x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კრიშნას ჩაძირული ქალაქი

ინდოეთის ერთ-ერთ საიდუმლოდ საოცარი ქალაქი დვარკა ითვლება, რომელიც ინდუისტური მითოლოგიის მიხედვით, კრიშნას სამეფოს დედაქალაქი იყო. როდესაც კრიშნამ ძველი დედაქალაქის, მატჰურას დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, მან ახალი დედაქალაქის აშენება ბრძანა. დვარკა ერთ ღამეში ააშენეს და მან 10 ათასი წლის მანძილზე იარსება. ხოლო, კრიშნას სიკვდილიდან მეშვიდე დღეს, ის ზღვამ შთანთქა…


image


ალბათ ბევრი იტყვვის, რომ ეს ლამაზი ზღაპარია. მაგრამ, არა!

სულ ცოტა ხნის წინ, არქეოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ამ ლეგენდას ისტორიული საფუძველი გააჩნია — მათ არაბეთის ზღვის ფსკერზე, უძველესი ქალაქის ნაშთები აღმოაჩინეს.

კრიშნას სამეფოს დედაქალაქი ინდოელმა არქეოლოგმა დოქ. ს. რ. რაომ აღმოაჩინა და ეს მოვლენა იმდენად სენსაციური იყო, რომ ჩაძირულ ქალაქს «დოქტორი რაოს ატლანტიდა» უწოდეს.

გათხრები თანამედროვე დვარკის სამაპირო ზონაში ჯერ კიდევ, 1979 წ. დაიწყო. მაგრამ, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ლამაზი ლეგენდა ჭეშმარიტებად იქცა!

აკუსტიკური კვლევით დადგინდა, რომ ქალაქს მკაფიო გეომეტრიული ფორმები შენარჩუნებული აქვს. ასევე, აღმოაჩინეს კედლები, ფილებით მოპირკეთებული გზები, კირქვის ქანდაკებები... ოდესღაც ქალაქი იმდენად ლამაზი ყოფილა, რომ მანუსკრიპტებში მას «ზრაპრულ სამეფოდ» მოიხსენიებენ.

მეცნიერების აზრით, დვარკა ჯერ ცუნამის უძლიერესმა ტალღამ გადარეცხა, ხოლო შემდეგ, ზღვამ შთანთქა და მათი ვარაუდი, გეოლოგიური კვლევებითაც მტკიცდება — აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ათასი წლის წინ, ამ რეგიონში, ბუნებრივი სტიქიის შედეგად, ხმელეთის დიდი ნაწილი მართლაც დაიტბორა.

და ბოლოს, აღმოჩენილი ქალაქის სავარაუდო ასაკი, სხვადასხვა წყაროების მიხედვით, 2–დან — 30 ათას წლამდე ვარირებს. კვლევები გრძელდება და თუ აღმოჩნდა, რომ ქალაქის ასაკი 7–8 ათას წელს აღემატება, მაშინ იმის დაშვებაც შეიძლება, რომ შუმერების ისტორიული სამშობლო, მხოლოდ ტაპრობანი კი არა, ინდოეთიც იყო, როგორც ამას მეცნიერთა ერთი ნაწილი ამტკიცებს.


image


imageimageimageimage




1
334
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
334
  
2021, 8 დეკემბერი, 0:46
შუა მე ერ, უგარეთ(გარეთ), ქუვეეით(ქვეით), აქად, აქავე, არა მე ა, ეგ იპეთ, ნუ მიდია, კართ აგენ, მიდია და ასე შემდეგ.
იხილეთ სრულად:
https://www.facebook.com/notes/353826745950873/
0 1 1