x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
"ჟურნალისტებს გუშინ ტუალეტი დაუკეტე, დღეს ფოიე, არ გრცხვენია, ასეთად რომ იქეცი!?" - ვის მიმართავს ნოდარ მელაძე

image


ჟურნალისტი და "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნატა მახვილაძეს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს და მას საჯაროდ "ზონდერს" უწოდებს.


"Natalia Makhviladze – საზოგადოებრივი მისაღები რატომ დაუკეტე ჟურნალისტებს? მთელი დღე, გლდანის ციხესთან რომ დგანან ჟურნალისტების და ოპერატორები, სკამზე დაჯდომის უფლება არ აქვთ?
გუშინ ტუალეტი დაუკეტე, დღეს ფოიეი, ცდებს ატარებ თუ რა ხდება?
შენთვის რომ ვინმეს გადაღებაზე, მოსაცდელი დაეკეტა, ცას ხომ ჩამოაქცევდი და როლანდი ბიძიას დაურეკავდი.


Natalia MakhviladzeNatalia Makhviladze ის გადაწყვეტილებით ჟურნალისტებს და ოპერატორებს, რომლებიც დილიდან საღამომდე გლდანის ციხესთან დგანან, არ უშვებენ ციხის სამოქალქო მისაღების საპირფარეშო ოთახში.

მთელი დღე რომ გადაღებაზე ხარ დილის 9 დან საღამოს 9 მდე, ბუჩქებში უნდა ირბინო?

ეს გოგო ამდენი წელი კურიერში, რომ მუშაობდა ასეთი იყო? Nanuka Zhorzholiani

ინგა გრიგოლია მზეში რომ იყო, ასეთი იყო?

ხალხო სხვა ვინმეს ვიცნობდი?


Natalia Makhviladze გაიცანით ეს არის ადამიანის, რომელსაც ომი აქვს გაჩაღებული დამოუკიდებელი მედიის წინააღდეგ! ნატა ძალიან სამწუხაროა, რომ ამის დაწერა მიწევს შენზე, მაგრამ შენ ხარ "ზონდერი"


იუსტიციის მინისტრის ბრიფინგის შესახებ შეტყობინება ტვ პირველში შემოვიდა 13:00. ამ დროს მთელი სამთავრობო მედია უკვე იუსტიციის სამინისტროში იყო.

არადა მანამდე 12:42 იუსტიციის სამინისტროს პრესმდივანს, დავურეკეთ ტელეფონზე არ გვიპასუხა.

რამდენიმე წუთში მოგვწერა, რომ გვაცნობებოდა, როდესაც დაიგეგმებოდა ბრიფიგი. მოიტყუა!! ბრიფინგი დაგეგმილიც იყო და მედიაც უკვე იქ იყო!

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის


p.s.


Natalia Makhviladze რად გიღირს, ამ ყველფერის კეთება? სამსახურიდან რომ გამოხვალ, სახლში რომ მიხვალ, მაშინ მაინც დაფიქრდი, რომ იმ ადამიანებს ეომები, ვისთან ერთადაც იმ დიდი ნიუსრუმში იდექი ივანიშვილის რეჟიმის სისტიკეზე გაცხარებული ღაღადებდი!

როგორ არ გრცხვენია, ასეთად რომ იქეცი!" – წერს ნოდარ მელაძე.








0
626
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
626