x
image
Yoona
Mediator image
"მუდმივად ვიღლებოდი და წონაში ვერ ვიკლებდი, დიეტოლოგი მაშინვე მიხვდა - ეს თუთიის დეფიციტია"
კვლევის თანახმად, თუთია ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია ადამიანისთვის. დღიური ნორმა 8 მგრ–ია, მაგრამ ორგანიზმის მუშაობაზე ძლიერ გავლენას ახდენს. თუთიის დეფიციტის 5 ნიშანი.

image

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ცუდი მუშაობა

ორგანიზმი საკვებს სწორად ვერ ამუშავებს და თუთიის გარეშე მკვებავ ნივთიერებებს ვერ ითვისებს. ამანდა ბონტემპოს, დიეტოლოგის თქმით, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის უსიამოვნებები (გულისრევა, ღებინება ან დიარეა) შეიძლება გლუტენის აუტანლობით იყოს გამოწვეული ან ორგანიზმი საკმარის თუთიას ვერ იღებს.


image

ხშირი სურდო

სურდო ან გრიპი, რომელიც დიდხანს არ გადადის. ბონტემპოს თქმით, თუთიის დეფიციტის დროს იმუნური სისტემა სწორად ვერ მუშაობს. სიმპტომები აკონტროლეთ და ექიმს მიმართეთ, თუ გრიპს ვერ იშორებთ.

image

თვალი სიბნელეს ნელა ეჩვევა

თუთიის ძალიან მცირე რაოდენობით მიღება თვალის სიბნელეზე მიჩვევაზე გავლენას ახდენს. მაგალითად, როცა ბნელ კინოდარბაზში მიდიხართ და თვალი სიბნელეს ვერ ეჩვევა. მიზეზი იმაშია, რომ თუთია A ვიტამინის ასათვისებლად აუცილებელია, ეს კი თვალის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

image

ჭრილობა ნელა ხორცდება

თუ ვარჯიშის შემდეგ კუნთები რამდენიმე დღე გტკივათ ან ჩალურჯებები გაქვთ, რომელიც დიდხანს არ გადადის, შესაძლოა თუთიის დეფიციტი გაწუხებთ. ამანდას თქმით, თუთიის დეფიციტის დროს ჭრილობა ნელა ხორცდება. სპეციალისტი აღნიშნავს, რომ თითოეული ადამიანის ორგანიზმს ინდივიდუალური აღდგენის დრო აქვს, მაგრამ თუ ცვლილებებს ამჩნევთ, დამნაშავე შეიძლება თუთიის დეფიციტი იყოს.

image

ტანსაცმელში ვერ ეტევით

თუთია ნივთიერებათა ცვლის ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია. ბონტემპოს თქმით, თუთია ცილების, ნახშირწყლების და ცხიმის ათვისებას ხელს უწყობს. თუთიის დეფიციტის დროს წონის პრობლემები შეიძლება გაწუხებდეთ.

image

პროდუქტები – თუთიის წყარო

ყველაზე მეტი მიდიებსა და ხამანწკებშია. ასევე:

  • ხბოს ღვიძლი
  • გოგრის თესლი
  • კაკაო
  • ცხიმიანი ყველი
  • წიწიბურა
  • ნუში
  • შვრია
  • მზესუმზირას თესლი
  • კვერცხი
თუთია, როგორც რკინა, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან უკეთ ითვისება, ვიდრე მცენარეებიდან.


ასევე დაგაინტერესებთ:

D ვიტამინს ორგანიზმი ვერ ითვისებს მინერალის გარეშე, რომელიც თითქმის ყველას აკლია

image

ინსტრუქცია: დღის რომელ მონაკვეთში უნდა დალიოთ ვიტამინები

image

„მტვერსასრუტი“ ფილტვებისთვის: 4 პროდუქტი ფილტვების გასაწმენდად

image

ცივი ფეხები, უძილობა და სწრაფი კვების პროდუქტები: იმუნიტეტის 6 მთავარი მტერი

image

3 შემთხვევა, როცა ხარისხიანი წყალიც კი შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს

image


0
130
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
130