x
მეტი
  • 03.12.2021
  • სტატია:115345
  • ვიდეო:352802
  • სურათი:489319
"ამდენი ხანი ინდურ კინოშიც არ კვდებიან" - ირაკლი გოგავა მიხეილ სააკაშვილზე

image

ყოფილი პარლამენტარი, პოლიტოლოგი და საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი ირაკლი გოგავა ექს-პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის გამოცხადებულ შიმშილობას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"47-ე დღეა იძახიან კვდებაო!ამდენი ხანი ინდურ კინოშიც არ კვდებიან!"

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში, სანზონის დასახლებაში, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი თავიდან რუსთავის ციხეში, შემდეგ კი გლდანის პენიტიციალურ დაწესებულებაში მოათავსეს, სადაც 47-ე დღეა შიმშილობს.

მისი თანაპარტიელები (არამარტო) ითხოვენ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანას. პროტესტის ნიშნად მოძრაობა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას შემდეგ შიმშილობა გამოაცხადა საქართველოს პარლამენტის კიდევ ცხრა დეპუტატმა: აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა და დავით კირკიტაძემ.

დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში არ შეუშვა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მე-18 დაწესებულებაში უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა „საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული. „არ არის ამის აუცილებლობა“, – ხაზი გაუსვა მანვე.

მინისტრმა ბრეგაძემ უარის კიდევ ერთ მიზეზად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის "მაქსიმალურად დაცვა" დაასახელა.

მანვე უკრაინის სახალხო დამცველი სააკაშვილთან პირველი ვიზიტის შემდეგ, ცალმხრივ შეფასებებშიც დაადანაშაულა.

„კითხვაც კი არ დაუსვამს ჩვენთვის არცერთი, იმის შესახებ შეესაბამებოდა, თუ არა ის ინფორმაცია სინამდვილეს, რაც მას მიაწოდეს“, – ხაზი გაუსვა იუსტიციის მინისტრმა.



image

ასევე იხილეთ


ვის მივცეთ ხმა?!. სულელი უნდა იყო, რომ 3 მილიონიან ქვეყანაში 21 მილიარდი ლარის მქონე პოლიტიკოსი იყო და არჩევნები წააგო, მით უფრო როცა ეს ქვეყანა სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, როცა იაფი დაპირებებითაც ღარიბი მოსახლეობის მიმხრობა შეიძლება და, რაც ყველაზე მთავარია, ოპონენტად შავპიარაგორებული და ხელ...


65 წლის, 1956 წლის 23 ოქტომბერს უნგრეთში დაიწყო საერთო სახალხო აჯანყება კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც საბოლოოდ სისხლში ჩაახშო საბჭოთა ჯარმა.თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე მასშტაბური აჯანყება კომუნისტური სისტემის წინააღმდეგ, რაც ოდესმე მოხდარა მისი 70 წლიანი არსებობის მანძილზე. რ...


ისტორიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე ვრცელი პოსტით ცდილობს გაანალიზოს და პასუხი გასცეს სამ ძირითად საკითხს:- რამ განაპირობა 2012 წელს სააკაშვილის მარცხი? - რა განაპირობებს სააკაშვილის მიუღებლობას მოსახლეობის ნახევარზე მეტში (ან 2/3-ში)? - რა გავლენა შეიძლება იქონიოს მისმა შიმშილობამ არჩევნების მეორე ტურზე? სააკაშვილი იყო ...


საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, დაჩი ცაგურია ეკა ხეხეულიძეს სოციალური ქსელით მიმართავს: "ეხლა ვნახე ქალბატონი ეკა ხერხეულიძე ღელავდა სააკაშვილის პატიმრობაზე და საპატიმრო პირობებზე, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ევროპულ ქვეყნებში არასებულს. გამახს...

1
329
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
329
  
0 1 1