x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
"კოვიდმა მომიკლა 65 წლის მამა, ნახევარ საათში კი 61 წლის დედა... ვერ ავუხსენი, რომ აცრა იყო გადარჩენა" - მარიამ მეტრეველი

image

"ფე­ის­ბუ­ქის" მომ­ხმა­რე­ბე­ლი მა­რი­ამ მეტ­რე­ვე­ლი ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ მძი­მე ეპიდ­ვი­თა­რე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს:

"76 გარ­დაც­ვლი­ლი, 78 გარ­დაც­ვლი­ლი, 80 გარ­დაც­ვლი­ლი, რა­მეს გე­უბ­ნე­ბათ ეს რი­ცხვე­ბი?

64 დღის წინ, ჩემი ორი­ვე მშო­ბე­ლი, უძ­ვირ­ფა­სე­სი დედა და მამა ერ­თად მი­ვა­ბა­რე მი­წას, თან ჩემი გული და სული გა­ვა­ტა­ნე... ეს ორი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩემი მთე­ლი სამ­ყა­რო იყო, მა­შინ­დე­ლი სტა­ტის­ტი­კის ნა­წი­ლად მი­ით­ვა­ლა და უბ­რა­ლოდ და­ი­წე­რა რომ იმ დღეს 82 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა კო­ვიდ19-ით. რო­გორც წესი, ცხოვ­რე­ბა კვლავ ჩვე­ულ რიტ­მში გაგ­რძელ­და, მაგ­რამ ჩემ­თვის დრო გა­ჩერ­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­ყი­ნა და სი­ცო­ცხლე გა­უ­ფე­რულ­და...

მე ერთ დღეს დავ­კარ­გე ოჯა­ხი, დედ-მა­მას ვერც კი გა­მო­ვემ­შვი­დო­ბე, ვერ ჩა­ვე­ხუ­ტე, ვერ ვუ­თხა­რი რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად უნდა ყო­ფი­ლი­ყო და უნდა ებ­რძო­ლათ, იმი­ტომ რომ ამის უფ­ლე­ბა არა­ვინ მომ­ცა... ჩემი ტრა­გე­დია ბევ­რის­თვის ზღა­პა­რია... და­უ­ჯე­რე­ბე­ლი, გა­მო­გო­ნი­ლი ამ­ბა­ვი...

დიახ, ზღა­პა­რია, მაგ­რამ არა ისე­თი, რო­გორ­საც ბავ­შვო­ბა­ში გვი­კი­თხავ­დნენ, ჩემი გა­უ­გო­ნა­რი უბე­დუ­რე­ბით დას­რულ­და და ყო­ვე­ლი წუთი იმ ცხოვ­რე­ბი­სა, რო­მე­ლიც ჩემ და­უ­კი­თხა­ვად გაგ­რძელ­და, და­უს­რუ­ლე­ბელ ჯო­ჯო­ხეთს გავს, რად­გან მე ვე­რა­ფე­რი და­მე­მარ­თე­ბო­და მე­ტად მტკივ­ნე­უ­ლი... ჩვენ ვმსჯე­ლობთ უნდა ავიც­რათ თუ არა, ვერ გა­დაგ­ვი­წყვე­ტია პირ­ბა­დე უნდა გვე­კე­თოს თუ არა, ვკი­ცხავთ მას, ვინც სიკ­ვდილს აცრა ამ­ჯო­ბი­ნა, ვლან­ძღავთ იმას, ვინც ჩვენს შე­ხე­დუ­ლე­ბას ვერ მო­ერ­გო, იმა­საც ვინც, რა­მით შეგვზღუ­და... ამა­სო­ბა­ში კი ჩემ­ნა­ირ, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნებს ცხოვ­რე­ბა თავ­ზე ჩა­მო­ექ­ცათ და იმ სტა­ტის­ტი­კის მიღ­მა გა­ნუ­ზო­მე­ლი ტკი­ვი­ლით აგ­რძე­ლე­ბენ, ან კი­დევ ვერ... ეს ვირუ­სი გა­ნა­ჩე­ნია, ამ ვირუსს მო­აქვს სიკ­ვდი­ლი, კო­ვი­დი კლავს!

კო­ვიდ­მა მოკ­ლა ჩემი 65 წლის მამა, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის შემ­დეგ კი ჩემი 61 წლის დედა... მა­შინ და­ვობ­ლდი, როცა ყვე­ლა­ზე მე­ტად შემ­წევ­და უნა­რი ჩემი მშობ­ლე­ბის­თვის ბედ­ნი­ე­რი სი­ბე­რე მე­ჩუ­ქე­ბი­ნა... ვინც კი მიც­ნობთ, ასე თუ ისე ყვე­ლამ იცო­დით რომ მშობ­ლე­ბი ჩემ­თვის იყ­ვნენ მთე­ლი ჩემი სამ­ყა­რო, მათ­თვის ვცხოვ­რობ­დი, ბევ­რი სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო... ვერ მო­ას­წრეს და­ბე­რე­ბა... ვერ ავუხ­სე­ნი, რომ აცრა იყო უბ­რა­ლოდ გა­დარ­ჩე­ნა, გა­ურ­კვე­ვე­ლი, მაგ­რამ გა­დარ­ჩე­ნა...

ბოლო დროა უმე­ტე­სად ჩუ­მად ვარ, ვცდი­ლობ ცხოვ­რე­ბას­თან ვა­დაპ­ტირ­დე, თა­ვი­დან ვსწავ­ლობ სი­ა­რულს, მაგ­რამ ვერ ვი­კა­ვებ თავს, რომ არ ვთქვა, არ გი­თხრათ, რომ ეს ვირუ­სი კლავს! 9 სექ­ტემ­ბერს მეც მოვ­კვდი, დღემ­დე ასეა და ასე იქ­ნე­ბა სულ, რად­გან ჩემი არ­სე­ბო­ბის ეს გან­საც­დე­ლი სა­მუ­და­მოა, გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი და სა­ზა­რე­ლი... დი­ლით გაღ­ვი­ძე­ბა არ მი­ხა­რია, და­ღა­მე­ბას ვე­ლო­დე­ბი, რომ დრო მალე გა­ვი­დეს... ის მო­მა­ვა­ლი დღე­ე­ბი, რო­მე­ლიც არ ვიცი რამ­დე­ნი იქ­ნე­ბა, ტკი­ვილს მგვრის... ვე­რა­ფერს ვა­ხერ­ხებ... დავ­დი­ვარ ასე უსუ­ლოდ და მე­ქა­ნი­კუ­რად ვი­ღი­მი.. ისიც კი არ ვიცი სად­მე, ოდეს­მე დედ-მა­მას­თან ჩა­ხუ­ტე­ბას თუ შევ­ძლებ... ოდეს­მე ისევ თუ გა­მი­ხარ­დე­ბა მზის ამოს­ვლა..."

0
232
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0