x
მეტი
  • 19.08.2022
  • სტატია:121634
  • ვიდეო:354860
  • სურათი:493770
"ბელადი მცველებს ადამიანებად არ თვლიდა"-სტალინის პირადი დაცვის ისტორია
image


1924 წლიდან დაწყებული კარლ პაუკერი, ბუდაპეშტის ოპერეტას თეატრის ყოფილი პარიკმახერი და ვიზაჟისტი პასუხისმგებელი იყო იოსებ სტალინის უსაფრთხოებაზე, რომელიც ლენინის სიკვდილის შემდეგ გახდა საბჭოთა კავშირის ახალი ლიდერი. იმ დროისთვის 31 წლის პაუკერს სამუშაო გამოცდილება ჰქონდა სამარყანდის ოლქის ჩეკაში, სადაც ის დაკავებული იყო ჩხრეკით და „ხალხის მტრების“ დაპატიმრებით.


თუმცა დალაქის პროფესია მას დაეხმარა გამხდარიყო სტალინის დაცვის უფროსი: ის იყო ჩეკას უფროსის მოადგილის, ვიაჩესლავ მენჟინსკის პირადი პარიკმახერი და თანამოაზრე, რომელმაც თავისი გულმოდგინე მოკავშირეს კარიერული კიბე შეუქმნა და რეკომენდაცია გაუწია გენერალურ მდივანთან. ყველაფერი, რაც სტალინთან და მის ოჯახთან იყო დაკავშირებული, პაუკერის კონტროლქვეშ გადავიდა. მის გარეშე, ბელადის სუფრაზე ერთი ნაჭერი საჭმელიც არ დაიდებოდა.

image


პაუკერის თანხმობის გარეშე, სტალინის ბინაში ან მის აგარაკზე არც ერთი ადამიანის შეშვება არ შეიძლებოდა. ყოფილი მზვერავი, ალექსანდრე ორლოვი იხსენებს, რომ მოკლე დროში პაუკერმა მოახერხა ბელადისგან იმდენი ნდობის მოპოვებინა, რომ სიცოცხლესაც კი ანდობდა, როგორც გადატანითი, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით - გაპარსვისას სტალინი, თამამად უშვერდა ყელს ბასრი საპარსით "შეიარაღებულ" კარლს.


პაუკერმა სტალინის კიდევ უფრო დიდ სიმპატია დაიმსახურა მას შემდეგ, როდესაც მან საკუთარი გამოგონება წარუდგინა ბელადს - ჩექმები შენიღბული ქუსლებით.


მათი წყალობით, სსრკ-ს მეთაური, რომელიც საშუალო სიმაღლეზე ოდნავ დაბალი იყო, უფრო მაღალს აჩენდა.

image

პაუკერმა „სასახლის კარის მასხარას “ როლიც კი მოირგო, სტალინს ანეკდოტებით, კომიკური სცენებით ართობდა და კრემლის ნაძვის ხეებზე თოვლის პაპაც ითამაშა. ერთგულებისთვის, კარლმა ბელადისგან მიიღო ლიმუზინი, კაბრიოლეტი და მრავალი სამთავრობო ჯილდო.


სანამ პაუკერი ხელმძღვანელობდა სტალინის უშიშროების სამსახურს, იოსებ ბესარიონის ძეს პირადი მცველი იყო ОГПУ -ს კოლეგიის განყოფილების სპეციალური დავალებების კომისარი და ფელიქს ძერჟინსკის პირადი დაცვის ყოფილი უფროსი, ივან იუსისი. ის ამ თანამდებობაზე 1927 წლის ზაფხულში დაინიშნა.

