x
image
alex999
Mediator image
კლიმატის სამიტზე გამარჯვებული 7 ფოტო, რომელიც თქვენს ემოციებზე ძლიერად იმოქმედებს

წლის გარემოსდაცვითი ფოტოგრაფის კონკურსმა, რომელიც წელს მე-14-ედ ჩატარდა, წარმოადგინა მონაწილეთა მიერ გადაღებული შთამაგონებელი ფოტოები მთელი მსოფლიოდან. ამ კონკურსის მიზანია ადამიანებს კიდევ ერთხელ მიახვედრონ მოახლოებული ბუნებრივი კატასტროფის შესახებ, რომლის წინაშეც კაცობრიობა უძლური გახდება. წარმოგიდგენთ ამ ერთმანეთზე მნიშვნელოვან ფოტოებს, რომელიც ჩვენს ემოციებზე ძლიერად იმოქმედებს.


image







1. მომატებული წყლის დონე და ბავშვები

image


ფოტო ანტონიო არაგონ რენუნციომ გადაიღო 2019 წელს განაში(აფრიკა). ნაჩვენებია სანაპიროსთან ახლო მდებარე სახლი, სადაც პატარა ბავშვს სძინავს. შეგახსნებთ, რომ კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ზღვის დონემ შესამჩნევად იმატა, რამაც სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა აფრიკის კონტინენტის ქვეყნები, რომლებსაც ოკეანე ესაზღვრება.







2. ჯოჯოხეთი

image

ფოტო გადაღებულია ამან ალის მიერ(ინდოელი ფოტოგრაფი) 2021 წელს. ფოტოზე ვხედავთ პატაა ბიჭუნას, რომელიც დამოუკიდებლად ცდილობს ხანძრის ჩაქრობას, რადგან საკუთარი სახლი გადაარჩინოს. მოგახსნებთ, რომ წელს ადამიანების დაუდევრობის გამო უამრავი ხანძარი გაჩნდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც. ამ მხრივ ინდოეთი ლიდერობს, ისინი გარემოს ყველაზე ნაკლებად უფრთხილდებიან.







3. ბრძოლა გადარჩენისთვის

image


ზემოთ მოცემული ფოტოც მიმდინარე წელს არის გადაღებული, მისი ავტორია ისლამ აშააფული ბანგლადეშიდან. ნაჩვენებია ცხვრის ფარა, რომელიც ბალახს ეძებს საკვებად. მოგახსენებთ, რომ კლიმატის გაუარესაბამ ბანგლადეშის ბუნებას სერიოზული ზიანი მიაყენა, რის გამოც ძალიან ბევრ ბალახისჭამია ცხოველს არსებობა გაურთულა.







4. ფოტოგიორედაქტორი


image


ფოტობიორეაქტორები აწარმოებენ მდგრად ასტაქსანტინს (ანტიოქსიდანტს) გეოთერმული ენერგიის გამოყენებით. ისლანდია გადავიდა 100%-ით განახლებად რესურსებზე ენერგეტიკის სექტორში და გათბობაში. ფოტოს ავტორი სიმონ ტრავონტია, გადაღებულია 2021 წელს.







5. ბოლო ამოსუნთქვა

image

ფოტო გადაღებულია მიმდინარე წელს, ავტორი კევინ ოჩიენგია, რომელიც გვიჩვენებს პატარა ბიწუნას, რომელიც მცენარისგან იღებს ჟანბადს. უკანა ფონზე ვხედავთ დაწყებულ ქვიშის ქარიშხალს, რაც არასასიამოვნო მომავალს ნიშნავს.







6. სიმწვანე

image


Sandipani Chattopadhyay-ის წლევანდელ ფოტოზე ნაჩვენებია მდინარე დამოდარი ინდოეთში, სადაც წყალმცენარეების აყვავება ხდება მუსონებისა და გვალვების დარღვევების გამო. წყალმცენარეების აყვავება შეუძლებელს ხდის სინათლის შეღწევას ზედაპირზე და აფერხებს წყალქვეშა ორგანიზმების უნარს შთანთქას ჟანგბადი, რაც უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობასა და ამ ტერიტორიაზე არსებულ ცოცხალ ჰაბიტატებზე.







7. წყალდიდობა

image


ეს ფოტო გადაღებულია მიშელ ლაპინის მიერ, რომელიც კლიმატის სამიტის უკანასკნელი გამარჯვებულია წელს. ნაჩვენებია სახლი და ბაღი, რომელიც ქალაქ მოდენაში(იტალია) მდინარე პანაროს წყალდიდობის შედეგად დაიტბორა.

































სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



ესენი იცოდით? - გადალახეთ თქვენი ცოდნის საზღვრები

image



ბევრად მეტი, ვიდრე ფოტო - 13 კადრი, რომელიც ისტორიას არასოდეს დაავიწყდება!

image



ყველა დროის 12 ყველაზე ამაღელვებელი ფოტო (+ ისტორია)

image



სამოთხე ჩრდილოეთ ევროპაში - გაიცანით ნორვეგიის ულამაზესი ქალაქი

image



რამდენიმე ფოტო ჩრდილოეთ კორეიდან (ქვეყენას ამ ფოტოების გაქრობა სურს!)

image



მსოფლიო ისტორიის 15 უძლიერესი სახელმწიფო, რომლებიც სხვადასხვა დროს ბატონობდნენ დედამიწაზე

image



ცხოვრების ახალი ეტაპი - ირანის ისლამური რევოლუცია

image



37 იშვიათი ფოტო, რომელიც ისტორიის მტვრიანმა ფურცლებმა შემოგვინახა

image




0
241
3-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0