x
ბურჩინ თერიოლუს ინტერვიუ - ჰურიეთ ფაზარი - ოქტომბერი 2021
ეკრანის საყვარელი სახე ბურჩინ თერზიოლუ : ‘’შემიძლია ვიყო რეალისტი შეუსაბამობამდე.’’
ის მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს, პრიალა ჟურნალებისგან მოშორებით, მაგრამ ამაბობს : ‘’ იყო დრო როცა ბევრს ვერთობოდი, მაგრამ იყო დრო როდესაც თავს გამოფიტულად ვგრძნობდი, ასეც ხდება ხოლმე, მე ასე ვცხოვრობ ვცდილობ სახალხოდ არ გავუკეთო ხოლმე ამას აფიშირება ’’ იგი მაყურებელს არწმუნებს დაუჯეროს მის თითოეული პერსონაჟს რომელიც 37 წლის მანძილზე უთამაშია და ამბობს რომ არც ისეთი გადარეულია რომ ვერ განასხვავოს როლი რეალობისგან.
ჩვენ მსახიობ ბურჩინ თერზიოლუს შევხვდით ; ვისაუბრეთ იმაზე თუ რას ნიშნავს იყო ქალი, , სიყვარულზე და მის როლზე სერიალში: ‘’ თუკი ქალი ცოტახნის წინ განქორწინდა, ატარებს წითელ ტუჩსაცხს, მოკლე ქვედა ბოლოს ანდა უცინის მამაკაცს . უნდა იცოდეთ, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გააუპატიუროთ, შეავიწროვოთ ან მასზე იძაალადოთ.
ჩვენ შევთანხმდით მას შევხვედროდით ერთხელ როცა ის მისი დრამის მატყუარას გადაღებაზე არ იქნებოდა.
როგორც ყოველთვის ის ცოტა შორეულია, ძალიან მაგარი და ამავდროულად ძალიან ხალისიანი.... ის ერთ-ერთი იმ იშვიათ ადამიანთაგანია ვისაც ამ ბალანსის ძალიან კარგად რეგულირება შეუძლია. მისი თვალები ყოველთვის ანათებს, საერთოდ არ იცვლება თითქოს ასაკი არ ემატებაო.
‘’არც მე ვრჩები იგივე, რეალურად მეც მაქვს ჩაღრმავებული ხაზები, ასაკის გამო, მე ისინი მიყვარს’’ - ამბობს ის.
ცხელი გაფილტრული ყავა დავისხით და დავიწყეთ საუბარი ბურჩინ თერზიოლუსთან.
image
ჰ.გ : შენ სუფთა ფურცელივით ხარ, არც ჭორები გაქვს, არც ბულვარული სტატიები, არც სკანდალები, შენ ალბათ გყავს ძალიან გუნდი რომ ასე მშვიდად ხარ?
ბ.თ : რათქმაუნდა მე ძალიან კარგი გუნდი მყავს, უკვე 10 წელია არაჩვეულებრივ ქალებთან ერთად ვმუშაობ, ეს შეიძლება იმაზე მეტი იყოს ვიდრე ვინმესთან ცხოვრებაა, რა გზას გადიხართ, როგორ შეიძლება ამის უფლება საკუთარ თავს მისცე. იასემინ ოზბუდუნი კარგად ართმევს თავს ჩემთან მუშაობას, მშვიდი ხსიათი მაქვს, იყო დრო როდესაც ძალიან ვმხიარულობდი ხოლმე, , იყ დრო როცა ცუდად ვიყავი მაგრამ ახლა ვცდილობ სახლში ვაკეთო ხოლმე ეს ყველაფერი, არ მინდა რომ ხალიხს საჭორაო ობიექტი ვიყო, არ მინდა ეს ნეგატიური ენერგია, როდესაც თქვენ პირად ცხოვრებაზე ზრუნავთ, გაქვთ უფლება გარშემომყოფეფისგანაც იგივე მოითხოვოთ, მაგრამ ჩვენ ადმინაები ვართ და ყველაფერი ჩვენი ნებით ხდება, საკუთარ თავს არაფერში ვზღუდავ, არცისეთი გადარული ვარ რომ ცხოვრებისაგან გავიქცე
ჰ.გ: რაზე წუწუნებენ ყველაზე ხშირად თქვენი მეგობრები?