image

იუსისი იყო დაბალი, სუსტი და შორს იყო დღეს მიღებული მცველების ფიზიკური სტანდარტებისაგან. მიუხედავად ამისა, ვიაჩესლავ მენჟინსკიმ, რომელიც იმ დროისთვის გახდა ОГПУ -ს ხელმძღვანელი, პირადად აირჩია და დაამტკიცა იგი სტალინის პირადი მცველის პოსტზე. მცველი იუსისის "საბრძოლო ნათლობა" 1927 წლის 7 ნოემბერს, ოქტომბრის რევოლუციის მეათე წლისთავისადმი მიძვნილ აღლუმზე გაიარა. იმ დღეს, სტალინის დაცვის გასაძლიერებლად, რომელიც ტრიბუნიდან ესალმებოდა აღლუმის მონაწილეებს, შეირჩა ფრუნზეს სამხედრო აკადემიის რამდენიმე იუნკერი. მათ შორის იყვნენ არკადი გელერი, ვლადიმერ პეტენკო და იაკობ ოხოტნიკოვი. ტრიო გვიან მივიდა წითელ მოედანზე, რის გამოც ОГПУ-ს ერთ-ერთმა ოფიცერმა სცადა მათი შეჩერება. თუმცა, იუნკრებმა პოდიუმზე გარღვევა მოახერხეს. მაშინ ჩეკისტები, რომლებიც მორიგეობდნენ სახელმწიფოს მაღალჩინოსნებთან, მივარდნენ მათ დასაჭერად.

image

იმ არეულობაში კურსანტმა ოხოტნიკოვმა, მგზნებარე ტროცკიტმა, რომელსაც სძულდა სტალინი, მოახერხა თავის დაღწევა. ბელადს ტრიბუნასთან მიუხტა და დაუყვირა -" თქვენს დასაცავად მოვედით და თქვენ კი რას აკეთებთ?!" - და მერე მთელი ძალით დაარტყა მუშტი კეფაში. ოხოტნიკოვმა ხელი ასწია მორიგი დარტყმისთვის, მაგრამ ამ დროს ხელი დაუჭირა მას იუსისმა და თან დანით მსუბუქად დაჭრა აგრესორი, რის შემდეგაც ჩეკისტებმაც მოირბინეს და კურსანტი დააკავეს. რაღაც სასწაულით გადაურჩა სასჯელს ოხოტნიკოვი სტალინისთვის მიყენებული დარტყმისთვის, თუმცა ათი წლის შემდეგ ის მაინც რეპრესიაში მოყვა და სიკვდილით დასაჯეს.


ამ ინციდენტის შემდეგ, სტალინის დაცვა წითელ მოედანზე ათმაგად გაძლიერდა: მავზოლეუმის პლატფორმის მისადგომებზე ტყვიამფრქვევები იყო განთავსებული, სნაიპერები მიმდებარე შენობების სახურავებზე იყვნენ გაწოლილები, ხოლო მავზოლეუმთან მარშირების დროს ყველაზე ახლოს ჩამოვლილები სინამდვილეში სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებისგან შედგებოდა.



1928 წელს პირადმა მცველმა იუსიმ და მისმა ოჯახმა იზეიმა ახალსახლობა: მათ გადასცეს ბინა კრემლში - დიდი კრემლის სასახლის ქვედა აპარტამენტებში, სტალინის ბინების გვერდით. თავად ბელადი თბილად ეპყრობოდა თავის პირველ მცველს და ხშირად იწვევდა იუსის მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად თავის აგარაკზე დასასვენებლად. ერთგული იუსისი უცვლელად ახლდა იოსებ ბესარიონის ძეს ქვეყნის გარშემო მოგზაურობის დროს .-დაჯავშნული ვაგონში ან თბომავალში. ამავდროულად, გამგზავრების დრო და ტრანსპორტის ტიპი, რომელსაც საბოლოოდ აირჩევდა სტალინი, ბოლო წუთამდე მკაცრად იყო გასაიდუმლოებული.


