x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"სილამაზე მათემატიკური სიდიდეა" - ფოტოები
სინამდვილეში სილამაზე სავსებით გამოთვლადი და მათემატიკური სიდიდეა.
მშვენიერება გამოითვლება სიმეტრიითა და პროპორიციით.
image
ჩვენი ბიოლოგიური სახეობა ისეა "დაპროგრამებული" რომ სიმეტრიას აღიქვამს სიჯანსაღედ, ოდესღაც ჩვენი წინაპრებისთვის ასეთი პროპორციები იყო ერთგვარი სიგნალი, რომელიც ჯანსაღ გენებზე მიანიშნებდა.

თუ დააკვირდებით სხვა ცხოველებსაც, აღმოაჩენთ საინტერესო კანონზომიერებას.

კერძოდ კი იმას, რომ სახის ერთი ნახევარი დუბლირებულია და სარკის ეფექტივით სახის მეორე მხარეს გადატანილი.

ეს მექანიზმი ევოლუციას დასჭირდა ძალისხმევის დასაზოგად და მხოლოდ ზოგიერთი გენეტიკური მუტაციის შედეგად ჩვენ ვხდებით ასიმეტრიულ სახეებს, რომლებიც შესაბამისად არ გვეჩვენება მიმზიდველად.

ჰეგსაგონური სიმეტრიის ნიღაბი, შემუშავებულ იქნა მეცნიერების მიერ. ეს ნიღაბი არის სილამაზის ერთგვარი ნიმუში, რაც უფრო თანხვედრაში მოდის თქვენი სახის პროპორციები ნიღბის პარამეტრებთან, მითუფრო ლამაზად ითვლებით.

აქ ნიმუშად მოყვანილი სახეები დაფოტოშოპებულია, "before and after" პრინციპით. როგორი იყო სახე მანამდე და როგორი მიმზიდველი გახდა მას შემდეგ, რაც ფოტოშოპის მეშვეობით მოხდა სახის ნაკვთების რეკონსტრუქცია "სილამაზის ნიღბის" პროპორციების მიხედვით.
imageimageimage


0
72
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0