ბ.თ: ძალიან მოკლეს პასუხებს ვწერ შეტყობინებებზე, ცოტას ვლაპარაკობ და ყურმილს მალე ვთოშავ, ხანდახან ხვდებიან როდესაც ტელეფონის ეკრანს უყურებენ რომ მე გავთიშე, ისინი დიდხანს საუბრობენ ჯგუფებში, მე უბრალოდ ვამბობ ‘’ოკ’’, რათქმაუნდა ახლა უკვე შეეჩვივნენ (იცინის)
როგორც მოკლე მეტრაჟიანი ფილმი ....
ჰ, გ : კონტროლის მოყვარული ხარ?
ბ.თ : იმედი მაქვს, რომ არა (იცინის), მაგრამ მირჩევნია ყველაფერი დაგეგმილი მქონდეს განსაკუთებით ჩემს საქმეში, წესრიგი მიყვარს, მსიამოვნებს როდესაც ვიცი რის გაკეთებას ვაპირებ ხვალ, მაგრამ არ ვერევი არავის ცხოვრებაში და არ ვცდილობ არავის მართვას.
ჰ.გ : უკვე 41 წელი შეგისრულდა, როგორ შეაჯამებდი ბურჩნის ისტორიას?
ბ.თ: მოკლემეტრაჟიან ფილმს ჰგავდა, ისე სწრაფად გაიარა, არ ვიცი როდის ვიქეცი ქალად იმ გოგოსგან რომელიც, მამასთან ერთად ჩახუტებული გადაღებაზე მიდის სახლში ბანანებიანი რძის დალევის შემდეგ, ქალად რომელმაც დამოუკიდებლად დაიწყო გადაწყვეტილებების მიღება, ყველას უკითხავად პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აიღო და გაიგო, რომ ცხოვრება ეს არჩევანია!
ჰ.გ : როგორია გაზრდა?
ბ.თ: გაიზარდო, დაბერდე- ეს საუცხოოა. გაკვეთილებით, გამოცდილებით, მოგზაურობით, ვნებით, სამუშაოთი სავსე ცხოვრება გავიარე, თავს გართობის დროს არ ვუტოვებდი, უბრალოდ ვმუშაობდი და გავრბოდი საკუთარი თავისგან, მერჩივნა ვყოფილიყავი დამსხვრეული ვიდრე ტკივილისგან მკვდარი, ერთადერთი რასაც ამ ცხოვრებაში ვაკეთებ მუდამ ვცდილობ ვიყო კარგი ადამიანი, შვილი რომ მყავდეს, იმის ნაცვლად რომ ერთი ადგილიდან მეორეში წამეყვანა, კარგ სკოლაშ და უნივერსიტეტში ესწავლა, გაკვეთულებზეარ დაეგივან და ერთი წრიდან მეორეზე წასულიყო კარგი ტანსაცმელი ჩაეცვა, ვარჩევდი, კარგი ადამიანი ყოფილიყო, კეთილსინდისიერი, თანაგრძნობის დიდი უნარით, პატივსაცემი, რომელიც არცერთ ცოცხალ არსებას არაფერს ავნებდა
ჰ.გ : შეგხვედრია თუ რა პრობლემები ცხოვრების გზაზე?
ბ.თ : ჩემი ცხოვრება შეცდომებისგან, დანაკარგებისაგან, მიღწევებისგან, წარმატებისგან, მარცხისგან, დაცემისგან, აღმასვლისგან შედგება, ჩემი ცხოვრებაც ისეთივე მხიარული და რთულია როგორც დანარჩენების, შესძლებლობა რომ მქონდეს ახლავე შემეცვალა რამე, არაფერს არ შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში და არ ვიტყოდი უარს ამ გმოცდილებაზე, მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს რა იქნება შემდეგ.
სიყვარული ძალიან ენერგიულ ქალად მაქცევს
ჰ.გ : როგორ მიდის თქვენი ცხოვრება სპორტულ ინსტრუქტორთან უმუთ დუიგუსთან ერთად?
ბ.თ : მშვიდად, ურთიერთპატივსცემით, მხიარულად...
ჰ.გ : როგორ ადამიანად გხდის სიყვაული?
