x
მეტი
  • 22.05.2022
  • სტატია:119379
  • ვიდეო:354128
  • სურათი:491878
ფოტოები, რომლებსაც აუცილებლად ორჯერ უნდა შეხედოთ
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.



image



ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.




ზოგჯერ გონება გვატყუებს და ფოტოებს, რომლებსაც ვუყურებთ, (მასზე აღბეჭდილ მოვლენებს) აღვიქვამთ არასწორად. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ბინძურ ან არასწორ ფიქრებს გვაიძულებდეს მოცემული ფოტო. დღევანდელი სტატიის კრებულიც სწორედ ასეთ კრებულს მოიცავს, ფოტოებს, რომლებსაც მეორედ აუცილებლად უნდა შეხედოთ, თუ გსურთ მიხვდეთ თუ რა ხდება კადრში.





მოდით, ცოტათი გავავარჯიშოთ ტვინი.



ფოტოები, რომლებსაც აუცილებლად ორჯერ უნდა შეხედოთ




imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


1
957
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
957
  
2021, 18 ნოემბერი, 12:26
კარგი იყო, მომეწონა...
0 1 1