x
image
თორ ნიკე
Mediator image
ძირეული ევრაზიელები
ძირეული ევრაზიელები


ძირეული ევრაზიელები / საბაზისო ევრაზიელები / ბაზალური ევრაზიელები (Basal Eurasians) არის ჰომო საპიენსის ანუ ანატომიურად თანამედროვე ადამიანთა ის ძირძველი მოდგმა, რომელიც აფრიკიდან გადმოვიდა და პირველად დამკვიდრდა დაახლოებით ძვ.წ. 100, 000 წლიდან ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიებზე, უმეტესად ლევანტის დიდ რეგიონში. ჩრდილოეთ აფრიკიდან ევრაზიაში გადმოსახლებული ადამიანთა სხვა მოდგმებისგან განსხვავებით, ძირეული ევრაზიელები არ შერეულან ნეანდერტალელებთან, რომლებიც მაშინდელი ჩრდილოეთ, ცენტრალურ და დასავლეთ ევრაზიის ტერიტორიებზე ესპანეთიდან მონღოლეთამდე იყვნენ განსახლებულნი. ძირეული ევრაზიელები განაყოფი ჯგუფია იმ ადამიანებისა, რომლებმაც სათავე დაუდეს ყველა არააფრიკელ ანუ არანეგროიდ ადამიანს დედამიწაზე: ნეოლითურ პერიოდამდელ ევროპელებს, ავსტრალია-ოკეანელებს, აღმოსავლეთ აზიელებს და სხვ. სანამ ადამიანთა ეს დიდი მოდგმები ერთმანეთს გამოეყოფოდნენ, პირველად მოხდა სწორედ ძირეული ევრაზიელებისგან მათი გამოყოფა, როცა ძირეული ევრაზიელები დარჩნენ ახლო აღმოსავლეთში, ხოლო მათგან გასული ადამიანთა სხვა ჯგუფები მოედნენ გარშემო ტერიტორიებს ევროპიდან ავსტრალიამდე. სხვა დანარჩენი ჯგუფების ძირეული ევრაზიელებიდან გამოყოფის დაწყება და სხვა რეგიონებში ნეანდერტალელებთან გარკვეულწილად აღრევა მოხდა ძვ.წ. 65, 000 - ძვ.წ. 45, 000 წლებში. ძირეული ევრაზიელები ვრცელდებოდნენ საქართველოდან მაროკომდე ტერიტორიაზე. საქართველოში აღმოჩენილი მისი უძველესი ნიმუში ძვ.წ. 24, 000 წლით თარიღდება, ხოლო მაროკოში - ძვ.წ. 13, 000 წლით.


ძირეული ევრაზიელები


ნატუფიური კულტურის (ძვ.წ. 13, 000 - ძვ.წ. 9500 წწ. - ლევანტის ტერიტორია) მოსახლეობის კრანიომეტრულმა და ანთროპოლოგიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი ნათესაობას ამჟღავნებდნენ მაშინდელ ჩრდილოეთ აფრიკაში მცხოვრებ ხალხთან და რომ ეს ორივე ტერიტორია სრულიად დომინანტურად იყო დასახლებული კავკასოიდური რასის ადამიანებით. ლაზარიდისის მიხედვით არ იყვნენ იმავე გენეტიკის ხალხი, რაც სუბ-საჰარული აფრიკელები (ნეგროიდები) და მათში არ ყოფილა იმაზე მეტი სიხშირით სუბ-საჰარული ალელები, ვიდრე ევრაზიის სხვა ნებისმიერ პოპულაციაში. ნატუფიელებში იყო ძირეული ევრაზიელების გენეტიკა, ვინაიდან ისინი საკმაო წილად ადამიანთა იგივე ჯგუფიდან წარმოდგნენ, რომლისგანაც მეზოლითური და ნეოლითური ირანის მოსახლეობა. მაგალითად მეზოლითური ხანის ირანის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ მონადირე-შემგროვებელთა გენეტიკის 66%-მდე იყო ძირეული ევრაზიელების, ნეოლითური ირანელების გენეტიკის 48%-მდე, ნატუფიელების - 44-დან 63%-მდე, კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები კი - 50%-ზე მეტს. რაც შეეხება ადრეულ ევროპელ ფერმერებს (Early European Farmers - EEF), რომლებიც დიდწილად ენათესავებოდნენ დასავლეთის მონადირე-შემგროვებლებს (WHG) და რომლებიც ასევე იყვნენ გადასულნი ევროპაში კავკასია-ანატოლიიდან, ჰქონდათ დაახლოებით 44% ძირეული ევრაზიელების გენეტიკა.



წყარო: Basal Eurasian - Wikipedia;


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
322
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0