ბ.თ : იმად ვინც მუსიკას უსმენს, ცეკვავს, ბევრს იცინის, მხიარულობს, სიყვარული მხდის უფრო მომთმენ და ძალიან ენერგიულ ქალს .
ჰ.გ როგორ რჩები მუდამ იგივე? ესთეტიკაა თუ საიდუმლო გაქვთ?
ბ.თ :საიდუმლო არ მაქვს, ესთეტიკა- რინოპლასტიკა მაქვს და ამას ყოველთვის ვამბობდი, ფაქტობრივად იგივე არ ვრჩები, ასაკიდან გამომდინარე მაქვს ჩაღრმავებული ხაზები, ნაოჭები, მე ისინი მიყვარს, ყველას ასაკისთვის მზად ვარ, კარგად ვუვლი კანს, ვზრუნავ მის სისუფთავეზე, ვხმარობ კოლაგენის ნიღბებს, და ვხმარობ ჩემი ასაკისთვის აუცილებელ მოვლის საშუალებებს.
‘’მე ვფიქრობ, რომ შრომა თანაბარია და გენდერული განსხვავება უზრობაა‘’
image
ჰ.გ: გადასაღებ მოედანზე 4 წლის ასაკიდან ხარ. 37 წელია თამაშობ. მსახიობობა დღეს ბევრი ახალგაზრდის ოცნებაა. რა არის ამ პროფესიის რთული ასპექტი?
ბ.თ : მსახიობობას, როგორც ნებისმიერ პროფესიას, აქვს თავისი პრობლემები. არ აქვს მნიშვნელობა არხზე ხარ, წარმოებაში, ტექნიკურ ჯგუფში თუ ეკრანის წინ. არსებობს წესრიგი რომელშიც მონაწლეობ და იღებ გადაწყვეტილებას, რომელიც იწვევს სტრესს, ეკიდები დროს რომელიც გავლენას ახდენს თქვენს და სხვების ცხოვრებაზე, სამწუხაროდ ყველაფერი ისეთი ფერადი არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ეს რთულია! ეს არის პროფესია სადაც თავისუფლება დამაბრმავებელი ცეცხლით არის შეზღუდული, ყველას აქვს აზრი თქვენზე მიუხედავად იმისა რომ არ გიცნობენ და მზად აქვთ საკუთარი ინტერპრეტაცია იმის მიუხედავად რომ, არ იციან თუ რისი გავლა გიწევთ.
მუდამ ვამბობ, რომ -მასახიობობა არ არის ისეთი რამ, რისი გაკეთებაც სიყვარულის გარეშე შეგიძლია, მაგრამ რათქმაუნდა არსებობსსხვადასხვა ჯგუფის პროფესიები, რომლებიც იმაზე გაცილებით ცუდ პირობებში მუშაობენ ვიდრე ჩვენ და უსამართლობა იქნებოდა მათთვის იმის აღწერა თუ რა სირთულეებს განვიცდით, ამიტომ მოკლედ რომ შევაჯამო შემიძლია ვთქვა შემდეგი რამ : მიუხედავად იმისა თუ რა პროფესიით ხარ დაკავებული, რთულია გააგრძელო თუკი არ აკეთებთ ამას სიყვარულით .
ჰ.გ : კარგი, გჯერა თუ არა რომ დროთა განმავლობაში შესაძალებელი გახდება მსახიობებს შორს გენდერული თანასწორობისმიღწევა?
ბ.თ : ვფიქრობ რო, ყველასთვის მომგებიანი არ იყო, ვცდილობ ჩემთვის ვიპოვნო ბალანსი, მიმაჩნია რომ შრომა თანაბარია, გენდერული სხვაობა კი უაზრობაა, ესმიუღებელია, ვფქრობ რომ, პრიორიტეტი ნჭსა და გამოცდილებას უნდა მიენიჭოს.
ჰ.გ : რამდენად მზად ხარ ჩაერიო იმ პროექტის სცენარში რომელშიც მონაწილეობ შეგაწუხებთ პროექტში, რომელშიც ხართ? მაგალითად, თუ რამე გაწუხებს ქალთა უფლებებთან დაკავშირებით, ამაზე ისაუბრებ?
