x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
დედოფლისწყაროელი 36 წლის ორსული და ნაყოფი კორონავირუსით დაიღუპნენ

image

დედოფლისწყაროელი ორსული კოვიდ გართულებით გარდაიცვალა. 36 წლის ქალი, სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ იყო. ის თბილისში, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას. ექიმებმა ვერც შვიდი თვის ნაყოფის გადარჩენა შეძლეს.


ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს მისთვის პირველი ორსულობა იყო, წყვილი შვილს სამი წლის განმავლობაში ელოდა.

როგორც გარდაცვლილის ახლობლებმა დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადეს, დედოფლისწყაროს სოფელ ზემო ქედში მცხოვრები ეკა ლიქოკელი ფოთში იყო გათხოვილი და კორონავირუსით დაახლოებით ორი კვირის წინ სწორედ ფოთში დაინფიცირდა. დაინფიცირების შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო ორსული პაციენტი სამკურნალოდ 21 ოქტომბერს ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი დედაქალაქში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ბიჭს ელოდებოდა, მაგრამ კორონავირუსმა არ აცადა ბედნიერება. ჯერ მკვდარი ნაყოფი გაჩნდა და შემდეგ ისიც დაიღუპა. საშინელება დაგვატყდა თავს“, - ამბობს მისი მეჯვარე.

„ექვსი თვის ორსულს გინეკოლოგმა უთხრა, შენი გადასაწყვეტია კორონავირუსის ვაქცინით აიცრები თუ არაო. არ აუხსნიათ, რომ ორსულისთვის გადამწყვეტია ვაქცინაცია. აღარ აიცრა... დაღუპეს ოჯახი. წინა წლებშიც ჰქონდა შეწყვეტილი ორსულობები და დიდი სიხარულით ელოდნენ მშობიარობას“, - აღნიშნავენ დაღუპულის ახლობლები.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ცხრა თვის ორსული კოვიდ გართულებით გურჯაანშიც გარდაიცვალა.

როგორც დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, ამ დროისთვის დედოფლისწყაროში კორონავირუსის გართულებით 54 ადამიანია გარდაცვლილი, რომელთაგან სრულად ვაქცინირებული არცერთი მათგანი არ იყო.
0
54
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0