x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორ ავუმაღლოთ შვილებს სწავლის მოტივაცია?

image

ბევრ მშობელს აინტერესებს ეს საკითხი, როგორ აუმაღლონ ბავშვს სწავლისადმი მოტივაცია.

ვფიქრობ, ბავშვების მოტივაცია მასწავლებლის მიერ საინტერესოდ ჩატარებული გაკვეთილის ხარისხის პირდაპირ პროპროპორციულია. პირველ რიგში საკვლევია როგორ გაკვეთილებს ატარებენ ჩვენი... თქვენი ...შვილების მასწავლებლები, არის თუ არა საინტერესო ინტერაქტივზე დაფუძნებული, თამაშის ელემენტებით გამდიდრებული, მასწავლებელს აქვს ვალდებულება ასაკის შესაბამისი მამოტივირებელი პირობები შექმნას სასწავლო გარემოშიც და დისტანციური სწავლების დროსაც.

მეორე მხრივ საყურადღებოა ისიც, რომ მშობელს "დაჯექი ისწავლეს " გარდა სხვა ვალდებულებაც აკისრია და ძალიან საინტერესოა თავად როგორ ეხმარება შვილებს, რა მამოტივირებელ ღონისძიებებს მიმართავს სწავლის პროცესის კარგად წარსამართავდ.

მშობლის სკოლაში ჯდომა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას და ასე გამოვლენილი ყურადღება საკმარისი პირობა არაა მოტივაციის ამაღლების კუთხით. ეს მშობელი მხოლოდ მაკონტროლებელი მშობლის ფუნქციას ასრულებს და არა თანამშრომელი მშობლის, ამ ტიპის კონტროლი არ იწვევს შინაგანი მოტივაციის გააქტიურებას, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს თავად ბავშვის მოთხოვნას - ისწავლოს და არ იყოს დამოკიდებული მშობლის იძულებასა და შიშზე.

რეკომენდაცია 1

მშობელმა მასწავლებელთან ერთად უნდა გამოიკვლიოს ის მიზეზები რაც ბავშვების ჩავრდნას იწვევს სწავლაში. მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს მრავალფეროვანი სტრატეგიები, თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმა, თამაშები, პროექტები. მათი გამოყენება ხდება ონლაინ სწავლების პროცესშიც.

რეკომენდაცია 2

მშობელმა უნდა ითანამშრომოლოს მასწავლებელთან და უკეთ გააცნოს შვლების შესაძლებლობები და ინტერესთა სფეროები. მასწავლებელმა კი სწავლის პროცესი ბავშვების ინტერესთა სფეროებს მოარგოს და დაუკავშიროს.

რეკომენდაცია 3

მშობელმა და მასწავლებელმა ერთად შეარჩიონ პატარ-პატარა დავალებები, რომლებსაც ბავშვები დამოუკიდებლად შეასრულებენ და რომლის ეფექტსაც ძალიან მალე დაინახავენ. შესრულებული სამუშაოს შემდეგ მასწავლებელიც და მშობელიც მზად უნდა იყვნენ რომ შეაქონ ბავშვის ძალისხმევა და არა თავად მოსწავლეები.

დავალებაზე დახარჯულ ენერგიაზე აქცენტირება ბავშვებისთვის კარგი მოტივაცია იქნება.


0
51
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0