x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რისი რესურსი აქვს საზოგადოების თითოეულ წევრს?
ადამიანი დღევანდელ რეალობაში დახუნძლულია ყოფითი პრობლემებით, ჩაფლულია რეალობაში, რომელიც უფრო და უფრო ემსგავსება მძაფრ სიუჟეტიან ფანტასტიკას. არა მხოლოდ პანდემიის გამო, თუმცა ამან უფრო გაამძაფრა სიტუაცია, არ მთავრდება ერთფეროვნება, არ მთავრდება გაუთავებელი ყოფითი ბარიერები და არათუ საკუთარ თავთან ბრძოლის, საკუთარ თავთან დარჩენის დრო არ გრჩება...

ბევრი დამეთანხმება, ან სულაც ასე ფიქრობთ თავადაც, რომ განწყობით ყველაფრის შეცვლა შეიძლება... ბევრისთვის მითქვამს, ბევრისგან მომისმენია და თუმცა ვიცი ასე ვფიქრობ...ფიქრობ... და ფიქრობს... მაგრამ საჭირო დროსა და მომენტში გვავიწყდება ეს "ფიქრი"... და როცა რაღაც კრიტიკული მომენტი დგება ვიწყებთ ღელვასა და შფოთვას. გვავიწყდება საკუთარი მე, მიცემული პირობები და ჯანსაღი მსჯელობები, მშვიდ გონებაზე გადაწყვეტილი.

უამრავი დაბრკოლების მიუხედავად რაღაც მომენტი, მომენტები აუცილებლად უნდა აჩუქო შენ თავს რომ იგრძნო არსებობ და არა უბრალოდ ცხოვრობ.


image





დეკარტე ამბობდა : "ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ".

ეს სიტყვები ესეც შეიძლება გავიაზროთ - განვიცდი, მიყვარს და მაშასადამე ვარსებობ. მაშასადამე ვარ... არსებობას, ვფიქრობ ეს სიტყვა ჯობს.

ეს არის ადამიანად ყოფნა. თუ ერთხელ მაინც განგიცდია ადამიანად ყოფნა მერე ვერ უღალატებ მას.

ეს არის ბავშვობაში რაღაც მომხდარი, შემდეგ ცოტა ახალგაზრდობაში და

თუ ბავშვობაში რაღაც მაინც განგიცდია ეს ის ფუძეა, რომელზეც ძაღლყურძენა ვერ ამოვა, გამორიცხულია. თუ ვინმეს ეს ბავშვობაში დაგვაკლდა, ჩვენ შეგვიძლია ჩვენს თავს ვაჩუქოთ ეს სიყვარული.

რაც უფრო შეჭირვებულია ცხოვრება, რაც უფრო ძალას გატანს ყოფითობა, არის ადამიანში ის რესურსი, რომ ამან ამოხეთქოს. ეს რესურსი საზოგადოებასაც აქვს.

ლიუნგი წერდა:პოლიტიკური ხელისუფლების არ არსებობის პირობებში რელიგია ვალდებულია მისი გამოთავისუფლებული ადგილი დაიკავოს. რაღაც ერთი უნდა არსებობდეს, დავუშვათ ყოფითობა და თუ ვერ მიიღე ისეთი როგორიც გსურდა ვალდებული ხარ მისი ადგილი რწმენას და სიყვარულს დააკავებინო.

ეს არის რისის საშუალებითაც შეიძლება იყო ბედნიერი. ზოგჯერ ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, შეიძლება მასშტაბური მოვლენების გამო, პირადი მიზეზის გამო... და თუ შენ ადექვატური ხარ და შესაბამისად აზროვნებ... შეიძლება ფიზიკურად ვერაფაერი გააკეთო, მაგრამ ცნობიერებით, დამოკიდებულებით გააეთო რაიმე და აუცილებლად იქნები ბედნიერი. რაც არ უნდა გადაუჭრელი პრობლემის წინაშე იდგე ფონს აუცილებლად მშვიდობიანად გახვალ. ეს გნებავთ ისტორიული პროცესები იყოს, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული...

და თუ თქვენც ჩემსავით ფიქრობთ, რომ დღევანდელი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სოციალირი...ყველამხრივ კრიზის და არეულობის გამო გამო ქვესკნელისკენ მივაქანებით... მინდა, ყველას ჩემსავით სჯეროდეს, რომ ძალა ჩვენშია, საზოგადოებაშია და გამოსავალი აუცილებლად სადღაც არსებობს.







0
32
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0