ბ.თ: თუკი შეცდომას დავუშვებ, ხელს ვკრავ, ფეხის წამოვკრავ და დავეცემი მინდა ეს მაშინ მოხდეს როცა მიყვები იმას რაც მგონია რომ სწორია. თუკი ჩემი მსგავსი ადამიანი რომელიც ჩემს მსგავსად ასეთი საკითხებით არის შეპყრობილი, რომელიც მუშაობდა ასოცაციებთან, რომელიც მსგავს პრობლემურ საკითხებზე მუშაობს, და მნიშვნელოვანია მისითვის ეს საქმე, დუმს ან იგნორს უკეთებს იმას რისი მოწმეც გახდა, ის პირველ რიგში საკუთარ თავს არ სცემს პატივს.
‘’არსებობს რამოდენიმე ადამიანი ვისაც ვენდობი ‘’
image
ჰ.გ : პერსონაჟები, რომლებსაც ეკრანზე თამაშობდი, ზურგში ბევრჯელ დაჭრეს. შენ თამაშობ ქალს, რომლის დამ იცრუა და მოატყუა თავის ბოლო ნამუშევარში . ადვილად ენდობი სხვა ადამიანს?
ბ.თ : მე იმათ რიცხვს არ ვეკუთვნი ვინც ყველასთან ადვილად პოულობს საერთოს და უშვებს საკუთარ ცხოვრებაში. ჩემი მეგობრების წრე ძალიან შეზღუდულია, ჩემს სახლში შემოსვლა და ჩემთვის ღამით დარეკვა ეს ის უფლებაა რომელსაც მე ვაძლევ რადგან თავად იმსახურებს ეს ადამიანი ამას, ბევრი ვიმუშავე რომ ჩემთან მყოფ ადამიანებთან ამისთვის მიმეღწია, თავდაპირველად ვამჯობინებ განსჯის გაეშე ვენდო, მაგრამ ვიცი სად უნდა დავაყენო ადამიანი თუ საპასუხოდ იმედგაცურებული ვარ.
არის რამდენიმე ადმიანი ვისაც ვენდობი, მაგრამ მათი თითოეული სიტყა, თითოეული მოძრაობა, ის რასაც ისინი იცავენ შეიძლება არ მომეწონოს. ასე რომ ბრმად არ ვენდობი, ბოლო წლებში ჩემი ცხოვრებიდან წავშალე დამიანები რომელთა სიყვარული და გულწრფელობა ეჭვს იწვევდა.
ჰ.გ : ოდესმე ყოფიხარ ცხოვრებისგან და გარშემომყოფებისგან გატეხილი რასაც არასდროს ელოდი?
ბ.თ : ბევრი რამ გამოვიარე, ახლა შემიძლა ვთქვა, რომ არ განვიცდი ამას იმ ადამიანებისგან რომლებიც დავტოვე და ვის გარემოცვაშიც ახლა ვარ იმდი მაქვს რომ არ იქნება ასე. ყველაფერი რაც ჩვენ გვსურს ესაა არ დავკარგოთ იმედი მაშინაც კი როცა ვალუტა ყოველდღე გვაძულებს ფულის დაკარგვას და იპარავს ჩვენს ოცნებებს მომავალზე. იყო ცოვრებისგან გატეხილი ახლა მეტნაკლებად მტკივნეულია იმ ადამიანების პრიორიტეტებში ვინც საკუთარი ცხოვრებისთვის იბრძვის.
image
‘’გადასაღებ მოედანზე ვყოფილვარ მობინგის და შევოწროვების მსხვერპლი’’
ჰ.გ მატყუარა გრძელდება შოუ თვიზე. შენი გადმოსახედიდან რა არ მიდის ამ შოუში ისე?
ბ.თ : ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ სადაც ყოველ დღე თვალს ახალი ამბებით ვახელთ შევიწროებაზე, გაუპატიურებაზე და მკვლელობებზეც კი.
მატყუარა-ეს არის ისეთ ბოროტ სულებთან საბრძოლველად არჩეული პროექტი, რომლებიც ამბობენნ : ასეთ დროს იქ რას აკეთებდა?
ითვლება რომ ასეთი შემთხვევები განათლების დაბალი დონის მქონე ჯგუფებში ხდება, პრაქტიკულად ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა რომ არასუფთა სულის და სინდისის მქონე ადამიანები რომლებიც სჩადიან ისეთ საშინელებას როგორიც გაუპატიურებაა, შეიძლება ნებისმიერი ფენიდან, ნებისმიერი სტატუსიდან, ადგილიდან, ნებისმიერი პროფესიის იყოს.
