x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კიევში სააკაშვილთან დაახლოებულ კრიმინალურ ავტორიტეტს ესროლეს

image
კიევში, სასამართლოს შენობასთან, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული კრიმინალური ავტორიტეტი მანქანიდან ჩაცხრილეს. იუწყება გამოცემა OBOZREVATEL-ი ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით.

ახლა უკრაინის დედაქალაქში გამოცხადდა პოლიციის ოპერაცია სახელწოდებით "Sirena". მანქანა, რომლითაც დამნაშავე მოძრაობდა, კიევთან გააჩერეს. მანქანაში მხოლოდ ერთი მძღოლი იყო.

"გამოცხადებული ოპერაციის დროს გააჩერეს ავტომობილი, რომლითაც, შესაძლოა, თავდამსხმელი გადაადგილდებოდა ინციდენტში მძღოლის მონაწილეობა დგინდება."- განაცხადა წყარომ.

პოლიციამ მსხვერპლის ვინაობის დადგენა მოახერხა. აღმოჩნდა, რომ ეს არის 42 წლის ქართველი ირაკლი მალანია, ის ადრე ნასამართლევია ყაჩაღობისა და ბანდიტიზმისთვის. მალანია საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია გაუკეთეს. ის ახლა მძიმე მდგომარეობაშია.

0
534
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
534
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0