x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
როდის მოუახლოვდება დედამიწას პოტენციურად საშიში ასტეროიდი?

image
20 ნოემბერს, პოტენციურად საშიში ასტეროიდი დედამიწას მოუახლოვდება. ამის შესახებ NASA-ს პორტალზე დედამიწასთან ახლოს მდებარე ობიექტების კვლევის ცენტრი იტყობინება.

კოსმოსური ობიექტი, სახელად 2016 JG12, ჩვენი პლანეტიდან 5, 5 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაივლის. ციური სხეულის სიჩქარე იქნება 7, 48 კმ/წმ, ზომა 83-დან 190 მ-მდე.პირველად ობიექტი 2016 JG12 კოსმოსში 2016 წლის 3 მაისს აღმოაჩინეს.

მანამდე კირილ მასლენნიკოვმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პულკოვოს ასტრონომიული ობსერვატორიის თანამშრომელმა, კომენტარი გააკეთა 2021 UL17 ასტეროიდის დედამიწასთან მიახლოების შესახებ. მისი თქმით, ობიექტი საშიშად ითვლება, თუ ის დედამიწის ორბიტას 7, 5 მილიონ კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე მოუახლოვდება, ხოლო, სხეულის დიამეტრი 100 მეტრზე მეტი იქნება.

0
257
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0