x
მეტი
  • 17.01.2022
  • სტატია:116263
  • ვიდეო:353081
  • სურათი:490134
მარგველაშვილი იმ რუსებს მიმართავს, ვინც სააკაშვილის კადრებზე იცინის
image

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სოციალური ქსელით მიმართავს იმ რუსეთის მოქალაქეებს, “რომლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეურაცხმყოფელ კადრებზე იცინიან”.


"რუსები, რომლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეურაცხმყოფელ კადრებზე იცინით.დიახ ეს ქართველებმა გააკეთეს, მაგრამ ამ ქართველებს უხდით თქვენ!ხოლო დანარჩენი საქართელო ერთიანია იმ ოპროჩნინას(შენიშვნა: ოპრიჩნინა- ივანე მრისხანეს დროინდელი კანონი, რის მიხედვითაც სახელმწიფო ადგილ-მამულები, ჯართან, დაწესებულებებთან ერთად მის პირად მფლობელობაში ექცეოდა) სიძულვილში, რომელიც რომელიც უცხოა ჩვენი ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ხალხისთვის”, —წერს სოციალურ ქსელში გიორგი მარგველაშვილი.

image


შეგახსენებთ, ამ დღეებში პენიტიციალურმა სამსახურმა გაავრცელა რამდენიმე ვიდეო, სადაც ციხეში მყოფი სააკაშვილის სხვადასხვა პროცესია გადაღებული, მათ შორის ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ გადაყავთ რამდენიმე კაცს იძულებით მიხეილ სააკაშვილი.მეორე ვიდეო კი ციხეში გადაყვანამდეა გადაღებული.



კადრებში სააკაშვილი ბადრაგს უყვირის, "პუტინის და ივანიშვილის მონას უწოდებს" და უკან რუსთავის ციხეში დაბრუნებას ითხოვს და უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში საკუთარი ნებით შესვლაზე.

image

პენიტენციური სამსახური კი თავის განცხადებაში წერს, რომ სააკაშვილმა აქეთ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ციხის თანამშრომლებს და ტექნიკა დააზიანა:


"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლებას, პალატაში განთავსებას და სააკაშვილის მიერ დაწყებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, “ - ნათქვამია პენიტენციურის განცხადებაში


image

გუშინვე, ამის პარალელურად სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. „მივიღე გადაწყვეტილება, გავითვალისწინო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდება და შევწყვიტო შიმშილობა. ამ შიმშილობის შეწყვეტას აქვს დათქმა“ - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

მთავარ დათქმად სააკაშვილი რეაბილიტაციისთვის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანას ასახელებს - „როგორც კი მიღებული იქნება ეს გადაწყვეტილება და გადამიყვანენ ამ დაწესებულებიდან სათანადო დაწესებულებაში, შიმშილობას დაუყოვნებლივ შევწყვეტ" - ნათქვამია მიმართვაში.





0
345
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
345
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0