x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134381
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
"რატომ შიმშილობს? ციხიდან გამოშვებას ყველა პატიმარი მოითხოვს და შიმშილობას დაიწყებს... ყველამ იშიმშილოს და გამოვიდეს?" - ალეკო ელისაშვილი

image


პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გავრცელება უღირსი საქციელია. რაც შეეხება სააკაშვილის შიმშილობას და კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას, ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ მისთვის ეს მოთხოვნა გაუგებარია.

„ქართულ ოცნებას“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პირადად მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით დიდი უპირატესობა ჰქონდა, ციხეში ადამიანებს ადამიანურად ექცეოდნენ და არა უღირსად.

სახელმწიფოსთვის სამარცხვინოა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში არაჟნის ყუთებით შემოიპარა არეულობის მოწყობის მიზნით, რატომ შიმშილობს? – ციხიდან გამოშვებას ყველა პატიმარი მოითხოვს და შიმშილობას დაიწყებს. ყველამ იშიმშილოს და გამოვიდეს? მისი მოთხოვნა კერძო კლინიკაში გადაყვანაზე გაუგებარია. ამბობს, მკლავენ ციხეშიო და ჭამოს. არ მიმაჩნია, რომ პოლიტპატიმარია და იქ არის, სადაც უნდა იყოს, მაგრამ როგორც მოიქცნენ, ეს იყო უღირსობა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


................


"ბოდიში და არჩევნები წალენჯიხაშიც გაყალბდა? თუ მანდ რა მოხდა, ნიჩურტი ჰქონდათ?", — წერს მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე.

მისივე თქმით, ოპოზიცია რაციონალურ მოსაზრებებს არასდროს ითვალისწინებდა, ამიტომ გაუგებარ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებენ. რაც შეეხება აქციებს, რომელსაც ოპოზიცია გამართავს, ელისაშვილი ამბობს, რომ საკუთარი როგორც პოლიტიკური, ასევე სამეურნეო დღის წესრიგი აქვს.

"ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე არ ვიყავი, ღვინო ერთხელ გადავიღე და კიდევ მაქვს გადასაღები, არაყიც გამოსახდელი და არ ვიცი, ეს აქციებს დაემთხვევა თუ არა, მაგრამ მე ჩემი დღის წესრიგი მაქვს პოლიტიკურიც და სამეურნეოც, მევენახეობის, "- განაცხადა ელისაშვილმა.

0
642
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
642
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0