x
მეტი
  • 30.03.2024
  • სტატია:134066
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508254
ბინძური თამაშები, ბელორუსის პრეზიდენტმა ევროპას სირიელი მიგრანტები შეუსია, ვფიქრობ ამაში პუტინის ხელიც ურევია

image

სირიაში მიმდინარე საომარ მოქმედებებმა ათეულობით ათასი სირიელი აიძულა სამშობლო დაეტოვებინა და ოჯახებით ევროპის მიმართულებით აეღოთ გეზი.

თავიდან ეკვოკავშირის ქვეყნებმა ფართოდ გაუღო კარები მიგრანტებს, რაც ტოლერანტობის მოყვარულ ევროპელებს მეტისმეტად ძვირი დაუჯდა. სირიელ მიგრანტებს შორის ბევრი აღმოჩნდა ფანატიკოსი ისლამისტი, რომლების ერთადერთი საზრუნავი და საფიქრალი მხოლოდ ისაა, რამე გააფუჭონ (აქ იგულისხმება ტერაქტები, რიგითი მოქალაქეების მიმართ ძალადობა და ასე შემდეგ), ადრე ვწერდი ესპანეთის სპეცსამსახურების მიერ გაშიფულ მიგრანტებზე, რომლებიც სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებით გაითქვეს სახელი.

ევროკავშირი მიხვდა, რომ სირიელი მიგრანტების მიღება ყოველგვარი შემოწმების და საემიგრაციო ბანაკებში მათი გაფილტვრის გარეშე ევროპისათვის საფრთხეს რომ წარმოადგენს.

პოლონეთმა უკვე კატეგორიული უარი განაცხადა მიგრანტების მიღებაზე და მართალიცაა, რატომ უნდა მიიღოს ევროპულმა ქვეყანამ სირიელი მიგრანტები, როცა ბევრია არაბული მდიდარი ქვეყანა, სადაც უნდა წასულიყვნენ წესით სირიელი მიგრანტები.

რუსეთმა სირიიდან დიდი რაოდენობით გამოიყვანა სირიელი მიგრანტები, მაგრამ რუსეთში მუდმივი საცხოვრებელი არ მისცა, სამაგიეროდ ბელორუსის პრეზიდენტთან შეთანხმებით ეს მიგრანტები ბელორუსის გავლით შეუსია ბელორუს-პოლონეთის საზღვარს, სადაც კარგა ხანია უკვე "გადი-გამოდი" სიტუაციაა შექმნილი, ბელორუსი მესაზღვრეები ყოველგვარი შემოწმების გარეშე ატარებენ ნეიტრალურ ტერიტორიაზე მიგრანტებს, რომლებიც ბოშათა ბანაკივით გუნდურად გადაადგილდება და მერე უკვე პოლონეთში შეღწევას ძალისმიერი ხერხებით ცდილობენ. ძნელი სათქმელია სანამდე ეყოფა ძალა და ნერვები პოლონელ მესაზღვრეებს, სირიელი მიგრანტების იარაღის გამოყენების გარეშე შესაკავებლად, მაგრამ საზღვრისპირა ზონაში მეტისმეტად დაძაბული ვითარება რომაა შექმნილი ეს ცხადზე ცხადია.

რუსეთი როგორც ყოველთვის ორი კურდღლის ერთად დაჭერას ცდილობს, სირიიდან გამოყავს დევნილები, რითაც "კარგი მეგობრის" იმიჯს იქმნის და მეორე და უმთავრესი-რუსეთი ბელორუსის დახმარებით ცდილობს ევროპას ადრე დაწესებულ სანქციებზე "აბაროტი აუღოს" ამ გზით.


სირიელმა მიგრანტებმა დიდ ჯგუფებად თუ მოახერხეს პოლონეთში შეღწევა, ეს უკვე პოლონეთში მოსალოდნელი ქაოსის ტოლფასია, რადგან სირიელი მიგრანტების კომპაქტურად განლაგების ადგილებზე ყველგან საჭირო გახდა პოლიციის დამატებითი ძალების შეყვანა სირიელების თავაშვებული და ზღვარსგადასული ქმედებების გამო.


imageimageimageimageimageimageimage






0
189
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
189