x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
უნდა დავაძალოთ თუ არა ბავშვს სკოლაში ან ბაღში სიარული?
image


საბავშვო ბაღში წასვლაზე...სკოლაში წასვლაზე... დარჩენაზე... ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს ამ ჩარჩოების დაწესებასთან დაკაბშირებით. ყველა ბავშვი ვალდებულია წავიდეს და დარჩეს სკოლაში, მაგრამ ყველა ბავშვი ამას ვერ ახერხებს...იმიტომ არა რომ არის განებივრებული ან იმიტომ არა რომ არის თავხედი, ან იმიტომ არა რომ არ ემორჩილება დაწესებულ წესებს, უბრალოდ ნაწილს აქვს ეგრედ წოდებული სეპარაციის შფოთვა, როდესაც ბავშვი არ ჩერდება ახლობლის გარეშე, ვერ რჩება სასწავლო გარემოში. ჩვენ ვიცით ასეთი ბავშვები და ძალიან რთულია ამ მდგომარეობის გადალახვა.

ერთია სეპარაციის შოთვა, როდესაც ბავშვს ეჩვენება რომ მას დატოვებენ და აღარ მიაკითხავენ. პანიკური შეტევის ტოლფასია ზოგისთვის მშობლის გარეშე დარჩენა. არაა სწორი მიდგომა როცა საბავშვო ბაღში მასწავლებლები ეუბნებიან მშობელს მოკეტე კარი, იტირებს და გაჩერდება ... ეს არ არის ის სიტუაცია, როცა კანფეტი უნდა და არ ვაძლევთ კანფეტს, იტირებს და გაჩერდება. არიან ბავშვები რომლებიც მთელი წელი, ზოგი ორი წლის განმავლობაშიც კი არ ჩერდება მშობლის გარეშე.

არის მეორე ტიპის შფოთვითი აშლილობის ფორმა, რომელიც ხშირად გვხვდება ბავშვებში ... ეს არის სასკოლო შფოთვა.


სასკოლო შფოთვაა, როდესაც უხარია სკოლაში წასვლა, სკოლა არ აძლევს იმის საბაბს რომ არ წავიდეს სკოლაში, უნდა წასვლა მაგრამ მისვლის შემთხვევაში იწყებენ ტირილს კართან და ერთი კონკრეტული შემთხვევის დროს დედამ ბავშვი უკან წამოიყვანა. ესეც არის პანიკურის შიშის ტოლფასი, კი უნდა მაგრამ შიშს და შფოთვას ვერ ლახავს. დედა კარგად მოიქცა როცა უკან წამოიყვანა იმიტომ რომ ეს არის ისეთი რაციონალური შფოთვა, რომელსაც სჭირდებათ მკურანალობა, მიდგომა და მხარდაჭერა. ასეთ ბავშვებს სჭირდებათ ფსიქო თერაპია, რომელსაც მშობელი მარტო ვერ გაუმკლავდება. ეს არის მკურნალობა როცა წამლის ნაცვლად სიტყვით და თამაშით ხდება თერაპია და ბავშვი ეგუება, აცნობიერებს, რომ მშობელთან სეპარაცია ანუ განშორება მას ცუდს არაფერს მოუტანს. იაზრებს, რომ ახალი გარემო სულაცა არაა საფრთხის შემცველი. ლაპარაკია დაწყებითი საფეხურის ბავშვებზე, აქ თავისუფლება და თავისუფალი არჩევანი არაფერ შუაშია არაა, არ აქვს თავისუფალი არჩევანი, ვერ აირჩევს, რადგან მისთვის არის ერთადერთი ვარიანტი - იყოს სახლში.

გარეგნულად იგივეა. თითქოს განსვხვავდება უკვე გარდატეხის ასაკის ბავშვი ოპოზიციური ქცევის გამო, რომ არ მიდის სკოლაში.

დაწყებითი პერიოდის ასაკში თუ გარდატეხის პერიოდში შვილებს მშობლების მხარდაჭერა, ინფორმირებულობა, სწორი დამოკიდებულება გადაალახინებს მსგავს და კიდევ უამრავ ყოფით პრობლემას.







0
48
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0