x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მწარმოებელი: კორონავირუსის საინექციო პრეპარატ Areplivir-ით დაინტერსებულია 50 ქვეყანა

image

არეპლივირით, კოროვირუსის საწინააღმდეგო საინექციო პრეპარატით, შესაძლოა დაინტერესდეს დაახლოებით 50 ქვეყანა. ამის შესახებ მწარმოებელი კომპანია „პრომომედის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ პიოტრ ბელიმ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში COVID-19-ის პირველი პრეპარატი "არეპლივირი" ინექციების სახით 12 ნოემბერს დარეგისტრირდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს პრეპარატი შევიდოდა სტაციონარებში.

პიოტრ ბელიმ РИА Новости - სთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, კომპანია ექსპორტით აპირებს ჩართვას, მაგრამ ცალსახაა, რომ ჯერ რუსეთის მოსახლეობას მიეწოდება მედიკამენტები, შემდეგ კი ექსტრატერიტორიულ ბაზრებს.

მისივე თქმით, კომპანიამ ზუსტად იგივე პოლიტიკა გაატარა ტაბლეტებთან მიმართებაში.

"პარენტერალური ფორმით ჯერ რუსეთს, ხოლო შემდგომ ექსტრატერიტორიულ ბაზრებს მიეწოდება. საინექციო ფორმაზე ძნელი სათქმელია, რადგან მან რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროდან მხოლოდ გუშინ მიიღო ლიცენზია. ხოლო ტაბლეტური ფორმით, როგორც დავინახეთ ინტერსის სფეროს მიხედვით, ის 50 ქვეყანს მიეწოდება", - აცხადებენ თანამოსაუბრე ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის წამალი „არეპლივირი“ შეიქმნა 2020 წელს სარანსკის ქარხანაში „ბიოქიმიკოსში“ (საერთაშორისო არაკომერციული სახელწოდება „ფავიპირავირი“). პრეპარატი შედის სასიცოცხლო და აუცილებელი მედიკამენტების ნუსხაში ​​და ნებადართულია მისი ამბულატორიული გამოყენება.

0
98
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0