ჰ.გ : დენიზის პერსონაჟი პაემნის შემდეგ დილით იღვიძებს და ფიქრობს, რომ გააუპატიურეს, ამაში გარშემომყოფების დარწმუნება ძალიან რთულია რა გავლენა იქონია დენიზის პერსონაჟმა შენზე?
ბ.თ : დენიზს ემართება კატასტროფა რომელშიც მას ეჭვი არ ეპარება, ის დარწმუნებულია იმაში რაც გადაიტანა, მაგრამ ვერ ამტკიცებს ჩანდენილს, დაარწმუნო ადამიანები, აიძულო საკუთარი თავი დამნაშავედ იგრძნო ამ ომში- საშნელი უმწეობის განცდაა. პირველი ნაწილი ჩემთვის განსაკუთრებულად რთული იყო.
ჰ.გ : როგორ ემზადებოდი როლისთვის?
ვსწავლობდი, იმ ქალებს რომლებმაც დაახლოებით მზგავსი რამ გამოაირეს, რამდენის ხმა გაიგონეს, რამდენი საქმე დასრულდა მათ სასრგებლოდ, ზოგდათ ძალინ სამწუხარო შედეგია. რთული იყო ამ ემოციის ატანა უფრო რთულია ვიდრე მასში ჩარჩენა. დენიზი დამდვილი ქალია, მისი თვისებებით, მისი ბუნებრივობით, მისი ულწრთფელობით.... იმის გაფიქრებითაც კი მტკივა თუ რა გადაიტანა მან.
ჰ.გ : ცხოვრებაში ოდესმე გქონია არასათანადოდ მოპყრობის საფრთხე?
ბ.თ : იმ გაგებით რისი გადატანაც დენიზს მოუწია არა . მაგრამ გასულ წლებში როდესაც გულუბრყვილო ვიყავი და ეჭვი არ მქონდა იმაზე რომ ეს დანაშაული იყო, მობინგის (შევიწროება) და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი გავდი გადასაღებ მოედანზე. ჩვენი დუმილის გამო, ადამიანებმა ზღვარი გადაკვეთეს და ეს ნორმად აქციეს, რამ ახლა არ ხდება და აღარც უნდა მოხდეს.
ჰ.გ დენიზის ადგილზე შენ რომ იყო რა გადაწყვეტილებას მიიღებდი? დადუმდებოდი თუ იბრძოლებდი?
ბ.თ : მე ყოველთვის ბრძოლას ვირჩევ. თუ ჩვენ საზოგადოებისთვის ცნობილი ქალები გავჩუმდებით ამით დათვურ სამსახურს გავუწევთ ბოროტებას, მაგრამ თუ ბრძოლის მაგალითს ვაჩვენებთ, მათ შეეძლებათ გმოგვყვნენ ჩვენ და იპოვონ საკუთარ თავში ძალები ბრძოლისთვის.
ჰ.გ : რა კითხვას დასვამდი, როგორი უნდა ყოფილიყო ქალი ამ ისტორიაში?
ჩემი კითხვა არ შეცვლილა, მე ყოველთვის მქონდა ჩემი კითხვები, ამიტომაც ავირჩიე ეს პროექტი. ამიტომ ვითამაშე სიცარიელეში ადვოკატი, რომელიც, იცავს იმ ქალების უფლებებს. რომლებიც გაანადგურეს, შეურაცხყოფა მიაყენეს და მოკლეს. ისეთ ცხოვრებაზე ვოცნებობ რომელშიც გოგონები განათლებას მიიღებენ, ქალები არავისზე იქნებიან დამოკიდებულნი, მათ აქვთ ფინანსური თავისუფლება და მათ არ ეუბნებიან რომ გაჩუმდნენ, მხოლოდ გამრავლდნენ და დამორჩილდნენ იმის გამო რომ ქალები არიან . ვფქრობ, ვიმსახურებთ ვიცხოვროთ ისეთ სამყაროში სადაც ყველას აქვს თანაბარი უფლებები, ქვეყანაში სადა არ არის საჭირო დისკუსია ქალთა უფლებების შესახებ. მე ჯერა არამხოლოდ ქალების რამედ ლგბტ პირების თანასწორობისა და თავისუფლების, მინდა ვიცხოვრო ადამიანებთან, რომლებიც პატივს სცემენ ბუნებას, ადამიანებს და ყველანაირ ცოცხალ არსებას, მინდა ასეთი ადამიანები მართავდენ და ასეთ ადამიანებთან ერთად დავბერდე, სხვაგვარად ეს სამყარო სასტიკად და ბინძურად ჩანს.
