­სახ­ლე­ო­ბის 70% უკვე აც­რი­ლია, რის გა­მოც ძა­ლი­ან ბევ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბით სარგებლობენ.

მო­მა­ვა­ლი 5-10 წელი ჯერ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და მომავალში ფიქრობს, რომ თუ დავსჭირ­დე­ბა ქვე­ყა­ნას, სა­კუ­თარ თავს მხო­ლოდ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტზე ხე­დავს.

შორს ყოფნის მიუხედავად, ყოველთვის ინტერესდება საქართველოს ამბებით. მისი მთე­ლი ოჯა­ხი, ნა­თე­სა­ო­ბა, მე­გობ­რე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც პა­ტივს სცემს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რო­ბენ და გული სტკი­ვა, როცა ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ას ხედავს. მო­მა­ვალს რაც შე­ე­ხე­ბა, მუდ­მი­ვად ოპ­ტი­მის­ტია და ფიქრობს ნელ-ნელა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა!

0
364
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
364
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0