1930 წელს, ჩეკას პრეზიდიუმის დაქვემდებარებული სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც შეიქმნა ქვეყნის უმაღლესი ოფიციალური პირების დასაცავად, ათი წლით ადრე, შეიცვალა ОГПУ-ს ოპერატიული დეპარტამენტით, რომელსაც, როგორც მოსალოდნელი იყო, კარლ პაუკერი ხელმძღვანელობდა. ჩეკისტმა რამდენიმე წლის განმავლობაში ახერხებდა კრემლის სარდლობის დაქვემდებარებას და მნიშვნელოვნად გააძლიერა სტალინის სპეცდაცვა.მაგალითად, პაუკერმა კრემლიდან მოაშორა მთელი რიგი დაწესებულებები, რომლებსაც მუდმივად უამრავი ვიზიტორი ჰყავდა, ასევე სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სახელობის სკოლა, რომელიც გარნიზონის ფუნქციას ასრულებდა.

image

სტალინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს სერიოზულად აშინებდა სახელმწიფო გადატრიალება და ამ სკოლაში სერიოზულ საფრთხეს ხედავდა.


პაუკერის თქმით, იმ 1500 ჯარისკაცს, რომელიც სკოლაში სწავლობდა შეეძლო აჯანყების მოწყობა და ქვეყნის უმაღლესი ჩინოვნიკების მძევლად აყვანა. თუმცა, პაუკერის ყველა მცდელობის მიუხედავად, სტალინი, რომელსაც ფეხით სიარული უყვარდა, ხშირად უგულებელყოფდა მოსკოვში ჯავშანმანქანით გადაადგილების მოთხოვნას. ასე იყო 1931 წლამდე, როდესაც ერთ დღესსაც სტალინს ხელში ჩაუვარდა ოფიციალური ჩანაწერი, რომლის შინაარსმა სერიოზულად შეაშფოთა. სწორედ მის შემდეგ დაიწყო მან ჯავშანმანქანის გამოყენება.


image

"16 ნოემბერს, 15:35 საათზე, ჩვენს აგენტთან ერთად სეირნობისას ილინკას ქუჩაზე 5/2 სახლთან, სტაროგოსტინის სასახლის მოპირდაპირედ, ბრიტანული დაზვერვის აგენტი შემთხვევით შეგხვდათ და სცადა რევოლვერის ამოღება. ჩვენი აგენტის თქმით, მან მოახერხა ხსენებული დაზვერვის ოფიცერის ხელის დაჭერა და თქვენზე თავდასხმის მცდელობის აღკვეთა"-ნათქვამი იყო სტალინის სახელზე გაგზავნილ ჩანაწერში.



1931 წელს სტალინის მცველი იუსისი გარდაიცვალა გულის შეტევით.მალე ბელადის ახალი დაცვის უფროსი გახდა გამოცდილი ჩეკისტი ნიკოლაი ვლასიკი, რომელიც წარმოშობით ღარიბი გლეხის ოჯახიდან იყო.მანამდე ვლასიკი სტალინის ერთ-ერთი რიგითი მცველი იყო და სხვა საკითხებთან ერთად მისი აგარაკის მოწყობითაც იყო დაკავებული.

მისი წინამორბედისგან განსხვავებით, ვლასიკი ძლიერი აღნაგობის იყო და დიდი ფიზიკური ძალაც ჰქონდა: ერთხელ ჯიბის ქურდმა სცადა ნიკოლაის საფულის მოპარვა, მაგრამ მან ქურდს ხელი მოჰკიდა და ისე ძლიერად მოუჭირას, რომ მაჯის ძვალი დაუმტვრია.

image

სტალინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვლასიკმა შეიმუშავა კონსპირაციის მთელი სისტემა: დანიშნულ დროზე, ბელადის მანქანასთან ერთად კრემლიდან რამდენიმე მსგავსი სამთავრობო მანქანა გამოდიოდა - ზოგჯერ მათი რიცხვი 15-ს აღწევდა - და იფანტებოდა სხვადასხვა მიმართულებით. შეუძლებელი იყო იმის დადგენა, რომელ მანქანაში იმყოფებოდა სტალინი. ზოგჯერ საბჭოთა ლიდერის მცველები აწყობდნენ მსგავს მანევრებს ორი იდენტური სამთავრობო კორტეჟით.


