x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
თანამედროვე რობინზონი - მამაკაცი, რომელიც 40 წელია მარტოდმარტო ცხოვრობს მთებში
image

თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში, კენ სმიტმა უარყო ჩვეულებრივი ცხოვრება და ბინადრობს საკუთარი ხელით აშენებულ ხის ქოხში, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე, შოტლანდიის მაღალმთიანეთში, შორეულ ტბის, ლოხ -ტრეის სანაპიროზე.

„დიდებული ცხოვრებაა, – ამბობს ის, – ყველას სურს ამგვარად ცხოვრება მაგრამ ვერავინ ბედავს."

შეიძლება ვიკამათოთ, ნამდვილად არის იდეალური ცხოვრება თუ ტყის ნობათის შეგროვებით, თევზაობით, შეშის დაჩეხვით და ძველ გობში ტანსაცმლის რეცხვით ხარ დაკავებული. მით უმეტეს, თუ უკვე 74 წლის ხარ.

image

კენ სმიტის ქოხი არის რანოჰ- მურის ნაკრძალის ტბის პირას. უახლოესი გზიდან ორი საათის სავალზე.

"ეს ადგილები მიტოვებულია, - კომენტარს აკეთებს სმიტი, - ჩემკენ გზა არ არის, თუმცა ადრე, კაშხლის გაკეთებამდე, აქ ვიღაც ცხოვრობდა."

1929 წელს აქ ტბაზე ჰიდროელექტროსადგური აშენდა. წყლის დონის აწევის გამო ორი სოფელი წყალში ჩაიძირა.

"სოფლის ნანგრევები იქ არის, " ამბობს კენი და ტბას ბორცვიდან გადაჰყრებს. "მარტო მე გავიმარჯვე."

ცხრა წლის წინ მას კინოდოკუმენტალისტი ლიზი მაკენზი დაუკავშირდა. მან ცოტა ხნის წინ გადაიღო მასზე ფილმი BBC-სთვის, სახელწოდებით Trey the Hermit.(ტრეიას განდეგილი)


image

კენი დერბიშირიდან იყო(ცენტრალური ინგლისი), 15 წლის იყო, როდესაც სახანძრო დეპოში დაიწყო მუშაობა.

26 წლის ასაკში მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. წვეულებიდან დაბრუნებული ის სასტიკად სცემა ბანდამ, რა დროსაც ტვინში სისხლჩაქცევები განუვითარდა და 23 დღე უგონო მდგომარეობაში იწვა.

"მიმიტკიცებდნენ, რომ ვერასოდეს გამოვჯანმრთელდებოდი. მეუბნებოდნენ, რომ სამუდამოდ მუნჯი დავრჩებოდი. მითხრეს, რომ სიარულს ვერ შევძლებდი. მაგრამ მე ეს გავაკეთე", - ამბობს ის. "მაშინ გადავწყვიტე, რომ არ ვიცხოვრებდი სხვისი წესებით. დიდხანს უნდა ვიცხოვრო მხოლოდ ჩემი წესებით. ”

კენმა დაიწყო მოგზაურობა, ირჩევდა მიტოვებულ მხარეებს. კანადის იუკონის ტერიტორიაზე, ალიასკას საზღვარზე, მას მოულოდნელად გაუჩნდა იდეა: "რა მოხდებოდა, თუ გზიდან გადაუხვევდა და წავიდოდა სადმე გადაკარგულში?"

image

კენმა ფეხით დაფარა 37, 500 კილომეტრი თითქმის ათი წლის განმავლობაში, ისე რომ სახლში არც ყოფილა, ამ დროის განმავლობაში მისი მშობლები გარდაიცვალნენ. კენმა ამის შესახებ მხოლოდ დაბრუნების შემდეგ შეიტყო, ამბობს, რომ თავიდან ვერაფერს გრძნობდა.

„დიდი დრო დამჭირდა იმის გასააზრებლად, რაც მოხდა“, - ამბობს ის. სახლში, ახლა მას არაფერი აკავებდა.

კენი ისევ უმიზეზოდ გაუდგა გზას, მოიარა მთელი ბრიტანეთი და საბოლოოდ რანოჰ- მურის(Rannoch Moor) ნაკრძალში დამკვიდრდა.

„დავდიოდი და ვტიროდი, - ამბობს ის, - ვფიქრობდი: სად არის ყველაზე უკაცრიელი ადგილი ბრიტანეთში? "დავიარებოდი ტბის ირგვლივ, ვუყურებდი ყველა ყურეს იმ წერტილის საძიებლად, საიდანაც სახლები არ ჩანდა. ასი მილის მანძილზე სრული სიცარიელე იყო"

ასე დასრულდა კენის ხეტიალი . მან იპოვა ადგილი, სადაც დარჩენა სურდა.

მან ტირილი შეწყვიტა და ხის ქოხის მშენებლობა დაიწყო. დიზაინის შესაქმნელად, ჯერ პატარა ჯოხებით რამდენიმე მაკეტი გააკეთა.

image

40 წლის შემდეგ მის კერიაში ალი გიზგიზებს, მაგრამ მას არა აქვს არც დენი, არც გაზი, არც წყალი და მით უმეტეს, მობილური სიგნალი.

