x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
სურსათის უვნებლობის მნიშვნელობა საქართველოში

სურსათის უვნებლობა

უვნებელი სურსათი - ეს ის სიტყვათა შეთანხმებაა, რომლებიც დღესდღეობით არც თუ ისე პოპულარობით სარგებლობს საქართველოში.
რამდენიმე წლის უკან ქვეყანაში არ არსებობდა არა თუ კონტროლი, არამედ ტერმინი "უვნებლობა", დროთა განმავლობაში ის უფრო მნიშვნელოვანი გახდა და რა თქმა უნდა, სახელმწიფო კონტროლიც გამკაცრდა.
გამომდინარე იქიდან, რომ ზემო აღნიშნული სიტყვა - "უვნებლობა" პირდაპირ კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ღირსეული ადგილი უნდა ეკავოს ქართულ სიტყვათა ლექსიკონში.
სწორედ არა უვნებელ პროდუქტების შემწეობით არის, რომ სხვადასხვა დაავადებათა რისკი იმატებს და ამ მხრივ საქართველოც მოწინავე ადგილასაა.
ჩვენს სახელმწიფოში 2004 წელს დამტკიცდა "საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ეროვნული პროგრამა", რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის დეკემბერში მიღებულ კანონს "სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ". აღნიშნული კანონით განისაზღვრა სურსათის უვნებლობის და ხარისხის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების, მისი განხორციელებისა და კოორდინაციის სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპის პარლამენტისა და საბჭოს რეგულაცია EC №178/2002-ს, ასევე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებს.
მას შემდეგ, გახდა დაუშვებელი სურსათის ნებისმიერი სახის წარმოება და შემდგომ ბაზარზე დაფასოება, თუ მწარმოებელი არ იქნება დარეგისტრირებული საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.
დროთა განმავლობაში დღის წესრიგში დადგა სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოთხოვნები საწარმოს შიდა კონტროლის სისტემასთან დაკავშირებით, რომლიც მიხედვითაც ბიზნეს ოპერატორი ვალდებულია დანერგოს შესაბამისი საერთაშორისო თუ შიდა სტანდარტი.
გამომდინარე აქედან, მომხმარებლის სანდო იარაღად სწორედ სახელმწიფო კონტროლი უნდა მივიჩნიოთ, რადგან ეს მისცემს საშუალებას ნებისმიერ მოქალაქეს, ჰქონდეს ინფორმაცია, არის თუ არა ესა თუ ის პროდუქტი უვნებელი, რა თქმა უნდა, საჯარო უნდა იყოს ინფორმაცია ყველა მომხმარებლისთვის და ხელმისაწვდომი.
გამომდინარე სხვადასხვა ტიპის კონტროლისა, საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ინფორმაცია არ აქვს, თუ რომელია საკვებად ვარგისი, როგორ განვასხვავოთ ვადიანია თუ არა ესა თუ ის ხორცი, როგორ დავადგინოთ სწორად არის თუ არა პროდუქტის ეტიკეტირება, რომელმაც უპირველესი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მომხმარებელს პროდუქტის შესახებ, უმეტეს ნაწილს არ აქვს ინფორმაცია, როგორ მოიქცეს კრიტიკული შეუსაბამობის დაფიქსირების შემთხვევაში, თუნდაც, უბნის სუპერმარკეტში.
ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს, რომელმაც დააფიქსირა ნებისმიერი ტიპის დარღვევა სურსათის უვნებლობის კუთხით, უფლება აქვს მიმართოს ცხელ ხაზს: 1501 და დააფიქსიროს საკუთარი პრობლემა/ მოსაზრება.
აღნიშნული საკითხით დაინტერესება ხშირი არის ხოლმე მშობლებისგან, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, თავიანთ პატარას რომელი მწარმოებლის რძე, მაწონი, შვრია თუ სხვადასხვა პროდუქტი მიაწოდონ.
გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნეს ოპერატორის საქმიანობა სრულიად გამჭვირვალე უნდა იყოს, მომხმარებელსაც უნდა ჰქონდეს მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მწარმოებელზე და მის პროდუქციაზე, მომხმარებლის ვალი კი ის არის, გაეცნოს ყველა მასალას, რათა აიმაღლოს ცნობადობა და რისკებიც შეამციროს.
მაგრამ...
არსებობს ერთი "მაგრამ", რომელმაც შესაძლოა ადამიანი შეცდომაში შეიყვანოს, არის ისეთი პიარ კამპანიები სურსათში, რომლებიც უბრალოდ თვალს გიტყუებენ და გონებას გიბნევენ. ეს არის პროდუქტები, რომლებიც
1. ვიზუალურად კარგად გამოიყურება, მისი ხარისხიც უნიკალური გგონია, ღირებულებაც მისაღები, თუმცა აღმოჩნდება, რომ ამგვარი პროდუქცია ვადაგასულია. მაგრამ მნიშვნელობა იმას აქვს, თუ რამდენი დღის, კვირის, ან თვის ვადა აქვს გასული.
2. მიკრობიოლოგიურად დაბინძურებულია, რომელიც ვიზუალურად არ ისახება პროდუქტზე, სანამ ბაქტერიების გამრავლების პროცესია, ხოლო როგორც კი ბაქტერიები გადაიქცევიან პათოგენებად (სასიცოცხლო მაჩვენებლებისგან გადახრა), შესამჩნევი ხდება პროდუქტის ფერზე და გემოზეც.
საინტერესოა, როგორია სტუდენტურ სივრცეში სურსათის უვნებლობის აღქმა და მნიშვნელობა?!
ბოლო რამდენიმე წელია უვნებლობის თემატიკასთან დაინტერესება გაიზარდა ახალგაზრდების მხრიდან, არა ერთი ორგანიზაცია სთავაზობს მათ მოკლე ვადიან კურსებს, სტანდარტების, დადგენილებების და სხვადასხვა სურსათის უვნებლობის საკითხების შესწავლას, თუმცა გრძელვადიან კურსებს რაც შეეხება,
საქართველოში სურსათის უვნელობის კონკრეტული მიმართულება არ არსებობს, გარკვეული უმაღლესი სასწავლებლები სთავაზობენ ახალგაზრდებს საკვები პროდუქტის ტექნოლოგიას, საკვები პროდუქტის მეცნიერებას ან აგრარული ტექნოლოგიების ფაკულტეტებს.
თუმცა სურსათის უვნებლობის სპეციალისტის მოვალეობა/ ვალდებულებები განსხვავდება, რადგან ის გულისხმობს ხარისხიანი პროდუქციის მიწოდების უზრუნველყოფას მომხმარებლამდე, სადაც დაცული იქნება სასურსათო პროდუქციის მომზადების, შენახვის, შეფუთვის, ტრანსპორტირების და მიწოდების ყველანაირი პირობა.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ სურსათის უვნებლობის მნიშვნელობა და დაინტერესებაც მსოფლიოში კი ძალიან დიდია, თუმცა საქართველოში დროთა განმავლობაში ვითარდება და იხვეწება.
"სურსათის უვნებლობა ყველას საქმეა!" - სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის 2020 წლის ლოზუნგი.
სოფო ვაყელაშვილი
0
29
შეფასება არ არის
ავტორი:სოფოვაყელაშვილი
სოფოვაყელაშვილი
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0