x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რე|ბანკი Tbilisi Mural Fest 2021-ის პოპულარიზაციის მხარდასაჭერად წამახალისებელ გათამაშებას იწყებს

image

რე|ბანკი უკვე მესამე წელია TBILISI MURAL FEST-ის სპონსორია. წინა წლების მსგავსად, წელსაც ცნობილი უცხოელი და ქართველი სტრიტ არტისტების მიერ მოიხატა ქალაქის 8 კედელი. პროექტი ჩატარდა თბილისის მერიის მხარდაჭერით.

რე|ბანკის უშუალო დაფინანსებით წელს თბილისში მოიხატა დამატებით ოთხი კედელი:

- Monkeybird, საფრანგეთი - მ.წინამძღვრიშვილის 97
- Faith XLVII, სამხრეთ აფრიკა - ათონელის 4
- ტიაგო მაზა (Thiago Mazza), ბრაზილია - ვარკეთილის III მასივი
- დავით სამხარაძე, საქართველო - ვარკეთილი, ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა 4

პროექტის პოპულარიზაციის მხარდასაჭერად რე|ბანკი იწყებს წამახალისებელ გათამაშებას ინსტაგრამზე, ფეისბუქზე და ტიკ-ტოკზე. გათამაშების წესები და პირობები შეგიძლიათ იხილოთ ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე https://rbnk.ge/MuralFest21.

Tbilisi Mural Fest-ის ფარგლებში რე|ბანკის დაფინანსებით მოხატული კედლები შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში: http://rbnk.ge/MuralFest.

„გვეამაყება, რომ ფაქტობრივად დაარსების დღიდან რე|ბანკი თბილისი მურალ ფესტის მხარდამჭერია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პარტნიორობები და მითუმეტეს ასეთ სასარგებლო ინიციატივებში მონაწილეობა. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ორგანიზატორებს იმისთვის, რომ ასე გვილამაზებენ ქალაქს“, - აცხადებს ანანო ქორქია, რე|ბანკის მარკეტინგის და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი.


Re|Bank sponsors Tbilisi Mural Fest 2021

The third year in a row Re|Bank has supported Tbilisi Mural Fest. Like the previous years this year as well 8 walls have been painted by well-known international and local street artists. The project was supported by Tbilisi City Hall.

Re|Bank exclusively funded four walls by the following artists:

- Monkeybird, France – 97, M.Tsinamdzgvrishvili
- Faith XLVII, South Africa – 4, Atoneli str.
- Thiago Mazza, Brazil – Varketili massive III
- David Samkharadze, Georgia – Varketili, 4, Ertianobistvis mebrdzolta str.

To promote the project Re|Bank is starting a social media contest on Facebook, Instagram and Tik-Tok. The terms and conditions of the contest are available on the Bank’s official web page https://rbnk.ge/MuralFest21 .

Check out our making-of video of the walls sponsored by Re|Bank: http://rbnk.ge/MuralFest
‘We are proud sponsors of Tbilisi Mural Fest from the first day of its foundation. We value long-term partnerships, especially such useful initiative. I would like to say thank you to the organizers of the project for making our city look beautiful.’ – Anano Korkia, Marketing Head, Re|Bank.


NS

0
56
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0