x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ბანკის მძარცველის ვინაობა მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ დაადგინეს
image

მოლარემ, რომელმაც ბანკიდან უზარმაზარი თანხა მოიპარა, ნახევარი საუკუნე იცოცხლა და ვერავინ ვერ იცნო.


1969 წლის 11 ივლისი კვირის ბოლოს, პარასკევ დღეს მოუწია. ქალაქ კლივლენდის ბანკის 20 წლის მოლარემ თეოდორ კონრადმა, (Theodore Conrad) კოლეგებს კარგი უქმეები უსურვა, დატოვა ბანკის შენობა სადაც მუშაობდა და ამის შემდეგ აღარც არავის უნახავს.


კონრადმა არაერთხელ ეუბნებოდა თავის მეგობრებს, რომ თაყვანს სცემდა სტივ მაკქუინის ფილმს "თომას კრაუნის საქმეს" (The Thomas Crown Case )ამ სურათის მთავარი გმირი მილიონერია, რომელმაც გაძარცვა ბანკი სპორტული ჟინის გამო. თუმცა ამას არავინ აქცევდა ყურადღება, თუნდაც იმის შემდეგ, როდესაც კონრადმა თქვა, რომ თავადაც არ იყო წინააღმდეგი ასეთი მეთოდით ეშოვა ბევრი ფული.



მოლარე სამსახურში არც ორშაბათს და არც სამშაბათს არ გამოჩენილა. სეიფების აუდიტმა ყველაზე ცუდი ეჭვები დაადასტურა - ბანკიდან 215 000 დოლარი გაქრა (დღეის კურსით, ინფლაციისა და მსყიდველობითი უნარის ინდექსის ცვლილების გათვალისწინებით, ეს თანხა 1 700 000 დოლარი იქნებოდა).

image

თეოდორ კონრადი გახდა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ძებნილი კრიმინალი. მაგრამ FBI-მ ვერასდიდებით შეძლო მის კვალზე გასვლა.


საქმე გაუხსნელი დარჩა 2021 წლის ნოემბრამდე, როდესაც აშშ-ს მარშალების სამსახურმა დაადგინა, რომ კონრადი ცხოვრობდა რენდალის გვარით ლინფილდში, მასაჩუსეტსი, ბოსტონიდან ჩრდილოეთით 26 კილომეტრში.

image

კონრადი გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი 2021 წლის 18 მაისს. 71 წლსი ასაკში.სიკვდილის სარეცელზე მიჯაჭვულმა მან ოჯახს თავისი ნამდვილი ვინაობა გაუმხილა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც თომას რენდალი, რომელიც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გაკოტრდა, გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი მასაჩუსეტში, გაირკვა, რომ რენდალი და კონრადი ერთი პიროვნება იყო.

image

პათოლოგიური გამოკვლევამ საბოლოოდ მოახდინა მისი იდენტიფიცრება.


გარდაცვლილის მეზობლებმა თქვეს, რომ მთელი ამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში რენდალი მასაჩუსეტში ცხოვრობდა, განსაკუთრებული ყურადღების მიქცევის გარეშე. ბედის ირონიით, მისი სახლი მდებარეობდა იმ ადგილის მახლობლად, სადაც "The Thomas Crown Case" იყო გადაღებული. კონრადის ძებნა არასოდეს შეწყვეტილა. FBI-ის აგენტებმა მთელი ქვეყანა მოიარეს, ჰავაისაც კი ესტუმრნენ, მაგრამ კრიმინალის ამოცნობა მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა შესაძლებელი.


image

ასევე იხილეთ

გამჟღავნდა "მშვილდოსნის" ვინაობა, რომელმაც ხუთი ადამიანი მოკლა ნორვეგიის კონგსბერგში. იგი 37 წლის ესპენ ანდერსენ ბრატენია (Espen Andersen Brathen). ბრალდებულის ვინაობა Sky News მა გაავრცელა. ტელეარხის ცნობით, დაკავებული დანიის მოქალაქეა. პოლიციამ ასევე აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილი ადრე ნასამართლევი იყო ყაჩაღობისა და ნარკოტიკების შენახვის...


შეერთებულმა შტატებში დაადგინეს ერთ -ერთი ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელის ვინაობა, რომელმაც დაატერორა სან ფრანცისკო 1960 -იანი წლების ბოლოს. ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც იკვლევს გაუხსნელ საქმეებს, ირწმუნება, რომ დაადგინეს სერიული მკვლელის, -მეტსახელად "ზოდიაქოს" ვინაობა.- კრიმინალი, რომელიც ცნობილი გახდა თავისი სისასტიკითა და ამოუხსნელი საიდ...


ციხიდან გაქცეული მამაკაცი 30 წლის განმავლობაში იმალებოდა და საბოლოოდ 64 წლის ასაკში დარკო დესიჩმა(Darko Desic) გადაწყვიტა ნებაყოფლობით ჩაბარებოდა ხელისუფლებას. 1990 -იანი წლების დასაწყისში მამაკაცმა გაბედული ნაბიჯი გადადგა და ქალაქ გრაფტონის ციხიდან(ახალი სამხრეთ უელსის შტატი) თავხედური გაქცევა მოახერხა. გავრცელებული ინფორმაც...


27 წლის წინ, 1994 წელს მოსკოვში მანქანაში ააფეთქეს, ყველაზე გავლენიანი და სასტიკი მაფიოზი სსრკ-ს და რუსეთის ისტორიაში სერგეი ტიმოფეევი, მეტსახელად "სილვესტრი".მან ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში ძალიან ბევრი მტერი შეიძინა, მისი ყველას ეშინოდა და ამასთანავე ყველას სძულდა.მკლელობა კი შეეძლო შეეკვეთა იაპონჩიკს...


პროკურატურას არ გააჩნდა არავითარი მტკიცებულება, რომ ეჭვმიტანილი დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდა. ერთადერთი, რასაც პროკურატურა ემყარებოდა, იყო სხვა ეჭვმიტანილის ჩვენება, რომელმაც გამოძიებასთან გარიგება დადო. 1988 წელს ოჰაიოს შტატში მოხდა გახმაურებული მკვლელობა. სულ სამი ეჭვმიტანილი იყო, რომელთა შ...

0
307
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
307
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0