1932 წლიდან იოსების მანქანას ყოველთვის ახლდა ორი მანქანა, რომელთა სალონში ოთხი დაცვის თანამშრომელი იყო. თუმცა, ვლასიკი ბევრად უფრო შორს წავიდა: მან თავის ქვეშევრდომებს უბრძანა, შეეკრიბათ დოსიე იმ სახლების თითოეული მაცხოვრებლის შესახებ, რომელიც ტრადიციულად სტალინის მარშრუტზე გადიოდა . ის მოქალაქეები, რომლებსაც სტალინის დაცვის უფროსი არასაიმედოდ მიიჩნევდა, სხვა ადგილებში გადაასახლეს და მათი ბინები ჩეკისტებმა დაიკავეს.


ვლასიკის დროსვე დაინერგა საბჭოთა ლიდერის ორეულის პრაქტიკაც: თავად სტალინის ნაცვლად, ღონისძიებებს, სადაც მხოლოდ მისი დასწრება იყო საჭირო, ტრადიციულიად გენერალური მდივნის ორეულები ესწრებოდნენ.



image

1931 წელს (სხვა წყაროების მიხედვით, 1935 წელს) ვლასიკს სტალინის დაცვა ტყვიებისგან საკუთარი სხეულით მოუწია: ეს მოხდა მაშინ, როცა ბელადი ქალაქ გაგრასთან კატერით სეირნობდა. რაღაც მომენტში ნაპირიდან კატერს ცეცხლი გაუხსნეს:ისროდნენ მესაზღვრეები, რომლებმაც, სავარაუდოდ, თითქოსდა არ იცოდნენ, რომ მთავრობის წევრები სეირნობდნენ . სწორედ მაშინ გადაეფარა იგი სსრკ-ს მეთაურს: საბედნიეროდ, არცერთი არ დაშავდა მაგრამ ოფიცერს, რომელმაც სროლის ბრძანება გასცა, ჯერ ხუთი წელი მიუსაჯეს, შემდეგ კი დახვრიტეს. სხვათა შორის, თავად ვლასიკს არ სჯეროდა მესაზღვრეების შეცდომის - მას სჯეროდა, რომ თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი იყო.


ვლასიკის ძალისხმევით, მოსკოვის მახლობლად და სსრკ-ს სამხრეთში სტალინისთვის მოეწყო აგარაკების და რეზიდენციების მთელი სისტემა, სადაც უმაღლეს დონეზე იყო დაცული მისი სიცოცხლე და უსაფრთხოება.


1933 წელს საბჭოთა ლიდერმა გადაწყვიტა შეეცვალა თავისი ცხოვრება და საცხოვრებლად გადავიდა მოსკოვის გარეუბანში სოფელ ვილონსკოეში "ბლიჟნიაია"ს აგარაკზე .


ბელადს აგარაკზე ცხრა ადამიანი იცავდა: თავად ნიკოლაი ვლასიკი, ტერიტორიაზე მყოფი 35 მცველიდან შვიდი და პირადი მძღოლი. ცოტა მოგვიანებით ეს გუნდი 12 კაცამდე გაიზარდა, ხოლო მთლიანად დაახლოებით 200 ადამიანი იყო ჩართული სტალინის აგარაკის გარე პერიმეტრების დაცვაში, რომელიც გარშემორტყმული იყო ორმაგი ღობით.

image

" ჩვენი მოვალეობა იყო სტალინის თანხლება, სადაც არ უნდა წასულიყო. მაშინაც კი, როცა ის თავის ბაღში სეირნობდა, მუდმივად 3-4 მცველი ადევნებდა თვალყურს" -იხსნებს სტალინის მცველი ვლადიმერ ვასილიევი.


