x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უძველესი ცივილიზაციების საფრენი აპარატები

საყოველთაოდ მიღებულია, რომ ძველი ცივილიზაციები თანამედროვესაგან შორს იყვნენ. იმ დროს, თითქოსდა, არაფერი გამორჩეული არ შექმნილა... მაგრამ, ძველი დროის მფრინავი აპარატები, ნამდვილად რომ, იმსახურებს ჩვენს ყურადღებას.


image


ამ ჰიპოთეზას, თანამედროვე მეცნიერება სრულად გამორიცხავს. თუმცა, უძველესი იეროგლიფები, ნახატები, ჩანაწერები და დოკუმენტები ადასტურებს, რომ ძველი ცივილიზაციები მოწინავე ტიპის მფრინავ აპარატებს ნამდვილად ფლობდნენ.

imageჯიმ ვუდმანის აზრით, რომელიც ამ საკითხებზე საკმაოდ დოდ ხანს მუშაობდა, იმ პერიოდში, ადამიანს საკმარისი შესაძლებლობები ჰქონდა იმისთვის, რომ საფრენი აპარატები შეექმნა. ამის მტკიცებულებად კი, ძველი ინდური ვიმანები გამოდგება.

როდესაც მეცნიერებმა ცივილიზაცია შეისწავლეს, რომელმაც ის შექმნა, მიხვდნენ, თუ რამდენად მაღალგანვითარებული იყო ის. ეს ცივილიზაცია, უკანასკნელი გამყინვარების პერიოდის ბოლომდე არსებობდა და მას რელიგიის და კულტურის შესახებ ცოდნა ჰქონდა, რომელიც დღესაც განაგრძობს ფუნქციონირებას.

ვიმინები — მფრინავი აპარატებია, რომლის აღწერა გვხვდება ძველ ჩანაწერებში, მაგ., ინდურ «ვაიმანიკა შასტრაში» (მეცნიერება აერონავტიკის შესახებ). ავტორის მტკიცებით, უძველეს საფრენ აოპარატს გადაადგილება, როგორც ატმოსფეროში, ისე ღია კოსმოსში და სხვა პლანეტების ატმოსფეროებში შეეძლო.


image


მაგრამ, თუ ფიზიკურ და ხელშესახებ მტკიცებულებებზე ვისაუბრებთ, მაშინ წარსულში საფრენი აპარატების არსებობის ნათელ მაგალითს Aiud–ის (ქალაქი რუმინეთში) სოლი წარმოადგენს, რომელიც 1973 წ. აღმოაჩინეს. ალუმინის შენადნობიდან დამზადებულმა ნივთმა, მთელი მეცნიერული სამყაროს შეშფოთება გამოიწვია, რადგან დადგინდა, რომ არტიფქტი 18 000 წლის წინ არის დამზადებული. ექსპერტების აზრით, ის, შეიძლება, მფრინავი აპარატის დეტალი იყოს. უცნაური რკინის ნაკეთობა ტრანსილვანიის ისტორიის მუზეუმს გადაეცა და წლების მანძილზე, საცავში ინახებოდა. ვიდრე მის შესახებ, ხელახლა არ ალაპარაკდნენ.


image


ცნობილმა ისტორიკოსმა ფლორინ გეორგიტამ არტიფაქტისთვის ანალიზის ჩატარება შეძლო და გამოავლინა, რომ ლითონის შენადნობი, რომლიდანაც ის იყო ჩამოსხმული, მეტად რთული შემადგენლობით ხასიათდება – ის 12 სხვადასხვა ელემენტისგან შედგებოდა. მათ შორის არის: 89% ალუმინი, 6, 2% სპილენძი, 2, 84% სილიციუმი, 1, 81% თუთია, 0, 41% ტყვია, 0, 2% ცირკონიუმი და მცირე რაოდენობით სხვა ლითონები. აღნიშნული არტიფაქტი უძველეს ქანში, მასტოდონტის ძვლების გვერდით არმოაჩინეს – ცხოველის ნეშთთან, რომელიც 10 000 წლის წინ გადაშენდა... აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბუნებაში ალუმინი, სუფთა სახით, არ მოიპოვება და ჩვენმა ცივილიზაციამ მისი მიღების ტექნოლოგია მხოლოდ XIX ს. შექმნა.

imageსაფრენი აპარატები ჰქონდათ ატლანტებსაც. მართალია, ამ ცივილიზაციის არსებობა, ჯერ–ჯერობით დამტკიცებული არ არის, რადგამ მათი კვალი 13 000 წლის წინ მომხდარმა კატასტროფამ წაშალა. და თუ, ატლანტიდის არებობის დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობდა.

ამერიკელი მეცნიერი, თეოსოფოსი და მწერალი ვილიამ სკოტ-ელიოტი წლების მანძილზე სწავლობდა ამ ცივილიზაციას და მან იმ პერიოდში, საფრენი აპარატების არსებობა მხოლოდ კი არ დაადასტურა, მათი მუშაობის პრინციპიც განმარტა. მისი თქმით, საჰაერო ხომალდების სამშენებლო მასალად გამოყენებული იყო ხის მერქანი და ალუმინის მსგავსი, თეთრი ლითონების შენადნობები. გარედან, საფრენი აპარატის უხეშ სტრუქტურებზე, ლითონის დიდი ფირფიტები იყო გადაკრული. მოკლედ რომ ვთქვათ, ატლანტების საჰაერო ხომალდი ანრი ჟიფარდი მიერ შექმნილ დირიჟაბლს ჰგავდა, რომელმაც პირველი ფრენა 1852 წლის 24 სექტემბერს განახორციელა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* აბსურდულად ჟღერს, მაგრამ სრული სიმართლეა – 15 დაუჯერებელი ფაქტი

* 10 რამ, რაზეც ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება

* ამას ისტორიის სახელმძღვანელოებში ვერ წაიკითხავთ – 12 საინტერესო ფაქტი ჩვენი წარსულიდან

* როგორ გვაიძულებენ, რომ უფრო მეტი რამ შევიძინოთ – ჩვენთვის მოწყობილი ფარული შოუები

* უდიდესი კატასტროფა დედამიწაზე, რომელმაც ძველი ცივილიზაციები გაანადგურა

* მამაკაცის 12 სექსუალური ფანტაზია – მოლოდინი და რეალობა

* 5 საინტერესო კრიმინალური ფაქტი

1
991
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
991
  
ვი მან!
ვაი მან იქ აშასტრა!
ინდო!
0 1 1