x
მეტი
  • 17.05.2022
  • სტატია:119267
  • ვიდეო:354075
  • სურათი:491774
ვან გოგის ეს ნახატი მილიონონით ადამიანს უნახავს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, მასზე რა არის ასახული

მსოფლიოში არ არსებობს მხატვარი, რომელსაც ვარსკვლავებიანი ცა არ იზიდავს... და ვინსენტ ვან გოგს არაერთხელ მიუპყრია მზერა ამ მეტად რომანტიკულ და იდუმალი ობიექტსთვის. ერთხელ კი, ქალაქ სენ-რემის საავადმყოფოში ყოფნისას, მან ტილო აიღო და მის ნამუშევრებს შორის, ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ნახატი — «ვარსკვლავებიანი ღამე» შექმნა.


image


«ვარსკვლავებიანი ღამე» მხატვარმა, 1889 წელს, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე დახატა და დღეს ის, ვან გოგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ნახატია. 1941 წლიდან ხელოვნების ეს უნიკალური ნიმუში ნიუ-იორკში, თანამედროვე ხელოვნების ცნობილ მუზეუმში ინახება. ტილიზე ავტორმა, საოცარი მეთოდით, ცა და დედამიწა ერთმანეთისგან ისე გამიჯნა, რომ შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მოძრაობა, რომელიც ცაში ხდება, დედამიწაზე არანაირად არ ახდენს გავლენას: ქვემოთ პატარა ქალაქი დასაძინებლად ემზადება. ხოლო, ზემოთ — ძლიერი ნაკადებია, უზარმაზარი ვარსკვლავები და განუწყვეტელი მოძრაობა.

სიმბოლურად, «ვარსკვლავებიანი ღამეს» არსს და მხატვრის ჩანაფიქრს სხვადასხვაგვარად ხსნიან — ზოგი მას ძველი აღქმის მოტივებით ხსნის. სხვები კი, თვლიან, რომ სურათის გადაჭარბებული ექსპრესიულობა, მხატვის ავადმყოფობის შედეგია. თუმცა, ერთ რამეზე ყველა თანხმდება — ვან გოგი, სიცოცხლის ბოლოს, თავისი ნამუშევრების შინაგან დაძაბულობას მეტისმეტად აძლიერებდა. მის ნამუშევრებში, სამყარო მახინჯდება. ის ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო — ჩნდება ახალი ფორმები, ხაზები და ემოციები, უფრო ძლიერი და ზუსტი... ის მაყურებლის ყურადღებას იმ ფანტაზიებზე ამახვილებს, რაც გარშემო სამყაროს უფრო ნათელს და არასტანდარტულს ხდის.

რაც შეეხება, კონკრეტულად, «ვარსკვლავებიანი ღამეს», მისი საიდუმლო მხოლოდ 2004 წელს გაიხსნა, როდესაც მეცნიერებმა კოსმოსური ტელესკოპით «ჰაბლით», შორეულ ვარსკვლავზე, მბრუნავ ღრუბლები, მტვერი და გაზი დააფიქსირეს, რომელმაც მათ, ვან გოგის ცნობილი ტილო გაახსენა. ხოლო, მხატვრის ნამუშევარზე სინათლის დეტალურად შესწავლის შემდეგ, ექსპერტებმა თხევადი ტურბულენტური მოძრაობის სტრუქტურის მკვეთრად გამოხატული მოდელი დაინახეს.

აღმოჩნდა, რომ როდესაც ცნობილი მხატვარი საფრანგეთში მკურნალობდა, მან თავის სურათზე ბუნებაში ერთ–ერთი ყველაზე იშვიათი მოვლენა — ტურბულენტობა ასახა.

ტურბულენტობა — ჰიდროდინამიკის ცნებაა, რომლის დროსაც, სითხის ან აირის მოძრაობის რეჟიმი დიდ მორევს ქმნის. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი, უფრო მცირე მორევებს წარმოქმნის, ხოლო ისინი კიდევ უფრო მცირეს...

ას წელზე მეტი ხნის წინ, ვან გოგმა შეძლო, ამ ერთ–ერთი ურთულესი კონცეფციის გაცნობიერება, რომელიც ადამიანებს ბუნებამ წარმოუდგინა და თავის ტილოზე მოძრაობის უდიდესი საიდუმლო, დინებები და სინათლე გააერთიანა.

ამრიგად, თავისი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში, ვან გოგმა მაღალი სიზუსტით აღბეჭდა ფიზიკაში და მათემატიკაში ერთ–ერთი ყველაზე რთული და დამაბნეველი კონცეფცია.

ხოლო, ამ ვიდეოში, უფრო მეტს შეიტყობთ, ტურბულენტობის და ვან გოგის შემოქმედების შესახებ:



image


არხის სხვა სიახლეები:


image


1. ვინ და როგორ მოპარა ედუარდ შევარდნაძეს ოქროს საათი – ქურდობის დაუჯერებელი ისტორია

2. 10 საინტერესო ფაქტი იაპონიის შესახებ

3. ვეფხვის წელი: რა უნდა იყოს 2022 წლის საახალწლი სუფრაზე

4. მაიკლ ჯექსონი ნამდვილად ზეადამიანი იყო!.. და ამის სამეცნიერო მტკიცებულება არსებობს

5. რატომ უნდა იყოლიოს სახლში კატა ყველამ და განსაკუთრებით – მამაკაცებმა?

6. «მომავალ წელს სულს მოვითქვავთ»... რა იწინასწარმეტყველა ვანგამ და ნოსტრადამუსმა 2022 წლის შესახებ


0
366
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
366
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0