განსხვავებული იყო სტალინის დამოკიდებულება მცველების მიმართ.მაგალითად ზოგიერთმა მათგანმა გაიხსენა, როგორ დათვრა მისი ერთ-ერთი მცველი არასამუშაო დღეს და მილიციაში მოხვდა, თუმცა ბელადმა ის ამის გამო სამსახურიდან არ დაითხოვა .სტალინი გაგებით მოეკიდა მეორე მცველსაც, რომელიც მუდმივად ეძინა თავის პოსტზე.

სტალინმა გაარკვია, რომ ამის მიზეზი ცუდი საცხოვრებელი პირობები იყო .მცველი ცოლთან და ავადმყოფ ქალიშვილთან ერთად ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა.მალე მას იოსებ ბესარიონის ძეს პირადი ბრძანებით ბინა გადასცეს.


ზოგიერთ მცველს ბელადი ჭადრაკს ეთამაშებიდა ან ჩუქნიდა მანდარინები, რომლებმაც აგარაკზე იხარა.თუმცა სხვა მცველების მოგონებების თანახმად, სტალინი მათ საკმაოდ უარყოფითად ეპყრობოდა.


"მცველი, რომელიც ნებისმიერ დროს მზად იყო მისთვის სიცოცხლე გაეწირა, სხეულით დაეცვა ტყვიისაგან, სტალინი აშკარად არ თვლიდა ადამიანებად მათ და შეხვედრისას ზედაც არ გვიყურებდა.მასთან საუბარი აკრძალული იყო და ჩვენც ხელწერილი დაგვაწერინეს, რომ პირადი თხოვნით არ დავკონტაქტებოდით."(მცველი ვლადიმერ ვასილევის მოგონებიდან)


1936 წლის ნოემბერში კრემლის "რუხმა კარდინალი" კარლ პაუკერი დანიშნეს

მთავრობის წევრების უსაფრთხოების განყოფილების უფროსად (1 განყოფილება)...ხოლო 1937 წლის გაზაფხულზე მის გარშემო შავმა ღრუბლებმა მოიყარეს თავი: სტალინის ფავორიტი ხალხის მტრად იქცა. პაუკერი გადაჭარბებულმა გულმოდგინებამ დაღუპა - ის აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესებში და, სხვა საკითხებთან ერთად, წვლილი შეიტანა "ანტისაბჭოთა გ ტროცკისტულ-ზინოვიევის გაერთიანებული ცენტრის" ბრალდებულების - ოპოზიციონერების ლევ კამენევისა და გრიგორი ზინოვიევის ლიკვიდაციაში. . მართალია, ერთი წლის შემდეგ მათ ადგილზე თავად კარლი მოხვდა: იგი გამოაცხადეს "გერმანელ ჯაშუშად", დაადანაშაულეს სტალინის სიცოცხლის ლიკვიდაციის მომზადებაში და დახვრიტეს 1937 წლის ზაფხულში.

სხვათა შორის პაუკერი იყო რეპრესირებულების იმ მცირერიცხოვან მსხვერპლთა შორის, რომლებსაც სიკვდილის შემდგომ რეაბილიტაციაზე უარი ეთქვათ.


მისი ბედი გაიზიარეს 1 განყოფილების მომდევნო ორმა უფროსმა.ვლადიმერ კურსკი, რომელიც ამ თანამდებობას მხოლოდ ორი თვის განმავლობაში იკავებდა, 1937 წლის ივნისში გახდა მე-3 (კონტრდაზვერვის) განყოფილების უფროსი და იმავე თვეში გაუგებარ ვითარებაში თავი მოიკლა.პირველი განყოფილების შემდეგი უფროსი ისრაელ დაგინი თანამდებობას დაახლოებით ერთი წელი იკავებდა, შემდეგ კი დააპატიმრეს და დახვრიტეს.უფრო მეტიც, მას, ისევე როგორც პაუკერს, უარი ეთქვა სიკვდილის შემდგომ რეაბილიტაციაზე.