ტყეში შეშა უნდა მოჭრა და უნდა მოიტანო. კენს მოჰყავს ბოსტნეული და კრეფს კენკრას, მაგრამ მისი კვების ძირითადი წყარო ტბაა.

„თუ გინდა დამოუკიდებლად იცხოვრო, პირველი ნაბიჯი არის ისწავლო თევზაობა“, - ამბობს ის.

image

მაგრამ მარტო ცხოვრება სავსეა რისკებით . 2019 წლის თებერვალში, ლიზი მაკენზის წასვლიდან ათი დღის შემდეგ, კენს ინსულტი დაემართა.

ის გადაარჩინა იმ ცივილიზაციამ, რომელსაც გაექცა. განდეგილს თან ჰქონდა მინიატურული რადიომიმღები, რომელიც ლიზიმ აჩუქა და მან SOS სიგნალი გადასცა. დახმარების ზარი GPS თანამგზავრის მეშვეობით მიიღეს ჰიუსტონში, ტეხასის შტატში.

ამერიკელებმა სასწრაფოდ აცნობეს ბრიტანეთის ხელისუფლებას და კენი ვერტმფრენით გადაიყვანეს ახლომდებარე ქალაქ ფორტ უილიამის საავადმყოფოში.

შვიდი კვირის განმავლობაში ექიმები იბრძოდნენ მისი სიცოცხლისთვის, არწმუნებდნენ იგი დაბრუნებულიყო საზოგადოებაში, ეცხოვრა ქალაქის ბინაში და ესარგებლა მოხუცების მოვლის სერვისით. მაგრამ კენს ერთი რამ სურდა: თავის ქოხში დაბრუნება.

image

ასეც მოიქცა, მაგრამ მეხსიერების და მხედველობის შესუსტების გამო ახლა იძულებულია იმაზე მეტად დაეყრდნოს ადამიანებს, ვიდრე მას სურს. მეტყევეს ორ კვირაში ერთხელ მოაქვს მისთვის საჭმელი, რის საფასურსაც კენი პენსიიდან იხდის.

”ხალხი ძალიან კეთილია ჩემ მიმართ, აუცილებლად დავრჩები აქ ჩემი სიცოცხლის ბოლომდე", - ამბობს ის.-ბევრი რამ გადავიტანე, ადრე თუ გვიან ისევ ავად გავხდები, ან რაიმე მოხდება ისეთი, რაც სხვებსაც ემართება. მაგრამ იმედი მაქვს, რომ 102 წლამდე ვიცოცხლებ."


image

ასევე იხილეთ


ისააკ ნიუტონი-სიკვდილის წინ 84 წლის მეცნიერმა აღიარა, რომ მას არ განუცდია ხორციელი ვნებები და არ შეხებია ქალის სხეულს. თანაშემწეების მოგონებებიდან ცნობილია, რომ იგი ნანობდა იმ დაკარგულ დროს, რომელიც გაატარა შვებულებაზე, საკვებზე და ძილზე და აქ რაღა სახსენებელია სექსუალური სიამოვნება! მას ნამდვილად არ ეცალა მისთვის. გარეგნულად საკმაოდ მიმზიდველ...


როგორც ცნობილია, გუშინ საშინელი ტრაგედია მოხდა პერმში . 18 წლის ტიმურ ბ-მ ცეცხლი გახსნა პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა. ხოცვა -ჟლეტის ადგილზე, ამ საშინელ მომენტში მათ შორის იყო ერაყელი სტუდენტი, აბდულა ობაიდ მაითამ ობაიდი, წერს "რია ნოვოსტი". თავდამსხმელმა მოახერხა...


"სულიერი გურუ " პოლიციას ცხვირწინ უსხლტებოდა ხელიდან. რით არის ცნობილი ინდური კინო? დაკარგული და ნაპოვნი ძმების და დების ჩახლართული ისტორიებით, რომლებიც წარმოიშობა დაუჯერებელი გარემოებების ფონზე! ახლა კი მსგავსი ბოლივუდური ამბავი მოხდა თავად ინდოეთში, სადაც ადგილობრივი "ოსტაპ ბენდერი"11 წლის განმავლობაში სამართალდამცავ ო...


ამერიკელი მსახიობი მერლინ მონრო იმიტომ მოკლეს, რომ შეიტყო უცხოპლანეტელეთა შესახებ, რომელიც შემთხვევით იქნა გაშიფრული აშშ -ის პრეზიდენტთან, ჯონ კენედისთან ურთიერთობის დროს. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანელი მწერლის ნიკ რედფერნის წიგნში "Diary of Secrets: UFO Conspiracies and the Mysterious Death of Marilyn Monroe"(საიდუმლოების დღიური: ამო შეთქმულ...


სხვათა შორის დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში სააკაშვილის გარდა, პირველ პრეზიდენტზეც, ზვიად გამსახურდიაზეც იყო სისხლის სამართლის საქმე აღძრული.მის წინააღმდეგ საქმე გაუქმდა 2004 წლის იანვარში, ხელისუფლებაში საააკაშვილის მოსვლის შემდეგ. ქვემოთ გაეცნობთ ქვეყნის მეთაურებს, რომელებიც 21- საუკუნეში გაასამართლეს ...

0
524
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
524
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0