x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ეს არის დაუჯერებელი - რა მოხდა პსჟ-ს ქალთა გუნდში, რამაც ფრანგული საზოგადოება ააღელვა?

image

"პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელი ამინატა დიალო პოლიციამ დააკავა, როგორც ეჭვმიტანილი მის თანაგუნდელ ჰეირა ჰამრაუიზე თავდასხმის ორგანიზებაში.


ერთი კვირის წინ, 4 ნოემბერს, ორი უცნობი პირი თავს დაესხა 31 წლის სპორტსმენს, რა დროსაც ქალს ფეხებში რკინის არმატურა ურტყეს. ვარაუდობენ, რომ დიალოს მიზანი იყო, რომ ამ გზით ჩამოეშორებინა კონკურენტი ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის.აღსანიშნავია, რომ მუქარის შესახებ პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმაც განაცხადეს.


ამ დღეებში ფრანგულ ფეხბურთში ნამდვილი კრიმინალური დრამა განვითარდა. "პარი სენ-ჟერმენის"ქალთა გუნდის ფეხბურთელი, ამინატა დიალო დააკავეს თანაგუნდელ ჰეირა ჰამრაუზე თავდასხმის ორგანიზების გამო, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ფეხის დაზიანებები მიიღო. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცოტა ხნის წინ გუნდის სხვა წევრებსაც დაემუქრნენ.



დიალო ვერსალის რაიონის პოლიციამ 10 ნოემბერს დააკავა. 26 წლის სპორტსმენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს და რამდენჯერმე გამოიძახეს საფრანგეთის ნაკრებში, სადაც შვიდი მატჩი ითამაშა და ერთი გოლიც გაიტანა.

imageფოტოზე:ამინატა დიალო



ინციდენტი, რომელზეც სამართალდამცავი უწყებებისა და საფრანგეთის საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, 4 ნოემბერს მოხდა. L'Equipe-ის ცნობით, ამ დღეს ჰამრაუი და პსჟ-ს რამდენიმე სხვა მოთამაშემ რესტორანში გუნდურად ივაშხმეს და სახლში ბრუნდებოდნენ.


იგი დიალოს მანქანაში ჩაჯდა, რომელსაც თავად დიალო მართავდა, საღამოს 10 საათზე მათ ორი ნიღბიანი მამაკაცი მიუახლოვდა. მედია წერს, რომ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ჰამრაუი მანქანიდან გადაიყვანა, რის შემდეგაც მას რამდენიმე წუთის განმავლობაში რკინის გისოსს ურტყამდნენ. აღნიშნავია, რომ დამნაშავეების სამიზნე ფეხბურთელის ფეხები იყო, რაც იმას მიუთითებს, რომ მიზანი მისი თამაშიდან გამოთიშვა იყო. ამის შემდეგ თავდამსხმელები გაიქცნენ ისე, რომ არც სპორტსმენის ნივთებს და არც ამინატა დიალოს არ შეხებიან.


ჰამრაუი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას თეძოსა და წვივის ძვლების დაზიანებები დაუდგინეს. RMC Sport-ის ცნობით, საბედნიეროდ სპორტსმენი სერიოზულ, გამოუსწორებელ ტრავმებს გადაურჩა და სწრაფად დაიწყო გამოჯანმრთელება.



თუმცა, 31 წლის ნახევარმცველი ჯერ კიდევ ვერ მიიღებს მონაწილეობას პსჟ-ს მომდევნო მატჩებში. 9 ნოემბერს მას უნდა ეთამაშა მადრიდის "რეალის"წინააღმდეგ ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე, შეხვედრა, რომელიც მისთვის მე-100 იქნებოდა პარიზულ კლუბში. ჰამრაუის არყოფნა თავდაპირველად პირადი მიზეზებით ახსნეს და მის ნაცვლად მოედანზე დიალო შემოვიდა, რომელიც იმავე პოზიციაზე თამაშობდა.

imageფოტოზე: ჰეირა ჰამრაუი



დაზარალებული პსჟ-ში გადავიდა 2021 წლის ზაფხულში "ბარსელონადან", ისევე როგორც დიალო, რომელიც იჯარის დასრულების შემდეგ დაბრუნდა "ატლეტიკოდან".


ჰამრაუი გახდა გუნდის ძირითადი მოთამაშე და დიალო ჩვეულებრივ გამოდიოდა მის შემცვლელად. ასევე, გოგონები საფრანგეთის ნაკრებში ადგილისთვის იბრძოდნენ. ამავდროულად, ორივე სპორტსმენის ნაცნობი წყაროები ირწმუნებიან, რომ ისინი მეგობრულ ურთიერთობაში იყვნენ და ერთად შვებულებაში წასვლაც კი მოახერხეს.


თავდასხმის შემდეგ ჰამრაუის ორი მცველი მიუჩინეს. პსჟ-ს სხვა ფეხბურთელებმაც აღიარეს, რომ ცოტა ხნის წინ მათაც მიიღეს მუქარაც და ანონიმურ ზარებში მსხვერპლის სახელსაც ახსენებდნენ Le Journal du Dimanche-ის ცნობით, პოლიციამ გაარკვია საიდან მოდიოდა ზარები და გაარკვია, რომ ისინი ხორციელდებოდა ლიონის ციხიდან, სადაც სასჯელს იხდის დიალოს ახლობელი. ისიც ამ საქმეზე ბრალდებული გახდა.


დიალოს დაკავების შემდეგ პსჟ-მ მომხდარის შესახებ განცხადება გაავრცელა. კლუბმა დაადასტურა, რომ გოგონა თანაგუნდელზე თავდასხმის გამო დააკავეს და დაგმეს ყოველგვარი ძალადობა. ფრანგული გრანდის პრესსამსახური ირწმუნება, რომ კლუბი ყველა ღონეს გამოიყენებს, რათა უზრუნველყოს ყველა ფეხბურთელის უსაფრთხოება და ასევე დაეხმარება გამოძიებას.


მომხდარს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოელ ლე გრაე გამოეხმაურა. მან აღიარა, რომ შოკირებულია დიალოს წინააღმდეგ შესაძლო ბრალდებებით და ვერ იჯერებს მომხდარს.

„ეს ეჭვები წარმოუდგენელია. ორივე სპორტსმენს ვიცნობ. შოკირებული დავრჩები, თუ ეს ამბავი სიმართლე აღმოჩნდება."-აღნიშნა მან

0
603
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
603
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0