x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"13 წლის წინანდელი წინასწარმეტყველის ასრულებამდე არც ისე დიდი დრო დარჩა" - რას წერს ლელა კაკულია

image


ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას ფეისბუქგვერდზე, მისი 2008 წლის წინასწარმეტყველება ვრცელდება, რომელსაც უცველად გთავაზობთ.



"2008 წელი, 1 მარტი



„რუსეთს პირველობის მანია იპყრობს, სურს იყოს პირველი მსოფლიოში, მაგრამ ცდება. გაზი და ნავთობი მუსლიმებსაც აქვთ და მათთვის ამას დიდი უბედურება მოაქვს. დიახ, შავი ოქრო — ეს წყევლაა ქვეყნებისთვის, იმიტომ რომ ვხედავ, მომავალში ნავთობი და გაზი ეკუთვნის მთელ მსოფლიოს. დიახ, ასეა. მომავალში მსოფლიო ერთიანდება ამ აზრის ირგვლივ: „თუ რომელიმე ქვეყანაში გაზი და ნავთობია, ის ეკუთვნის მსოფლიო ხალხებს და არავის მივცემთ უფლებას, რომ ამით მანიპულირება მოახდინონ პოლიტიკაზე!“ ეს დროც დადგება“. ლელა კაკულია


ეს წინასწარმეტყველება 13 წლის წინ წარმოითქვა და არაერთხელ გამოქვეყნდა კიდეც. და აი, მიმდინარე წლის ოქტომბერში რომში „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიმართა, რომელიც კლიმატური ცვლილებებისა და დედამიწაზე ეკოსისტემების შენარჩუნების თემას მიეძღვნა. G20-ის შეხვედრას შოტლანდიის გლაზგოში კლიმატური სამიტი მოჰყვა, რომელიც 31 ოქტომბერს დაიწყო და 12 ნოემბრამდე გაგრძელდა.

სამიტს, რომელზეც მთელი რიგი დოკუმენტების მიღება იგეგმებოდა სათბური გაზების გამოფრქვევის შემცირებისა და ნახშირბადოვანი ნეიტრალობის მიღწევის თაობაზე, რაც პირველ რიგში „მწვან ენერგეტიკაზე“ გადასვლას გულისხმობს, მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს.


სამიტის შედეგები განსაკუთრებით აღელვებდა ისეთ ქვეყნებს, რომელთა ენერგეტიკული პოლიტიკა ეკოლოგიისთვის მავნე ქვანახშირზე, ნავთობსა თუ გაზზეა დამოკიდებული. მათ შორის, პირველ რიგში, რუსეთს.


რუსულ პრესაში არაერთი კრიტიკული და შეშფოთებული პუბლიკაცია გამოქვეყნდა ევროკავშირის „მესამე კლიმატური ენერგოპაკეტისა“ და აშშ-ის გლობალურ დათბობასთან ბრძოლის ახალი ამერიკულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც ჯო ბაიედნმა გლაზგოს სამიტზე წაიღო.


როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოს მიმომხილველი ვიქტორია ნიკოფოროვა წერდა გავლენიან ჟურნალ Foreign Affairs-ზე დაყრდნობით:

„გლობალურ დათბობასთან ბრძოლის ახალი ამერიკულ პოლიტიკის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სუვერენული სახელმწიფოები საერთოდ არაა საჭირო, ვინაიდან მათ მთავრობებს „კლიმატური კატასტროფის“ დამარცხება არ შეუძლიათ. ამიტომ საჭიროა მსოფლიო მთავრობის დაარსება, რომელსაც ამერიკელები უხელმძღვანელებენ, თუმცა ზოგ თანამდებობას ევროპელი მოკავშირეებისთვისაც შემოინახავენ, პირველ რიგში კი დიდი ბრიტანეთისთვის.


ამერიკელების ყველაზე მრავლისაღმთქმელი აღმოჩენა კი ისაა, რომ „სახელმწიფოს რესურსები არ არის მისი ეროვნული მონაპოვარი და ისინი მთელ მსოფლიოს ეკუთვნის“. ხოლო თუ სუვერენული სახელმწიფო საკუთარ ბუნებრივ სიმდიდრეებს არასწორად განკარგავს, ის უცხოურ ინტერვენციას დაიმსახურებს“.

როგორც ყველაფრიდან ჩანს, ქართველი წინასწარმეტყველის ზემოაღნიშნული ჩანაწერის ასრულებამდე არც ისე დიდი დრო დარჩა." - ვკითხულობთ პოსტში.




0
1696
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1696