1938 წლიდან 1952 წლამდე 1-ლი განყოფილების უფროსის პოსტი დაიკავა ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობმა ნიკოლაი ვლასიკმა, რომელმაც რამდენიმე წელიწადში მოახერხა სტალინის უსაფრთხოების იდეალური სტრუქტურის შექმნა.სხვათა შორის, „ვლასიკის“ სისტემა ჰიტლერის მომხრეებმა გადაიღეს, რათა გერმანიაში სახელმწიფო მოხელეების დაცვის სამსახური შეექმნათ.


თუმცა, მრავალი წლის ერთგული სამსახურის მიუხედავად, ნიკოლაი ვლასიკმა საბოლოოდ მაინც ვერ მოახერხა რეპრესიების თავიდან აცილება - თავად ლავრენტი ბერია აღმოჩნდა მისი ფარული მტერი.


" [ვლასიკი] უბრალოდ ხელს უშლიდა ბერიას სტალინთან დაახლოვებაში, რადგან მამა არ დაუშვებდა მის სიკვდილს. ის ერთ დღესაც არ დაელოდება კართან, რომ სტალინმა „გაიღვიძოს“, როგორც ის მცველები მოიქცნენ 1953 წლის 1 მარტს". (ნიკოლაი ვლასიკის ქალიშვილის ნადეჟდას მოგონებებიდან)


სტალინის დაცვის უფროსისთვის პირველი განგაშის ზარმა დარეკა პოტსდამის კონფერენციის შემდეგ - ვლასიკს ბრალი დასდეს გერმანიიდან ხარის, ცხენის და ორი ძროხის გამოყვანაში და ოჯახისისთვის გადაცემაში. მან ეს ფაქტი არ უარყო: ომის დროს გერმანელებმა დაარბიეს სოფელი, სადაც ვლასიკის დის ოჯახი ცხოვრობდა. დისშვილი გერმანიაში იძლებით სამუშაოდ წაიყვანეს და თან პირუტყვიც გარეკეს. ამიტომ დაცვის უფროსმა თავი იმით გაიმართლა, რომ უბრალოდ " სამართლიანაობა აღადგინა"


ამ დროს სტალინმა მხარი დაუჭირა ვლასიკს და გამოძიების დასრულება მოითხოვა. მომდევნო ჯერზე ბელადის დაცვის უფროსს თავს დაესხნენ 1948 წელს. "ბლიჟნიაია"აგარაკის კომენდანტმა დაკავების შემდეგ დაკითხვისას განაცხადა, რომ ვლასიკი სავარაუდოდ გენერალისიმუსის მოწამვლას აპირებდა. თუმცა, სტალინმა ეს სიტყვები სისულელედ მიიჩნია.

მაგრამ ბერია არ დანებდა - 1952 წელს მისი წარდგინებით მოეწყო ვლასიკის დაქვემდებარებული ორგანიზაციის -დაცვის მთავარი სამმართველოს შემოწმება, რა დროსაც გამოვლინდა თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტები.


სტალინის აგარაკის მცველები და თანამშრომლები, მეპატრონის არყოფნის შემთხვევაში, ხმაურიან შეკრებებს აწყობდნენ და ძვირფასი სასმელებით ურცხვად ასუფთავებდნენ საკუჭნაოებსა და ბარებს. ამ სკანდალის შემდეგ ვლასიკი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ურალის ბაჟენოვის იძულებითი შრომის ბანაკის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ჩამოაქვეითეს.


