x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მიუღებელი და ამაზრზენია როცა მშობელი ფულის სანაცვლოდ 9 წლის გოგონას ცოლად ატანს 55 წლის კაცს, ეს პედოფილიაა და რელიგია ამას არ უნდა ამართლებდეს

image დავიწყებ იმით, რომ ძალიან ბევრი ისლამის აღმსარებელი მეგობარი მყავს აჭარის რეგიონშიც, ქისტებშიც და ინგუშებშიც, შესაბამისად პატივს ვცემ მათ რელიგიას.
თუმცა არ მომწონს ის რასაც უშვებს ისლამი, ესაა ღია პედოფილია როცა არასრულწლოვანს ყალიმის სანაცვლოდ ცოლად ატანენ ბაბუას ასაკის მამაკაცს.
ეს ამაზრზენია, ეს მიუღებელია და ჩემთვის გაუგებარია სასულიერო პირები როგორ უშვებენ ამ სიმახინჯეს!
ცალკე არ მესმის იმ არაადამიანი მშობლების რომლებიც ფულის თუ რაღაც ქონების გამო ბავშვს პრაქტიკულად რომ ყიდიან ასაკოვან მამაკაცზე.
ფულში როგორ უნდა გაცვალოს მშობელმა შვილი რომელიც დედას 9 თვე მუცლით უტარებია, მისთვის ღამეები უთენებია?
ისლამურ სამყაროში ეს საშინელება დაშვებულია, ახლაც ავღანეთში ავღანელმა მშობლებმა რომლებსაც გარკვეული მიზეზების გამო ვალი დაედოთ და ვერ იხდიდნენ, ვალის გასასტუმრებლად 55 წლის მამაკაცს მიყიდეს 9 წლის გოგონა ფარვანა.
ბავშვმა რა იცის ოჯახური ცხოვრების ან მით უფრო ცოლქმრული ურთიერთობის?
9 წლის ბავშვის ორგანიზმი არაა განვითარებული იმ დონეზე, ცოლქმრული მოვალეობა შეასრულოს მისთვის უსაფრთხოდ. სტატისტიკის მიხედვით ისლამურ სახელმწიფოებში ამგვარი ქორწინების შედეგად არც თუ მცირე რაოდენობით "პატარძალი" იღუპება "პირველი ღამის" ურთიერთობით გამოწვეული ჯანმრთელობის გართულებით.
ერთი სიტყვით საქმე გვაქვს დაკანონებულ პედოფილიასთან, რაც ნებისმიერი რელიგიის აღმსარებელი საღად მოაზოვნე ადამიანისათვის მიუღებელი უნდა იყოს.

0
114
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
114