x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მსოფლიოში მეორე შემთხვევა - პაციენტი შიდსისგან ბუნებრივად განიკურნა
image

მკვლევარებმა არგენტინიდან და შეერთებული შტატებიდან აღმოაჩინეს პაციენტი, რომლის ორგანიზმმა მოახერხა ბუნებრივად, ყოველგვარი სამედიცინო პროცედურების გარეშე ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსისგან (აივ) განკურნება.(ფოტოზე)

არგენტინელი ქალის შემთხვევა, რომელსაც ექსპერტებმა "ესპერანსას პაციენტი" შეარქვეს, მსოფლიოში მეორე ცნობილი ბუნებრივად განკურნებული პაციენტია. ჟურნალში Annals of Internal Medicine გამოქვეყნდა სტატია, რომელიც შიდსისგაბ ბუნებრივად თვითგანკურნების შემთხვევას ეძღვნება.

აივ-ი საკუთარ გენომის ასლებს ორგანიზმის უჯრედების დნმ-ში ათავსებს, ქმნის ეგრეთ წოდებულ ვირუსულ რეზერვუარებს, რომლებიც საშუალებას აძლევს მას „დაემალოს“ როგორც იმუნიტეტს, ასევე წამლებს და შექმნას თავის ახალი ასლები.

თუმცა, არიან ადამიანები - ეგრეთ წოდებული "ელიტის მაკონტროლებლები" - რომელთა ორგანიზმი ახერხებს აივ-ის ჩახშობას.

აივ ინფიცირებულთა შორის ასეთი პაციენტები ძალიან მცირეა - მხოლოდ 0, 1-2, 5 პროცენტი - და მეცნიერები მათ ყურადღებით აკვირდებიან იმ იმედით, რომ ამათ მაგალითზე გაარკვიონ, თუ როგორ ებრძოლონ ვირუსს.

2020 წელს რაგონის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა მოახერხა პაციენტის იდენტიფიცირება, რომელშიც მილიონობით უჯრედის სეკვერირების შემდეგ მათ ვერ აღმოაჩინეს აივ-ინფექციის ერთი თანმიმდევრობაც კი, რომელიც ახალი ვირუსის წარმოებისთვის გამოდგებოდა, რაც ამტკიცებს, რომ სან-ფრანცისკოელი პაციენტის იმუნიტეტმა როგორღაც გაანადგურა ვირუსული რეზერვუარი.

ამჟამად მეცნიერებმა ბუენოს-აირესის უნივერსიტეტის კოლეგებთან ერთად მოახერხეს იმავე ტიპის მეორე პაციენტის პოვნა - რომელიც რვა წელზე მეტია არ იღებდა ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს.

1, 19 მილიარდი სისხლის უჯრედისა და 500 მილიონი ქსოვილის უჯრედის თანმიმდევრობამ არ გამოავლინა მასში ხელუხლებელი აივ-ის ჩანართები. ექიმებმა გამოავლინეს მხოლოდ შვიდი დეფექტური პროვირუსი, რომელთა გამრავლებაც შეუძლებელია.

მკვლევარების აზრით, ორივე პაციენტს სავარაუდოდ ჰქონდა სპეციფიკური T-უჯრედების პასუხი, რამაც მათ საშუალება მისცა დაეღწიათ აივ-ინფექციისგან. თუ მეცნიერები შეძლებენ იმუნური მექანიზმების იდენტიფიცირებას, მაშინ შესაძლოა მათ შეიმუშაონ მეთოდი, რაც საშუალებას მისცემს მეცნიერებს სხვა აივ ინფიცირებულ ადამიანებიც განკურნონ.

ადრე აივ-ისგან სრულად გამოჯანმრთელება მხოლოდ სამედიცინო ჩარევის - ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდეგ იყო შესაძლებელი.


image

ასევე იხილეთ


რუსეთში დანერგეს მკერდის კიბოს მკურნალობის სრულიად ახალი მეთოდი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ამის შესახებ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარმა ონკოლოგმა ანდრეი კაპრინმა რადიოსადგურ Говорит Москва"-სთან ეთერში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს რადიოლოგიის ეროვნულ სამედიცინო კვლევით ცე...



ჩინეთში, სასიკვდილო სენით დაავადებული ბიჭის მამამ მოახერხა დამოუკიდებლად შეექმნა შვილისთვის წამალი. იტყობინება South China Morning Post. მენკესი-ეს არის იშვიათი სასიკვდილო დაავადება, რომელიც იწვევს ზრდის შეფერხებას, ნერვული სისტემის დარღვევებს და თმის დამახასიათებელ დახვევას, რის გამოც მენკესის დაავადებას ასევე უწოდებენ "...


ქალს უკვე ჰყავდა ერთი შვილი და მეორედ საერთოდ არ გეგმავდა, მაგრამ ბედისწერამ სხვაგვარად განსაზღვრა. სხვათასორის ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც " ღვთის ხელი" დედის ცხოვრებაში ერევა. პაულა დოს სანტოს ესკუდერო ალვარესი, რიო-დე-ჟანეიროდან, ბრაზილია, იყენებდა კონტრაცეფციის ძალიან ს...


ვორონეჟის ოლქში მცხოვრებს ანთების გამო პენისის ამპუტაცია გაუკეთეს . ადგილობრივი გაზეთის "Мое! Online"-ის ცნობით ინციდენტი სამ ქალთან სექსის შემდეგ მოხდა. 50 წლის მამაკაცმა, რომელიც ნოვოუსმანკის რაიონის სოფელ ბეიბაკოვოში ცხოვრობს, განაცხადა რომ სასიყვარულო ორგიის დროს ერთ-ერთმა ქალმა მას პენისზე უკბინა, შ...

0
368
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
368
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0