x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ეტიკეტის წესები, რომელთა შესახებაც შესაძლოა არც არაფერი გსმენიათ...

როდესაც ვფიქრობთ ეტიკეტზე გვახსენდება ოდრი ჰეფბერნის "ჩემი მშვენიერი ლედი"

image

ასევე ჯულია რობერტსი უსაყვარლესი და დასამახსოვრებელი ფილმიდან "ლამაზმანი"

image


ორივე ფილმში ასწავლიან მთავარ გმირებს ეტიკეტს.

ეტიკეტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და არსებობებენ ეტიკეტის სპეციალისტები, რომლებიც გვასწავლიან როგორ უნდა მოვიქცეთ ძვირადღირებულ რესტორანში ან როცა მოვხვდებით საზღვარგაერეთ საზოგადოებრივი თავშეყრის

ადგილებში.

განვიხილოთ ყველა ის აუცილებებლი რჩევა რაც უნდა გავითვალისწინოთ შესაბამის სიტუაციაში:

საქართველოში ბევრი კარგი რესტორანი გაიხსნა, კულინარია განვითარდა... საინტერესოა რა ვითარებაა ეტიკეტის მხრივ, არის თუ არა რაიმე ცვლილებები.

მაღალი კლასის რესტორნებშიც კი თუ ძალიან ოფიციალური შეხვედრა არაა, ეტიკეტის ყველა ნიუანს არ იყენებენ და არ აქცევენ ყურადღებას, რადგან შეიცვალა დამოკიდებულებები. აქტუალურობა დაკარგულია, მაგრამ რა თქმა უნდა არის ბევრი ის ძირითადი დეტალი რაც აუცილებლად უნდა დაიცვას ნებისმიერმა ადამიანმა.

ერთ-ერთი დეტალი რაც ქალბატონებმა უნდა გაითვალისწინონ რესტორანში სტუმრობისას ისაა, რომ არ უნდა დადოს ჩანთა მაგიდაზე ან ჩამოკიდოს სკამზე.

არაა სასურველი მაგიდა დატვირთული იყოს პირადი ნივთებით, მაგალითად ტელეფონით.

არ უნდა დავეყრდნოთ მაგიდას იდაყვებით, ეს წესი ალბათ ყველას სმენია, მაგრამ ალბათ ამ წესის წარმოშობის მიზეზი ნაკლებადაა ცნობილი. ეს ფაქტი უკავშირდება ლუდოვიკო მეთოთხმტეს, მას ჰქონდა მუდმივად შიში, რომ მოწამლავდნენნ და ამიტომ ვინც სუფრასთან იმყოფებოდა ყველას ხელები უნდოდა რომ დაენახა.

არსებობს დანა-ჩანგლის მიხედვით მიმტანსთვის მინიშნების მიცემა, რაც გულისხმობს რომ მივირთვით, დავასრულეთ, ახალი კერძი გვინდა, მოგვეწონა თუ არ მოგვეწონა, თუმცა ამ მინიშნებასაც ნაკლებად იყენებნ.

ეტიკეტის უხეში დარღვევვაა ხმაურით მირთმევა და დღევანდელობაში ძვირფას რესტორნებში ასევე ეტიკეტის უხეშ დარღვევად მიიჩნევა ტელეფონის დადება სუფრაზე...

ასევე ღვინის არჩევასა და მირთმევას თავისი ეტიკეტი აქვს, აუცილებლად ყველა რესტორანს ჰყავს სომალიე, რომელიც კერძთან ღვინის სწორად შერჩევაში გვეხმარება.

ჭიქა როგორ გვიჭირავს ამასაც აქვს თავისი ეტიკეტი, ეტიკეტის გარდა ღვინო რომ არ გავაფუჭოთ ეს დატვირთვაც აქვს.

წესით, რიგით და ეტიკეთით ჭიქას უნდა შევეხოთ ფეხზე და არ უნდა ჰქონდეს ხმა.

უნდა გამოვიყენოთ მაღალი კლასის რესტორნებში ნაჭრის ხელსახოცები, რასაც ქართველები უმეტეს შემთხვევაში არ აქცევენ ყურადღებას და არ იყენებებენ თავისი დანიშნულებით.

ასევე სადილობისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ თეფშის კიდეები არასდროს უნდა იყოს დასვრილი და მუდმივად უნდა იყოს სუფთად შენარჩუნებული.

არის ძალიან მარტივი და ადვილად შესასრულებელი წესები, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.












0
190
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0