x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 ცნობილი ქალბატონი, რომლებმაც კარიერა თამამი სცენებით და სიშიშვლით დაიწყეს

image
ჰოლივუდში თავის დამკვიდრება არც თუ ისე მარტივია, ყველას უნდა რეჟისორებმა და მაყურებელმა ნიჭის გამო დააფასონ და არა გარეგნობის, თუმცა ყოველთვის ასე მარტივად არ ხდება. ხშირ შემთხვევაში, ახალგაზრდა გოგონებს თამამ სცენებში გადაღება მოუწიათ, იმისათვის, რომ რეჟისორებს შეემჩნიათ, ან ცოტაოდენი ჰონორარი მაინც მიეღოთ. წარმოგიდგენთ ცნობილ ვარსკვლავებს, რომლებმაც კარიერა სიშიშვლით და თამამი სცენებით დაიწყეს:


1. ჯეიმი პრესლი

ჯეიმი პრესლი არ იყო დარწმუნებული, გამოვიდოდა თუ არა მისგან კარგი მსახიობი, ამიტომ თავის პირველ ფილმში, 1997 წელს, Poison Ivy: The New Seductionარც უფიქრია ეროტიულ სცენებზე უარის თქმა. გარკვეული პერიოდი პრესლი „სექსუალური ქერა“-ს ამპლუაში დარჩა, მაგრამ 2007 წელს მან აღაფრთოვანა კრიტიკოსები და მაყურებელი კომედიური როლით სერიალში „My Name Is Earl“, რომელმაც ემის ჯილდო დაიმსახურა.image

2. ელიზაბეტ ჰერლი

ჰიუ გრანტთან ურთიერთობამდე, რამაც უნდა ითქვას, რომ მსახიობი პოპულარული გახადა, ყოფილმა მოდელმა ელიზაბეტ ჰერლიმ პირველი როლი მიიღო 1987 წელს ინგლისურ ფილმში Aria, ახალბედა მსახიობს სულ 5 წუთი ერგო, ისიც საყვარლის როლი. ფილმი უცნაურია, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ მოსაწყენიც, მაგრამ ქერა ჰარლიმ ის ოდნავ გააცოცხლა თავისი შიშველი სხეულით.image

3. კეტრინ ზეტა ჯონსი

1990 წლის ფრანგული ფილმი 1001 ღამე სრულიად შეუმჩნეველი იქნებოდა, რომ არა ერთი რამ: ფილმში მომავალი ოსკაროსანი კეტრინ ზეტა-ჯონსის დებიუტი შედგა. მან შეასრულა შეჰერეზადეს საკულტო როლი, რომელმაც სიცოცხლე ზღაპრების თხრობით გადაირჩინა. ახალგაზრდა კეტრინი უბრალოდ გასაოცარი იყო, განსაკუთრებით იმ სცენაში, რომელშიც მსახიობი შიშველი მიცურავს ნავისკენ.image

4. პენელოპა კრუსი

მას არ უყვარს ეროტიულ სცენებში მონაწილეობის მიღება, მაგრამ კარიერის დასაწყისში გაშიშვლდა როლისთვის ფილმში “შაშხი, შაშხი". სასიყვარულ სცენები პენელოპას მონაწილეობით საბოლოოდ ძალიან ლამაზი და მგძნობიარე გამოვიდა. რაც მთავარია, მისი პარტნიორის როლი მომავალმა ქმარმა, ხავიერ ბარდემმა შეასრულა, რომელმაც, ცნობისთვის თვითონ დაითანხმა 17 წლის პენელოპა ამ ფილმში მონაწილეობის მიღებაზე.image

5. ჯესიკა ჩესტეინი

ჯესიკა თავიდანვე ფანტასტიკური მსახიობი იყო, რაც მის სადებიუტო ფილმშიც კარგად ჩანს. 2008 წელს ფილმში “ჯოლინი" მან ითამაშა ობოლი გოგონას როლი, რომელიც ცდილობს უბრალოდ გადარჩეს. ითამაშა რამდენიმე შიშველ სცენაში, სცენები გასაოცარი აღმოჩნდა არა მხოლოდ მისი ლამაზი სხეულის გამო, არამედ მისი კარგი სამსახიობო ნიჭის გამოც.image

6. ემილი ბლანტი

ემილი ბლანტმა კინობიზნესში 2006 წლის ფილმით „ეშმაკი ატარებს პრადას“ შეაღწია, მაგრამ პირველად მიიპყრო ყურადღება 2003 წლის მინისერიალში „ჰენრი VIII“, სადაც კეტრინ ჰოვარდის როლს ასრულებდა და შიშველ სცენაშიც მიიღო მონაწილეობა. მის პირველ დიდ ფილმში, “ჩემი სიყვარულის ზაფხული'', ასევე არ უჩიოდა შიშველი სცენების ნაკლებობას.image

7. სელმა ჰაიეკი

მსახიობის დებიუტი შედგა ფილმში “სასოწარკვეთილი", თამამმა სცენებმა, სილამაზემ და ანტონიო ბანდერასთან თამაშმა მას პოპულარობა უმალვე მოუტანა.image

8. ფიბი ქეითსი

1982 წელს ფიბი ქეითსის დებიუტი შედგა ერთდროულად ორ ფილმში, ორივეში ჰქონდა შიშველი სცენები. პირველი იყო “სამოთხე'', სადაც მან ითამაშა თინეიჯერი გოგონას როლი, რომელიც მარტო დარჩა უდაბნოში ახალგაზრდა მამაკაკაცთან ერთად. ბუნებრივია, მათ მალე შეუყვარდათ ერთმანეთი და სასიყვარულო სცენებიც ჰქონდათ. მეორე ფილმი იყო “Fast Times at Ridgemont High". სცენა, რომელშიც ქეითსი აუზიდან გამოდის და იხდის, გახდა ერთ-ერთი საკულტო შიშველი სცენა, რომელიც 80-იანი წლების თინეიჯერებს დიდი ხანი ახსოვდათ. image

9. შარლიზ ტერონი

მსახიობმა და მოდელმა წარმატებული კარიერა ფილმით 2 Days in the Valley დაიწყო. ფილმში შიშველი სცენების რაოდენობას ნამდვილად არ უჩივის და რაც მთავარია, რეჟისორების ყურადღება მიიპყრო.image

10. ანჯელინა ჯოლი

ანჯელინა ჯოლისთვისაც არაა უცხო შიშველი და თამამი სცენები. ჯოლის დებიუტი შედგა 1993 წელს ფილმში “კიბორგი-2". ფილმი გახდა 90-იანი წლების სამეცნიერო ფანტასტიკისა და ცუდი ბოევიკის ნაზავი. ფილმი კი დასამახსოვრებელი ალბათ მარტო ანჯელინას შიშველი სცენით გახდა.
image


0
702
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
702
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0