x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ანტიდეპრესანტები ამცირებენ COVID-ით სიკვდილის რისკს

image

დადგინდა, რომ ანტიდეპრესანტებს აქვთ თვისება, რომელსაც შეუძლია სიკვდილის რისკი თითქმის მესამედით შეამცირონ კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებში, იტყობინება Daily Mail.

სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ერთწლიანი კვლევა, რომელშიც 85 000 მოხალისე მონაწილეობდა. მათში, ვინც იყენებდა ანტიდეპრესანტ "ფლუოქსეტინზე" დაფუძნებულ წამლებს, 28%-ით ნაკლები იყო კორონავირუსისგან სიკვდილის ალბათობა.

”ჩვენ ვერ ვიტყვით, იწვევს თუ არა წამლები ამ ეფექტს, მაგრამ სტატისტიკური ანალიზი აჩვენებს მნიშვნელოვან კავშირს”, - თქვა დაკვირვების წამყვანმა მკვლევარმა დოქტორ მარინა სიროტამ.

ამავე დროს, მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ეს მეთოდი არ არის შესაფერისი ყველა პაციენტისთვის. მკვლევარებმა ამ კვლევის მთავარ მიზნად დაასახელეს, რაც შეიძლება მეტი წამლის პოვნა, რომელიც დაეხმარებათ კორონავირუსთან ბრძოლაში.

როგორც Daily Mail-შია აღნიშნული, არსებობს სხვა სამეცნიერო კვლევები, რომლებიც აჩვენებენ COVID-ისგან ანტიდეპრესანტების გამოყენების წყალობით გამოჯანმრთელების ფაქტებს. საუბარია სეროტონინის სელექტიურ ინჰიბიტორებზე - შფოთვითი აშლილობისა და დეპრესიის სამკურნალო თანამედროვე პრეპარატებზე. ისინი ამაღლებენ განწყობა პაციენტებში და ეხმარებიან იმუნურ სისტემას სწრაფად გაუმკლავდეს დაავადებას.

„საერთოდ, პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ შფოთვითი აშლილობისა და დეპრესიის სამკურნალო თანამედროვე პრეპარატებს, რვა პროცენტით ნაკლები სიკვდილის რისკი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც არ იღებდა“, - ნათქვამია გამოცემაში.

0
38
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0