x
მეტი
  • 24.01.2022
  • სტატია:116411
  • ვიდეო:353122
  • სურათი:490251
მარსი ნეგევში: ასტრონავტებმა ისრაელში ფართომასშტაბიანი ექსპერიმენტი დაასრულეს

image

მარსი ნეგევში: ასტრონავტებმა ისრაელში დაასრულეს ექსპერიმენტი. ფართომასშტაბიანი D-MARS ექსპერიმენტი, რომელიც ისრაელში ჩატარდა, სამი კვირის შემდეგ დასრულდა, იუწყება DW.

ნეგევის უდაბნოში ჩატარებული ექსპერიმენტის ფარგლებში, შეიქმნა პირობები, რომელიც მეფობს პლანეტა მარსზე. ექვსმა მამაცმა ასტრონავტმა 21 დღე გაატარა სპეციალურ გუმბათში, სადაც ატარებდნენ სამეცნიერო კვლევებს.

ისინი სრულიად იზოლირებულნი იყვნენ გარე სამყაროსგან და ექსპერიმენტებით იყვნენ დაკავებულნი. აღნიშნულია, რომ მოწყობილობა ელექტროენერგიას ცალკე მზის პანელიდან იღებდა.

მარსის სიმულაციას აფინანსებდნენ ისრაელის კოსმოსური სააგენტო, ავსტრიის კოსმოსური ფორუმი და ევროპის კოსმოსური სააგენტო.

ასტრონავტმა ანნიკა მელისმა აღნიშნა, რომ ნამდვილად ისურვებდა ასეთ პირობებში ყოფნას, მაგრამ დარწმუნებული არ არის, რომ თავის სურვილით გაფრინდეს მარსზე და იქ დიდი დრო გაატაროს პატარა გუნდთან ერთად.

ექსპერიმენტის მონაწილეებს, იზოლირებულ გუმბათში ყოფნისას, შეეძლოთ როვერის კონტროლი, ლაბორატორიაში „მარსის“ ნიმუშების შესწავლა და ასევე დრონების გაშვება.

0
54
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0