x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508438
"წარმოუდგენელია ისე გეზიზღებოდეს შენი ხალხი და ქვეყანა, რომ ქველმოქმედებას და ადგილობრივ დასაქმებულებს აუგად მოიხსენიებდე" - ზურაბ ქადაგიძე

image
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ეხმაურება ოპოზიციურ ტელევიზიების გამოხმაურებას და შეფასებებს ბიძინა ივანიშვილის ახალ საქველმოქმედო ინიციატივაზე, რომელიც წითელ წიგნში შეტანილ, გადაშენების პირას მყოფი კოლხური ხოხბის მოშენებას ითვალისწინებს:

"ალბათ ბევრს უკვირს, თუ როგორ შეძლო მოქმედმა ხელისუფლებამ, რომ ამდენი წელია ხალხის ნდობას იმსახურებს და არჩევნებს არჩევნებზე იგებს. ამას სხვა ბევრთან ერთად ერთი ფუნდამენტური მიზეზი აქვს, მეორე მხარეს დგას ბოროტება, დგას ბოროტი ძალა, რომელსაც ეზიზღება ქართველი ხალხი და საქართველო, ეროვნული ღირებულებები, ჩვენი რწმენა და ტრადიციები.

სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას ის, რომ ამდენი წელია უტიფრად აგრძელებენ შავზე თეთრის მტკიცებას, შენების ნგრევად, ქველმოქმედების ძარცვად წარმოჩენას. თუკი არ გეზიზღება შენი ხალხი და ქვეყყანა, ის ბუნება სადაც ცხოვრობ, როგორ უნდა გაბედო და თავში მოგივიდეს მუქ ფერებში გააშუქო და აპოკალიფსად წარმოაჩინო ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, რომელიც წითელ წიგნში შესულ კოხლური ხოხბის გაშენებას გულისხმობს?


წარმოუდგენელია ისე გეზიზღებოდეს შენი ხალხი და ქვეყანა, რომ ქველმოქმედებას, რომელიც ბუნებაზე ზრუნავს, რომელიც ადგილობრივებს ასაქმებს და შემოსავლებს უზრდის აუგად მოიხსენიებდე და პარტიული ტელევიზიის სიუჟეტებს, შავ პიარს უძღვნიდე.

წარმოუდგენელია ჯანსაღმა საზოგადოებამ ასეთ ფაქტებზე რეაქცია არ გამოხატოს და აგრესია არ გაუჩნდეს კონკრეტული ტელევიზიის, ამ ტელევიზიის დამკვეთებისა თუ ჟურნალისტებად გადაცმული პარტიული აქტივისტების მიმართ. თუკი საზოგადოება ჯანსაღია, მან რაიმე უნდა მოიმოქმედოს, რათა მსგავსი ცილისწამებისა და სიცრუის კამპანიას ბოლო მოეღოს, გაჩნდეს ქვეყანაში ევროპული ტიპის მექანიზმები, რათა მედიაში გამეფებული აღვირახსნილობა დასრულდეს", - წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ქადაგიძე.

image
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტი გადაშენების პირას მყოფი, წითელ ნუსხაში შეტანილი კოლხური ხოხბის საშენის მოწყობას ითვალისწინებს.. კოლხური ხოხბის, რომლის საპატივსაცემოდ არსებობს სახელი ფაზისი.

საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში უკვე დაწყებულია ძირითადი სამუშაოები, დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა და, რაც მთავარია, კოლხური ხოხბის საშენის დასრულების შემდეგ, ადგილი შეიძენს ტურისტულ და ბიზნეს დატვირთვას.
image

ენტონი ბლეიკი ლას-ვეგასიდან ტოვებს ჩვეულებრივი პილოტის შთაბეჭდილებას, რომელიც დაფრინავს პატარა ორძრავიანი Cessna 414 თვითმფრინავით, თუმცა მისი არსი მდგომარეობს არა თვითმფრინავში, არამედ რა მიზნებისთვის გამოიყენება ეს მფრინავი აპარატი. საქმე იმაშია, რომ ბლეიკი ცაში "გაცნობის სახლის" პილოტია . New York Post-ის ცნობით, მფრინავი არის კომპანია Love Cloud-ის თანამფლობელი...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნამახვანჰესზე საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, ეს რომ ეს კონტრაქტი მემკვიდრეობით დახვდა. მისი თქმით, კონტრაქტში ბევრი რამ მიუღებელი იყო და ამასთან დაკავშირებით ინვესტორთან ჰქონდა საუბარი. ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს ინვესტორ კომპანიასთან. მიუხედავად იმ პროტესტი...
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტია. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7 პროცე...
ნიუ იორკის ხელისუფლება და რიგი ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციები ჩაატარებენ სოციალურ ექსპერიმენტს, რომლის ფარგლებშიც უსახლკარო ახალგაზრდების ჯგუფს გადასცემენ სოციალურ დახმარებას ფულის სახით. ამის შესახებ ინფორმაცია Fox News მა გაავრცელა. სოციალურ ექსპერიმენტში მონაწილეობას მიიღებს 18-24 წლამდე დაახლოებით ოთხი ათეუ...
პანდემიის დროს სამუშაოს გარეშე დარჩენილი ამერიკელების დასახმარებლად გამოყოფილი თანხების დაახლოებით ნახევარი დიდი ალბათობით მოპარულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ. მთლიანობაში დაახლოებით საუბარია 400 მილიარდი დოლარის ოდენობაზე. ფული მოპარულია "ფიქტიური უმუშევრების" გამოყენებით - ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ბოროტმოქმ...
საბჭოთა კავშირი ალბათ აბსურდამდე მისული ერთადერთი შესაძლებლობის ქვეყანა იყო, სადაც საზოგადოდ ფსკერიდან წამოსული ადამიანიც კი შეიძლება გამხდარიყო პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება. ნამდვილად ბევრს აინტერესებს ალბათ, რამდენი ჰქონდათ ხელფასი ზესახელმწიფოს ლიდერებს და როგორ რეგულირდებოდა კომუნისტური პარტიის გენერალურ...
0
762
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
762
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0