x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
დიდების გზაზე - ვარსკვლავების უცნობი ფოტოები, მათ შორის მთვრალი ქეით მოსისა და ანჯელინა ჯოლის ინტიმური კადრები
image


ჩვენ მათ ვიცნობთ როგორც ლამაზ და წარმატებულ კაშკაშა მსოფლიო შოუ - ბიზნესის წარმომადგენლებს, მაგრამ იყო დრო, როდესაც ისინი გზას პოპულარობის მწვერვალამდე ჯერ მხოლოდ იწყებდნენ. ცნობილმა ფოტოჟურნალისტმა გრეგ ბრენანმა ვარსკვლავების ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი საინტერესო მომენტები შავ-თეთრ ფოტოებზე აღბეჭდა, რომლებიც "The London Photo Show"-ის გამოფენაზე საზოგადოებას მთელი თავისი ბრწყინვალებით წარუდგინა, სელებრითების ნაკლებად ცნობილ ფოტოებს შორის მოხვდა როგორც ანჯელინა ჯოლის ვნებიანი კოცნა ყოფილ საყვარელთან, ასევე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქეით მოსის კადრებიც, რომლებიც თავისი გულწრფელობით მართლაც რომ ძალიან ცოცხალი და შთამბეჭდავი გამოვიდა.


image


18 წლის მომღერალი ადელი კადრში ჯერ კიდევ მაშინ მოხვდა სანამ ის მსოფლიო აღიარებას მოიპოვებდა. ფოტოზე ბრიტანელი პოპ - დივა ჭიქით ხელში 2006 წელს "Fiat"-ის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე იმყოფება.


image


სუპერმოდელი ქეით მოსი 2005 წელს კოვენტ - გარდენის "Donmar Warehouse" -ის თეატრის კიბეებზე ჩამოსვლისას. ის გასვლას უკანა კარიდან ცდილობდა, თუმცა ბრიტანელ სუპერმოდელს ფეხები გრძელ კაბაში აებლანდა და სიგარეტის კოლოფით ხელში იქვე კიბეებზე ჩამოჯდა.


image


ფოტოპროექტში ანჯელინა ჯოლის ინტიმური სახის ფოტოსაც შეხვდებით. გრეგ ბრენანის მიერ 2001 წელს გადაღებულ კადრში ის თავის ყოფილ ქმარს, ბილი ბობ თორნტონს ლეგენდარული რესტორნის "The Ivy"-ის მახლობლად ვნებიანად ეამბორება.


image


გრეგმა პოპის მეფის, მაიკლ ჯექსონის გადაღებაც მოახერხა, როდესაც ის ლონდონის "Harrod’s"-ის უნივერმაღიდან შოპინგის შემდეგ გამოდიოდა. მომღერალი 2005 წელს ფოტოზე თავისი ტრადიციული ქუდითა და ბლეიზერით არის აღბეჭდილი.


image


კიდევ ერთმა პოპ - ვარსკვლავმა, რომელმაც ფოტოპროექტში "გამოანათა" - ლედი გაგაა. მომღერალი ფოტოზე 2011 წელს იმ დროს არის გადაღებული, როდესაც მან სასტუმრო დატოვა და გულშემატკივრებით გარშემორტყმულ მანქანაში ჯდებოდა, თაყვანისმცემლები ეპატაჟის დედოფლის ნახვას მთელი 6 საათის განმავლობაში მოთმინებით ელოდნენ, ამიტომ მზრუნველმა ლედი გაგამ მის ლოდინში გათანგულ ფანებს ჩაი, ყავა და ორცხობილა გაუგზავნა.


image


გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის შთამბეჭდავი ფოტოებიც, რომლებზეც 2005 წელს ქვეყნის 42-ე პრეზიდენტის, ლონდონში ავტოგრაფ - სესიაზე დასწრება იყო აღბეჭდილი. სახელმწიფოს პირველ პირს სულ მცირე დაცვის 20 წევრი იცავდა.


image


შავ-თეთრ კადრებს შორის იყო ასევე ჰარვი კეიტელის საინტერესო ფოტოც, სადაც მსახიობი გულშემატკივარს შუშიდან კოცნიდა.


image


ლეგენდარული მსახიობი და რეჟისორი კლინტ ისტვუდი ბრიტანეთის დედაქალაქში სადილზე მიეშურება, 2003 წელი.


image


ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი მორიგი წვეულების დროს, სიგარეტის მოწევისას 2006 წელი.


image


კანადელი მომღერალი და კომპოზიტორი ლეონარდ კოენი ალბერტ - ჰოლში კონცერტზე მისვლისას, 2008 წელი. გრეგ ბრენანის ამ კადრების საოცარი სერია საშუალებას გაძლევთ ვარსკვლავებს სულ სხვა თვალით შეხედოთ. ეს გულწრფელი, ცოცხალი ფოტოები შორს არის პომპეზური სასცენო იმიჯისგან. ის, რომ ცნობილი სახეები ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ჩვენ ამას ბრენანის ნამუშევრები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, ნიჭიერი პაპარაცი კი ვარსკვლავური მტვრის გადაწმენდით ჩვენს თვალწინ მათ რეალურ არსს აშიშვლებს.






0
1282
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1282