ამის შემდეგ მალევე, 1952 წლის მაისში, სსრკ-ს სახელწიფო უსაფრთხოების სამინისტრო გადაკეთდა უსაფრთხოების სამმართველოდ რომელსაც პირადად ხელმძღვანელობდა სახელმწიფო უშიშროების მინისტრი სემიონ იგნატიევი. მაგრამ ვლასიკის დევნა არ შეწყვეტილა: „ექიმთა საქმემ“ საბოლოოდ „დაამთავრა“ სტალინის დაცვის ყოფილი უფროსი. მის ფარგლებში ნიკოლაის ბრალი წაუყენეს იმაში, რომ მან არ აჩვენა სტალინს კარდიოლოგის ლიდია ტიმაშუკის წერილი.

image

ამ შ~წერილში ტიმაშუკმა დაადანაშაულა კოლეგები დივერსიასა და თაღლითურ დიაგნოზებში. ვლასიკმა ხუთი წელი ბანაკებში გაატარა - მხოლოდ 1957 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს. ათი წლის შემდეგ ის გარდაიცვალა.

მისმა ნათესავებმა გენერლის რეაბილიტაციას მხოლოდ 2000 წელს მიაღწიეს. ვლასიკმა სიცოცხლის ბოლომდე ვერ აპატია სტალინს ღალატი და განზე გადგომა.


image

ასევე იხილეთ


სოსო ჯუღაშვილის ლექსებით გატაცება ძირითადად 1895 -1896 წლების პერიოდს მოიცავს.როგორც ცნობილია სტალინის პირველი ლექსი "დილა"( "ვარდს გაეფურჩქნა კოკორი)"სოსელოს" ფსევდონიმით გაზეთ "ივერიაში" დაიბეჭდა 1895 წელს, რომლის რედაქტორიც ილია ჭავჭავაძე იყო.თუმცა ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ აღმოჩენილია სტალინის გვიანდელი ლექსიც, რომელიც დათა...


80 წლის წინ, 1941 წლის 18 ოქტომბერს იაპონიაში დააკავეს რიხარდ ზორგე, ბაქოში დაბადებული გერმანული წარმოშობის საბჭოთა ჯაშუში, რომელიც 1933 წლიდან დაკავებამდე აწვდიდა საბჭოთა მხარეს საიდუმლო მასალებს. რიხარდ ზორგემ, ცნობილი ფსევდონიმებით "რამზაი", "ინსორი" და "ზონტერი" და მისმა ჯგუფმა, რომელიც მოიცავდა 32 საიდუმლო აგენტს, საბჭოთა მხარეს უამრა...


120 წლის წინ -1901 წლის 22 სექტემბერს დაიბადა სტალინის მეორე ცოლი-სვეტლანა ალილუევა. საერთოდ ცნობილ პიროვნებებზე შეთხზული ლეგენდები ჩვეულებრივი ადამიანებისთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე ცხოვრებისეული სიმართლე. მოქალაქეებს ასეთ პიროვნებებზე უფრო მეტად უყვართ ისეთი ისტორიის წაკითხვა, როგორც ეს მხატვრული ლიტერატურაშია, იქ ხომ ყოველთვის უფ...


საბჭოთა კავშირის მეთაურის, ნიკიტა ხრუშჩოვის ბიოგრაფიაში, მისი ხელისუფლებაში მოსვლამდე არის ეპიზოდი, როდესაც იგი მუხლებზე დახოხავდა სსრკ-ს მაშინდელი ლიდერის, იოსებ სტალინის წინაშე და ცდილობდა დაეყოლიებინა იგი, რომ არ დაესაჯა თავისი შვილი ლეონიდი, რომელსაც უნებლიედ შემოაკვდა ოფიცერი. ამის შესახებ ისაუბრა ბიოფიზიკოსმა, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქ...


ბოლშევიკების ლიდერებს შორის ურთიერთობა ყოველთვის გავდა ტერარიუმში გველის ცხოვრებას. ისინი ერთმანეთს ანადგურებდნენ როგორც იდეოლოგიური მოსაზრებების, მტრული დამოკიდებულების და თუნდაც ეჭვიანობის გამო. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, მიხეილ ტუხაჩევსკი გახდა სსრკ-ს ერთ-ერთი პირველი მარშალი და გავლენიანი სამხედრო ლიდერი. იმისდა მიუხედავად, რ...

0
1197
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0