x
image
გემი დალანდი
8 ,,ქალური" გამოგონება, რითაც თავიდან მამაკაცები სარგებლობდნენ
image

შეიძლება დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ბრენდი Victoria’s Secret თავიდან მამაკაცებისთვის შეიქმნა. ეს ნათელი დასტურია იმისა, თუ რაოდენ სუსტია სქესთა შორის ზღვარი. თუ კიდევ რომელი "ქალური" გამოგონებით სარგებლობდნენ ადრე მამაკაცები, ამ სტატიიდან შეიტყობთ.

1. ერთჯერადი საფენები

image

ეს გამოგონება ბენჯამინ ფრანკლინს ეკუთვნის. მათი დანიშნულება დაჭრილი ჯარისკაცებისთვის სისხლდენის შეჩერება იყო. მოგვიანებით მედდებმა მათი, როგორც საფენების გამოყენება დაიწყეს.

2. ქუსლიანი ფეხსაცმელი


image

ქუსლიანი ფეხსაცმელი სპარსეთში გამოიგონეს. ასეთი ქუსლის დახმარებით მეომრები უზანგში ფეხს კარგად აფიქსირებდნენ ჯირითისა თუ ბრძოლის დროს. მოგვიანებით ქუსლიანმა ფეხსაცმელმა ევროპაშიც შეაღწია, სადაც მას მამაკაცები სიმაღლის მოსამატებლად წარმატებით იყენებდნენ.

3. იოგა
image

ითვლება, რომ იოგა ინდოეთში, ბრამინების კასტაში გამოიგონეს. დღეს იოგა მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და გაცილებით დიდი პოპულარობით სარგებლობს ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.

4. კროპ-ტოპი

image

დღეს ასეთი ტოპი ქალების გარდერობში დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა თავიდან სწორედ მამაკაცებმა შეამჩნიეს, რომ სხვადასხვა სპორტული თამაშის დროს ასეთი ტოპი ბევრად უფრო მოსახერხებელია.

5. სტრინგი
image

ძველად მამაკაცები თეძოზე შემოხვეულ ზონარსა თუ ერთგვარ ქამარს ატარებდნენ, რომელსაც წინ ქსოვილი ჰქონდა დაშვებული. სწორედ ეს შეიძლება ჩაითვალოს სტრინგის პირველ ვარიანტად. დღეს კი სტრინგი ქალებში ძალიან პოპულარული საცვალია.

6. ჩანთა

image

თავდაპირველად პატარა ხელჩანთებს სწორედ მამაკაცები ატარებდნენ, ფულის თუ სხვადასხვა ნივთების შესანახად. მოგვიანებით ჩანთამ ქალებში მოიპოვა პოპულარობა და მისი ზომაც თანდათან გაიზარდა.


7. კოლგოტი

image

დიახ, კოლგოტები ევროპაში გამოიგონეს და სწორედ კაცებისთვის, რომ ცხენზე ჯირითი მათთვის გაცილებით კომფორტული და მოსახერხებელი ყოფილიყო.


8. მაღაზია Victoria’s Secret

image

მამაკაცმა, სახელად რაიმონდმა, როცა ერთხელ ცოლისთვის თეთრეულს ყიდულობდა, ძალიან არაკომფორულად იგრძნო თავი ქალების მაღაზიაში. სწორედ მაშინ გაუჩნდა იდეა, რომ გაეხსნა მაღაზია, სადაც მამაკაცები თავისუფლად შეძლებდნენ ქალის თეთრეულის ყიდვას. დიახ, Victoria’s Secret-ის თავდაპირველი სამიზნე აუდიტორია, სწორედ მამაკაცები იყვნენ.




0
415
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
415
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0