ჰ.გ: შენი პერსონაჟი გააკრიტიკეს და ისეთი კითხვები გაჩნდა როგორიცაა ‘’ მაგრამ შენ იცინოდი’’ და ‘’იმ ღამეს მოკლე კაბა გეცვა’’, ‘’შენ ის სახლში შეიპატიჟე’’ რას ფიქრობ ასეთ კითხვებზე რომლებთანაც ქალებს უწევთ შეხება?
ბ.თ : ეს ზუსტად ის ნაწილია რომელზეც ყველაზე მეტად მინდოდა ყურადღება მიმექცია, თუ ქალი ახალგანქორწინებულია, წითელ ტუჩსაცხს, მოკლე ქვედაბოლოს ატარებს, თუ მამაკაცს უცინის, ეს იმას არ ნიშნავს რომ მან დაიმსახურა გაუპატიურება ან ცუდად მოპყრობა. რათქმაუნდა ძნელია უცოდინარი, თავხედი შეზღუდული აზროვნების ადამიანებისთვის რთულია თანაგრძნობა, ისინი ამბობენ ‘’ კაცი წაიყვანე სახლში, ერთად დალიეთ, რას ელოდი? ‘’ ერთ-ერთმა მომხმარებელმა ტივტერზე დაწერა ‘’ შენ ეს დაიმსახურე დენიზ’’ არ ვიცი რავთქვა, ჩვენ მყარად ვიდგებით, ვიბრძოლებთ და ეს ობობისქსელ მოდებული მენტალიტეტი შეიცვლება!
image
‘’არავისთვისაა ადვილი შეეგუოს რეალობას’’
ჰ.გ როგორ ფიქრობ რამდენად მატყუარები არიან ადამანები ჩვენს დროში?
ბ.თ : უმრავლესობა უკმაყოფილოა, ახალ მსოფლიო წესრიგში სიტყვიერი ტყუილი არ არის საჭირო. სოციალური ქსელი უკვე აყენებს ყველას ტყუილებით გაბერლი ბუშტებში, არავის აწყობს რეალობა, არ მოსწონთ წარბები, თვალები, საქმიანობა, ასაკი, წონა, ცოდნის ნაკლებობა.... სულ ცდილობენ იყვნენ ვიღაც სხვები, არიან ისეთებიც რომლებიც შეგნებულად იტყუებიან და ცდილობენ გაბედნიერდნენ იმით რასაც საუბრობენ, არიან ისეთები, რომლებიც თვალებიში გიყურებენ და ისე გატყუებენ, საკუთარი სარგებლისთვის გაჯერებენ ტყუილს და არიან ისეთებც რომლებიც უდიდეს ტყუილებს ამბობენ და საკუთარ თავს იტყუებენ ბევრი მატყუარაა ამ სამყაროში....
ჰ.გ : გულახდილად მითხარი რამდენად მატყუარა ხარ?
ბ.თ : ცოტას მართლა ვიტყუები, იმისთვის რომ არ ვაწყენინო ჩემს წინ მდგომ ადამიანს, ამიტომ ვცდილობ თავი შორს დავჭირო ისეთი გარემოებებისგან, რომელიც ჩემგან ტყულის მოითხოვს და ისეთი ადამიანებისგან რომლებსაც სიმართლესთან გამკლავება არ შეუძლიათ, ზოგჯერ შემიძლია უტაქტოდ რეალისტური ვიყო.
ჰ.გ : რა არის ყველაზე სერიოზული ტყუილი, რაც კი ოდესმე გითქვამს?
ბ.თ დიდხანს ვეუბნებოდი ისეთ ადამიანს რომ მისი ჯანმრთელობა უმჯობესდებოდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომელსაც აღარ შეეძლო გამოჯანმრთელებულიყო და ეს არც მომხდარა.....
image
0
19
2-ს არ მოსწონს
ავტორი:სპრინგ სთარ
სპრინგ სთარ
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0